• რეკლამა
  • კონტაქტი
19:18, კვირა, 16 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

თაზო დათუნაშვილი – ივანიშვილის რეჟიმი და მისი მსახური პარტაქტივი, მის ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს იყენებს იმისთვის, რომ დაამახინჯოს თქვენი, საქართველოს მოქალაქეების არჩევანი – დაფიქსირდა ე.წ. კარუსელის ფაქტებიც

ალია ავტორი - ალია
19:07 10-04-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
39

ამ დროისთვის შეიძლება ცალსახად ვთქვათ, რომ ივანიშვილის რეჟიმი და მისი მსახური პარტაქტივი, საარჩევნო დღის ბოლოს მის ხელთ არსებულ აბსოლუტურად ყველა ბერკეტს იყენებს იმისთვის, რომ დაამახინჯოს თქვენი, საქართველოს მოქალაქეების არჩევანი, – ამის შესახებ „ძლიერი საქართველო – ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თაზო დათუნაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

თაზო დათუნაშვილის თქმით, საარჩევნო უბნებზე მიმდინარეობს კამერების წინააღმდეგ ბრძოლა, თუმცა მათმა კამერებმა უკვე დააფიქსირეს დარღვევები, მათ შორის იყო „კარუსელის“ შემთხვევაც.

„ქართული ოცნება“ იწყებს ფაქტების მალვას, შედის ერთგვარი კრიმინალური აქტივობის ბოლო ფაზაში და მთელი თბილისის მასშტაბით დაერია ჩვენს კამერებს და დაიწყო მათი გათიშვა. გამორჩეულად აქტიურობს პოლიტიკური პირუტყვობით სამგორის ოლქი, სამგორის მე-10, მე-20, 33-ე, 37-ე, 38-ე, 39-ე, მე-40, 47-ე, 51-ე და 72-ე უბნებზე „ქართული ოცნების“ კონტროლირებადმა უბნის თავმჯდომარეებმა ჩვენი კანონიერად და ცესკო-ს ყველა მოთხოვნის შესაბამისად დამონტაჟებული კამერები გათიშეს მე-10 უბნიდან გააძევეს წარმომადგენელი. ანალოგიური ვითარებაა თბილისის სხვა უბნებზე. სამგორი ყველაზე მეტად აქტიურობს.

ეს არის მიზანმიმართული კამპანიური ქმედება, რომელიც მოდის ვერტიკალის ცენტრიდან, ცესკო-დან, სადაც გაყალბების ტვინი იყრის თავს და მიზანი არის, რომ დღის მეორე ნახევარში უბნებზე კრიმინალური აქტივობა არ აისახოს ჩვენს კამერებზე. ამის მიუხედავად ჩვენმა კამერებმა უკვე დააფიქსირეს ე.წ. კარუსელის რამდენიმე კონკრეტული ფაქტი, რომელზეც არსებობს ვიდეომტკიცებულებები. ეს კარუსელის ფაქტები არის ვაზისუბნის 54-ე და 49-ე უბნებზე, როდესაც მოგზაური, მარკო პოლო ამომრჩევლები რამდენიმე უბანზე აძლევენ ხმას.

ჩვენი კამერების წინააღმდეგ ბრძოლა დაიწყეს ჩვეულებრივი ჯიბგირული მეთოდებით. პირველ ეტაპზე უბნის უფროსები, უბნის თავმჯდომარეები ცდილობენ მორალურად იძალადონ ჩვენს წარმომადგენლებზე და კომისიის წევრებზე, შემდეგ ბრძოლაში ერთვება საოლქო საარჩევნო კომისიისა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენლები, რომლებიც მოგონილი მიზეზებით ცდილობენ, რომ კამერები აიღონ“, – განაცხადა თაზო დათუნაშვილმა.

თეგები: თაზო დათუნაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:43 08-14-2026
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? – გაიგეთ თიბისის და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალი ეპიზოდში
ახალი ამბები

როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? – გაიგეთ თიბისის და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალი ეპიზოდში

13:16 08-14-2026
თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება

14:29 08-13-2026
თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს

14:02 08-12-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved