• რეკლამა
  • კონტაქტი
04:39, კვირა, 28 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

გადაჭრილი ღობე, 4 წამი და 8 გამოუცდელი პირი დაცვად – რა მოხდა 4 ოქტომბერს პრეზიდენტის სასახლესთან

ალია ავტორი - ალია
22:34 10-11-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
15,100

ფოტო – ტვ პირველი

“შაბათის ეთერმა” ინფორმაციით, 4 ოქტომბრის ჩანაწერებში ჩანს, რომ ღობე სავარაუდოდ გადაჭრილია და მავთულებით მიბმულია რკინის კონსტრუქციას.

შინაგან საქმეთა სამინისტროს, სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ოპერატორის მიერ გადაღებულ  ბრალდების დასადასტურებლად გავრცელებულ ვიდეოში კარგად ჩანს, რომ ღობის წაქცევას სულ რამდენი წამი სჭირდება კონკრეტულად კი, მათივე ვიდეოთს მიხედვით – 4 წამი.

მედიის ცნობით,  გრაფიკული დამუშავების დახმარებით, შესაძლებელია იმის დანახვა, რომ რკინის კონსტრუქცია გადაჭრილი იყო წინასწარ.

“ტვ პირველის” ცნობით,  5 ოქტომბერს, ადრე დილით გადაღებულ კადრში,  როდესაც რკინის კონსტრუქციის ნაწილები ჯერ კიდევ ადგილზეა. ახლო ხედით გადაღებულ გამოსახულებაში ჩანს, რომ რკინის საყრდენი ძელები, რომელიც ოფიციალური ვერსით მომიტინგეებმა შეანგრიეს დეფორმირებულიც კი არ არის.

ვიდეომასალაში, ჩანს რომ მას შემდეგ რაც მოქალაქეებმა, სასახლესთან გადანაცვლება გადაწყვიტეს, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის რვა თანამშრომელი ჭიშკრის ჩაკეტვას იწყებს.

“შაბათის ეთერის” მტკიცებით, მოიპოვეს ანზორ ჩუბინიძის ოფიციალური წერილი, სადაც ის წერს, რომ 4 ოქტომბერს როდესაც ქვეყანაში დიდი დემონსტრაცია იყო დაანონსებული, პრეზიდენტის სასახლის დასაცავად, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მხოლოდ რვა თანამშრომელი იყო მივლენილი. მათგან რამდენიმე გამოცდილი კადრი კი არა, არამედ სამხედრო სავალდებულო სამსახურში მყოფი წვევამდელი იყო.

კადრების თანახმად, ვიდრე ღობე არ გადავარდა, მომიტინგეები, რომლებსაც პერიოდულად არაიდენტიფიცირებადი პირების შეძახილები ესმით, ეზოში მხოლოდ სასახლის დაცვას ხედავენ, არადა ამ დროს სპეცრაზმი სასახლეშია, მაგრამ არ გამოდის. რობოკოპები ელოდებიან, როდის გადავარდება ღობე და როდის გაჩნდება მტკიცებულება მომიტინგეების წინააღმდეგ. ვიდეოში ნათლად ჩანს, რომ სპეცრაზმი სასახლიდან მხოლოდ ამის შემდეგ გამოდის.

არსებობს კიდევ რამდენიმე ვიდეო – სადაც ჩანს, უკვე დამატებით ძალად მოსული რობოკოპები როგორ დგანან და არ მიდიან ახლოს, სავარაუდოდ, ბრძანებას ელოდებიან.

ცნობისთვის, მომიტინგეებმა, ყაველაშვილის “სასახლის გასაღების მოპოვება” რუსთაველზე დაანონსეს, შემდეგ, ნელი ნაბიჯებით წავიდნენ და დამატებითი სპეცრაზმი არათუ ადგილზე დახვდათ, კარგა ხნის შემდეგ მივიდა. ეს პირველი შემთხვევაა, როცა სპეცრაზმს ასე “დააგვიანდა”.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026

ბიზნესი

მზადება ახალი თავგადასავლისთვის – თიბისის მობაილბანკში მასშტაბური მარათონი ბრუნდება
ახალი ამბები

მზადება ახალი თავგადასავლისთვის – თიბისის მობაილბანკში მასშტაბური მარათონი ბრუნდება

18:11 06-27-2026
ექსპრეს ლომბარდი
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას “ჰკითხე ექსპერტს” აგრძელებს

17:08 06-26-2026
PASHA Bank-ის IPO აზერბაიჯანში – თიბისი კაპიტალი ტრანზაქციის ექსკლუზიური ფინანსური მრჩეველი იყო
ახალი ამბები

PASHA Bank-ის IPO აზერბაიჯანში – თიბისი კაპიტალი ტრანზაქციის ექსკლუზიური ფინანსური მრჩეველი იყო

16:30 06-26-2026
თიბისი საერთაშორისო ტექნოლოგიური კონფერენცია Change Inspire 2026-ის მთავარი მხარდამჭერია
ახალი ამბები

თიბისი საერთაშორისო ტექნოლოგიური კონფერენცია Change Inspire 2026-ის მთავარი მხარდამჭერია

14:14 06-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved