კახა კალაძე, გიორგი ჩახუნაშვილის დაკავებაზე კომენტარს აკეთებს და ამბობს:
“გიორგი ჩახუნაშვილის დაკავებას რაც შეეხება, აქ პროფესია არაფერ შუაშია. როცა ადამიანი დანაშაულს სჩადის, მოჰყვება შესაბამისი რეაგირება. ზოგადად, ჩვენ ყველას ვაფრთხილებდით და მოვუწოდებდით, რომ კანონსაწინააღმდეგო ნაბიჯები არ გადაედგათ. არ გაითვალისწინეს. ყველა ადამიანი თავისუფალია თავის გადაწყვეტილებაში. მათ ჩაიდინეს დანაშაული და ამას ცხადია, სახელმწიფოს მხრიდან შესაბამისი რეაგირება მოჰყვება”
გიორგი ჩახუნაშვილი გუშინ, განსაკუთრებული საპოლიციო მობილიზებით, 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით, საკუთარ საცხოვრებელი სახლში დააკავეს.
გიორგი ჩახუნაშვილის ბრალი დადასტურებული არ არის, თუმცა, როგორც ჩანს, უდანაშაულობის პრეზუმცია უცხო ხილია ქართული ოცნებისთვის. საიდან იცის კალაძემ, რა დანაშაული ჩაიდინა და ჩაიდინა თუ არა, ჩახუნაშვილმა?
ცნობისთვის, დღეს ოცნების გუნდის ნარატივი სწორედ ისაა, რომ პროფესია არაფერ შუაშია. გაუგებარია, რას ითხოვს, ქართული ოცნების გუნდი, ექიმია გიორგი ჩახუნაშვილი და 71 წლის, ექიმი, აკადემიკოსი გიორგი ჩახუნაშვილი დაიჭირეს ათეულობით პოლიციელის დახმარებით და როგორ უნდა ვთქვათ ეს სხაგვარად? თუ არ უნდა ვთქვათ?
კომენტარები