• რეკლამა
  • კონტაქტი
13:29, ოთხშაბათი, 12 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, „ემბისიმ“ 30 მილიონი ლარის ობლიგაციები განათავსა

ალია ავტორი - ალია
12:41 10-08-2025
- ახალი ამბები, ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
130

მიკრობანკმა “ემბისიმ“ სააგენტოს „აწარმოესაქართველოში“ კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერისპროგრამის ფარგლებში, 30 მილიონი ლარის 2-წლიანისაჯარო ობლიგაციები გამოუშვა. განთავსება თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით განხორციელდა. ემისია 60 მილიონი ლარის ობლიგაციების პროგრამის მეორე დაბოლო ტრანშია.

ფასიანი ქაღალდების საპროცენტო განაკვეთი TIBR 3M + 4.0%-ით განისაზღვრა, რაც 2024 წლის დეკემბრისემისიასთან შედარებით 0.25 პროცენტული პუნქტითგაუმჯობესებული მაჩვენებელია.

ინვესტორთა მოთხოვნამ გამოშვებული ობლიგაციებისმოცულობას გადააჭარბა. ემისიაში მონაწილეობაადგილობრივმა ინსტიტუციურმა ინვესტორებმა მიიღეს, რაც კომპანიის მიმართ არსებული მაღალი ნდობისდადასტურებაა.

კომპანია მოზიდულ თანხებს გასულ წელს გამოშვებული ობლიგაციების ნაწილობრივ რეფინანსირებისა და სხვა ფინანსური ვალდებულებების დაფარვისთვის გამოიყენებს.

„თიბისი კაპიტალსა და „ემბისის“ შორის მეორე თანამშრომლობა შედგა: მიკრობანკთან ერთად აპრილში 60 მილიონი ლარის ობლიგაციების პროგრამა დავამტკიცეთ, რომლის ფარგლებშიც ბოლო ტრანში განვახორციელეთ. ფასიან ქაღალდებზე ინვესტორების მაღალი ინტერესი ადასტურებს, რომ ეს პარტნიორობა წარმატებულია.  მოხარული ვარ, რომ კომპანიას დაფინანსების მოზიდვაში დავეხმარეთ და ამ ნაბიჯით საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარებასაც შევუწყეთ ხელი. მიმდინარე წელს თიბისი კაპიტალის ჩართულობით უკვე 14 წარმატებული ტრანზაქცია განხორციელდა, როგორც ადგილობრივ, ასევე კაპიტალის საერთაშორისო ბაზრებზე. შედეგად, კომპანიაბაზრის ლიდერის პოზიციას ინარჩუნებს“,- ოთარ შარიქაძე, თიბისი კაპიტალის დირექტორი. 

„განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ იმ ფაქტს, რომ „ემბისი“ პირველი მიკრობანკია ბაზარზე, რომლის ინვესტორი საქართველოს საპენსიო ფონდია. ეს ემისია 60 მილიონი ლარის ობლიგაციების პროგრამის ბოლოტრანშია.  “ემბისის“მიმართ მაღალი ნდობის დადასტურებაა ის ფაქტი, რომ ემისიაში მონაწილეობაადგილობრივმა ინსტიტუციურმა ინვესტორებმა მიიღეს დაინვესტორთა მოთხოვნამ გამოშვებული ობლიგაციებისმოცულობას გადააჭარბა. საქართველოს საპენსიოფონდის მხარდაჭერა “ემბისის“ ფინანსურსტაბილურობასა და საინვესტიციო პოტენციალზემიუთითებს და მისი შემდგომი განვითარებისთვის ახალშესაძლებლობებს ქმნის. ასევე, ხაზი მინდა გავუსვა იმ ფაქტსაც, რომ აღნიშნული პროექტის ფარგლებში „ემბისიმ“ მოიპოვა სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ გრანტი 200 ათასი ლარის მოცულობით.  გრანტის სახით მიღებული თანხა ემისიასთან დაკავშირებული ხარჯების დაფარვას მოხმარდა“, – გია პეტრიაშვილი, “ემბისის” გენერალური დირექტორი.

“მინდა, მივულოცო კომპანიას „ემბისი“ ობლიგაციების წარმატებით გამოშვება კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს კერძო სექტორის მზაობასა და ინტერესს, გამოიყენოს კაპიტალის ბაზარი, როგორც დაფინანსების ალტერნატიული წყარო. აღსანიშნავია, რომ „ემბისი“ პირველი მიკრობანკია საქართველოში, რომელმაც აღნიშნული სახელმწიფო პროგრამით ისარგებლა. ვგეგმავთ, მომავალშიც აქტიურად დავუჭიროთ მხარი ადგილობრივ კომპანიებს ზრდის ახალ ეტაპზე გადასვლაში, რადგან ჩვენი სააგენტოსთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება ერთ-ერთი სტრატეგიული მიმართულებაა“, – მიხეილ ხიდურელი, სააგენტო „აწარმოე საქართველოში“, დირექტორი.

“ემბისი” პირველი ფინანსური ინსტიტუტიასაქართველოში, რომელმაც მიკრობანკის ლიცენზიამიიღო. კომპანიის ძირითადი საქმიანობა მოიცავს მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტებას. „ემბისი“საქართველოს 8 რეგიონში, 17 სერვისცენტრითააწარმოდგენილი და მომხმარებლებს მრავალფეროვანსაკრედიტო პროდუქტებსა და სერვისებს სთავაზობს. წამყვანი ევროპული სარეიტინგო სააგენტო Scope Rating-სგან “ემბისის” მინიჭებული აქვს B+ საკრედიტო რეიტინგისტაბილური პერსპექტივით (B+ Stable).

(R)

 

თეგები: თიბისი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“სინამდვილეში რატომ მოუწყო მერიამ ჯოჯოხეთი თბილისის მაცხოვრებლებს”– ლევან ღამბაშიძე
ახალი ამბები

“სინამდვილეში რატომ მოუწყო მერიამ ჯოჯოხეთი თბილისის მაცხოვრებლებს”– ლევან ღამბაშიძე

16:44 08-11-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

“ვაიზერის” საზაფხულო კამპანიები – ავტოდაზღვევა გამონაკლისების გარეშე და საზაფხულო საჩუქრები
ახალი ამბები

“ვაიზერის” საზაფხულო კამპანიები – ავტოდაზღვევა გამონაკლისების გარეშე და საზაფხულო საჩუქრები

13:15 08-12-2026
თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა

14:35 08-11-2026
16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე
ახალი ამბები

16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე

12:16 08-11-2026
შემოქმედებითი ინდუსტრიის მთავარი მოვლენა – თიბისის მხარდაჭერით AD BLACK SEA-ის მე-10 საიუბილეო ფესტივალი იმართება
ახალი ამბები

შემოქმედებითი ინდუსტრიის მთავარი მოვლენა – თიბისის მხარდაჭერით AD BLACK SEA-ის მე-10 საიუბილეო ფესტივალი იმართება

12:03 08-11-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved