საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, ქართველი მებრძოლის, გიორგი კინონიას შესახებ სომხეთის გადაწყვეტილებას ეხმაურება და წერს, რომ “ეს არის ძლიერი ნაბიჯი ევროპული, უფლებებზე ორიენტირებული მომავლისკენ.“
სომხეთი აჩვენებს, რომ ადამიანის უფლებების დაცვა მნიშვნელოვანია – ქართველი მებრძოლი გიორგი კინოიანი თავისუფალია მას შემდეგ, რაც სომხეთმა უარი თქვა რუსეთის ექსტრადიციის მოთხოვნაზე. ეს არის ძლიერი ნაბიჯი ევროპული, უფლებებზე ორიენტირებული მომავლისკენ, – წერს ზურაბიშვილი X-ზე.
ცნობისთვის, სომხეთმა უარი თქვა კრემლის მოთხოვნაზე და უკრაინაში მებრძოლი გიორგი კინოიანი არ გადასცა რუსეთს.
კომენტარები