• რეკლამა
  • კონტაქტი
02:49, ხუთშაბათი, 16 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

‘ჩემი ეროვნული ნაკრები, ჭეშმარიტად ციხეშია გამოკეტილი რუსული რეჟიმის მიერ!” – ქეთი მოლაშვილი

ალია ავტორი - ალია
01:50 10-16-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
259

სამოქალაქო აქტივისტი, ქეთი მოლაშვილი:

“ქოცების ყველა სოციალურ ქსელს გადავხედე;
ყველა დიდქოცის სოციალურ ქსელს გადავხედე;
ყველა მათი პროპაგანდული მედიის გვერდს გადავხედე.
გუშინდელი წაგების შემდეგ,
ერთი გამამხნევებელი პოსტი არ ეწერათ ეროვნული ნაკრები-ს მხარდასაჭერად.
საერთოდ არაფერი ეწერათ,
გეგონება გუშინდელი საღამო გააქრეს ცხოვრებიდან.

არადა რომ გაემარჯვათ,
ყაველადან დაწყებული,
კალაძეთი დამთავრებული,
ჰო ყველა იპოზიორებდა ნაკრების ფეხბურთელებთან ერთად
და ააჭრელებდნენ სოციალურ ქსელებს?!

ჰოდა კარგად რომ განვმარტო
რატომ აღარ ვარ “ეროვნული ნაკრების” გულშემატკივარი:
როცა ბიჭი,
რომელიც მათ გამო,
პირველად გავიდა საზღვრებს გარეთ
და გერმანიაში მათ გამო ჩაფრინდა;
როცა ბიჭი,
რომელიც
რომ აგებდა “ეროვნული ნაკრები”,
მაშინაც პოსტებს წერდა და ამხნევებდა ბიჭებს;
როცა ეს ბიჭი დაიჭირეს აბსოლუტურად არაფრის გამო;
როცა ციხეში გამოკეტეს;
ვერაფერი დაუმტკიცეს,
მაგრამ მაინც წლობით ციხე მიუსაჯეს,
ესაო სპორტიაო,
ჩვენაო სპორტსმენები ვართო და კომენტარს ვერ გავაკეთებთო.

ჰოდა ძვირფასებო,
რომ იგებთ
და ქოცების პრემიერ-მინისტრიდან დაწყებული,
კალაძეთი დამთავრებული,
ყველა თქვენთან ერთად ფოტოს იღებს,
როცა ყველგან თქვენთან ერთად გადაღებულ ფოტოებს აფრიალებენ,
აი ეგაა პოლიტიკაში ჩარევა და თქვენი გამოყენება,
ხოლო როცა უდანაშაულო ბიჭზე ხმას იღებ,
ეგ არაა პოლიტიკა,
ეგაა ღირსება!

და კიდევ ხაზგასმით,
გუშინ რომ მოეგოთ თურქეთში,
იმ საღამოს ყველა პროპაგანდისტული არხი,
კადრებს აჩვენებდა როგორ აღნიშნავს დიდქოცობა გამარჯვებას ეროვნულ ნაკრებთან,
როგორ პოზირებენ და როგორი ბედნიერები არიან.

ყველა გვერდზე, ქოცი იქნებოდა გამოჭიმული ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებთან ერთად,
ის ქოცი,
რომელსაც თბილისში ამომრჩევლის 20% უჭერს მხარს, მაგრამ ძალით მიიტაცა არჩევნები;
ის ქოცი, რომელსაც მოსახლეობის 30% ძალით და დაშინებით უჭერს ხარს,
მაგრამ ძალით მიიტაცა არჩრვნები!

ხალხის კეთილგანწყობის მოპოვებას,
ფეხბურთში გამარჯვებით
და ფეხბურთელებთან პოზირებით
შეეცდებოდნენ,
რადგან ფეხბურთი ჭეშმარიტად სახალხო თამაშია
და ჰო,
ესაა სწორედ პოლიტიკაში ჩარევა!

ამიტომ ჰო,
იმდენად მძაგს ფეხბურთის გამოყენება
პოლიტიკური მიზნებისთვის,
რომ არ ვგულშემატკივრობ მათ,
რადგან გააზრებით ვიცი:
მათი გამარჯვება,
რუსული პროპაგანდის იარაღია,
ხალხზე ზემოქმედებისთვის
და კი,
ესაა სწორედ ქოცობა,
რომ იმარჯვებ და გიყენებს
და როცა აგებ,
ერთ სამადლობელ და გამამხნევებელ სიტყვასაც კი არ იმეტებს შენთვის!

ნამდვილი სიყვარული კი ამ ბიჭების გულშია.
ჰოდა კი,
ჩემი ეროვნული ნაკრები,
ჭეშმარიტად ციხეშია გამოკეტილი
რუსული რეჟიმის მიერ!”

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?
ახალი ამბები

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?

15:14 07-08-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:18 07-15-2026
თიბისის მხარდაჭერით საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ნაკრები IOAI 2026-ის ოლიმპიადაზე იასპარეზებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ნაკრები IOAI 2026-ის ოლიმპიადაზე იასპარეზებს

14:29 07-15-2026
მანქანის კონდეციონერი
ახალი ამბები

“ფრეონი აკლია, ძმაო” – დიდი საზაფხულო აფერა – როგორ ამოიცნო მანქანის კონდიციონერის პროფესიონალი ხელოსანი

19:27 07-14-2026
N1 ქსელი სამოგზაუროდ – “სელფის” როუმინგის კამპანია
ახალი ამბები

N1 ქსელი სამოგზაუროდ – “სელფის” როუმინგის კამპანია

16:39 07-14-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved