• რეკლამა
  • კონტაქტი
02:24, კვირა, 18 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მამა ანდრია, შენ ხარ მოძალადე” – არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი ჯაღმაიძეს

ალია ავტორი - ალია
00:17 10-16-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
229

რუსთაველის გამზირიდან არქიმანდრიტმა დოროთე ყურაშვილმა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელს, ანდრია ჯაღმაიძეს, რომელიც მასზე ტვ “იმედიდან” საუბრობს, მიმართა და ტვ პირველთან, თქვა:

მამა მიქაელ ბოტკოველმა მე მითხრა, რომ ჩემი სატელევიზიო გამოსვლების გამო ვიყავი დაბარებული და ამის შესახებ იქნება იქ საუბარი. ამიტომ, მე ვუთხარი, რომ ყველაფერი წერილობით მომწერეთ, რადგან მე არ მახსოვს ჩემი გამოსვლები ყველა და თქვენ იქ რაღაცა ამოკრებილს რომ დამახვედრებთ მე თქვენ ვერ გიპასუხებთ. ამიტომ, მე არც უარი მითქვამს და არც კი მითქვამს, მე ვუთხარი, წერილობით მომმართეთ, რა პრეტენზია გაქვთ და მე მზად ვარ გიპასუხოთ. 

რაც შეეხება ჩემს იქეთ ბრალდებას, სანამ მე დამიბარებენ, იქამდე უნდა გაარკვიონ ის მწვალებლობა, რომელიც საქართველოს ეკლესიაში ვრცელდება. რადგან მათთვის სწავლება ქრისტეს შესახებ უნდა იყოს უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე ჩემი სატელევიზიო გამოსვლები და როცა ქრისტეზე სწავლება იგმობა, იმათ ამას უნდა მიაქციონ ყურადღება, მაგრამ მათ მთავრობისგან აქვთ დავალება, როგორც ჩანს, და ამაში ეჭვი არ მეპარება იმიტომ, რომ მამა ანდრია ჯაღმაიძე “იმედის” ტელევიზიაში ამბობს – “დოროთე ნუ ძალადობ” და ამით ეუბნება მთავრობას, რომ თითქოს მე მოძალადე ვარ, ჩვენ გავაფრთხილეთ და აწი თქვენ დაიჭირეთო. მამა ანდრია, მე არ ვარ მოძალადე, მოძალადე ხარ შენ იმიტომ, რომ შენ ძალადობ საქართველოს ეკლესიაზე და ქრისტეს სიტყვაზე, სიმართლეზე და ჭეშმარიტებაზე. 

ამიტომ, მე არ მაინტერესებს რას გამოიტანენ ისინი, მე მათგან დავისჯები, არ დავისჯები ჩემთვის უმნიშვნელოა. მე ვერ გამაჩუმებს ვერც სასჯელი და ვერც პატივი, ამიტომ მე თავისუფალი ვარ ყოველგვარი წნეხისგან იმიტომ, რომ მე ვდგავარ ჩემი ერის, ჩემი ქვეყნის და ჩემი ბრწყინვალე ადამიანების გვერდით და მე აქ ვიდგები მღვდლად, თუ არ ვიქნები მღვდელი, ვიდგები ბერად. ბერობას მე ვერავინ ვერ წამართმევს, მე ქრისტეს ბერი ვარ და ვიქნები სიცოცხლის ბოლომდე ქრისტეს ბერი, ჭეშმარიტების მქადაგებელი”.- ამბობს არქიმანდრიტი. 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით, ყვარელში ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო გაიხსნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, ყვარელში ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო გაიხსნა

20:25 10-17-2026
თიბისი კაპიტალი აქციებით ვაჭრობის მიმართულებით საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დასახელდა – Euromoney-ს ჯილდო
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალი აქციებით ვაჭრობის მიმართულებით საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დასახელდა – Euromoney-ს ჯილდო

18:46 10-16-2026
თიბისის მხარდაჭერით, თბილისში იაპონური ავანგარდული ფოტოგრაფიის გამორჩეული ნამუშევრების პირველი გამოფენა მოეწყო
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, თბილისში იაპონური ავანგარდული ფოტოგრაფიის გამორჩეული ნამუშევრების პირველი გამოფენა მოეწყო

17:30 10-16-2026
ისწავლე ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობების გამოყენება – თიბისი ტექსკოლაში მიღება დაიწყო
ახალი ამბები

ისწავლე ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობების გამოყენება – თიბისი ტექსკოლაში მიღება დაიწყო

14:54 10-16-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved