დაკრძალავ ბიუროებზე საუბარი, ცხადია, სულაც არ არის სასიამოვნო, მაგრამ ისინი ისეთივე საჭირონი არიან, როგორც სამშობიარო სახლები, ასეა, ცხოვრება იწყება და მთავრდება. პრიორიტეტი მუდამ ის უნდა იყოს, შენი გზა, სამშობიარო სახლიდან დამკრძალავ ბიურომდე საინტერესოდ, ბედნიერად გალიო, აკეთო ის საქმე, რაც გიყვარს, იცხოვრო ისე, როგორც სული გთხოვს, აისრულო ოცნებები, არ დაკარგო საკუთარი თავი ყოველდღიურ რუტინაში.
დამკრძალავი ბიუროების მუშაობის სპეფიციკა ბოლო ასწლეულში სწრაფად იცვლება მსოფლიოში. ამბობენ, რომ ეს ტექნოლოგიების ბრალია, თუმცა, ასე სულაც არაა, ტექნოლოგიები მხოლოდ საშუალებაა, თორემ, იმაზე, რომ მიწა ხარ და მიწად უნდა იქცე, ან ფერფლი ხარ და ფერფლად უნდა იქცე, ან წყალი ხარ და წყლად უნდა იქცე, ათასწლეულებია საუბრობენ ადამიანები, გააჩნია რომელი კულტურის წარმომადგენელი ხარ. უცნაური ისაა, რომ ყველაფერს ისე ვაკეთებთ რეალურად, რომ დიდხანს ვერ იქცე მიწად, თუ ფერფლად. მაგალითად, გალაქული ხე, რკინის ანჟამებით და სახელურებით, 10 წელზე მეტი დროით შეულახავი რჩება. კრემატორიუმები გარემოს კიდევ მეტად აბინძურებენ, საწვავი საშუალებების გამოყენების შემდგომ გამონაბოლქვით და ა.შ. ახლა ნაკლებად, მაგრამ იყო წლები, როცა გარდაცვლილებს საფლავზე გადახურულ სახლს უშენებდნენ, ფანჯრებით, კარებით, განათებით, სკამ–მაგიდებით შიგნით, თუ კარადებით. ამას წინათ, ჩემს მეგობარს სასაფლაოზე შემოაღამდა, უცებ, ხედავს საფლავებს შორის შუქი ამოდის, თითქოს მიწიდან ამოდის სინათლე, გულგახეთქილი გამოიქცა, ყვირილით. აღმოჩნდა, რომ საფლავზე სენსორული განათება იყო დაყენებული და როგორც კი შებნელდა, თავისით ჩაირთო.
შვედები, როგორც ვიცი, პირველები იყვნენ, რომლებმაც დაკრძალვის ცერემონიალის ცვლილებები დაგეგმეს. მაგალითად, საფლავები ტყეში, მუყაოს კუბოებისგან, საფლავის ქვის გარეშე, ან, თუნდაც ფერფლიც ასევე იგივე ტყეში. არც იცი, რომელი ხის ქვეშ, თუ ძირს განისვენებს შენი ოჯახის წევრი, აქ მხოლოდ ერთიანი სიაა, იმ ადამიანების, რომლებმაც სიცოცხლეშივე მიიღეს გადაწყვეტილება იყვნენ მხოლოდ ბუნების ნაწილი, ყველაზე სწრაფი გზით. ასეთი საფლავები შვედეთში დაახლოებით 50–60 წლის წინ გაჩნდა პირველად.
აშშ–ში, უკვე 400–მდე სასაფლაო, სადაც ბიოდეგრადირებად კუბოებს იყენებენ,
ნიდერლანდებში სოკოს მიეცლიუმისგან, სპეციალური ტექნოლოგიით ამზადებენ კუბოებს, რომლებიც 45 დღეში იშლება მთლიანად. კომპანია, დელფტის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში, 2020 წელს, პროექტის ფარგლებში დაარსდა. სოკოს მიეცლიუმისგან დამზადებული კუბო რბილია, მსუბუქი, მხოლოდ 30 კილომდე იწონის, თუმცა, 200 კილოზე მეტს უძლებს. წარმოება – თვეში 500 ცალია.
კიდევ ერთი მეთოდი, რომელიც აშშ–ში დაინერგა, უფრო მეტად დაშორდა დაკრძალვის ტრადიციულ რიტუალს. დეტალებს არ მოვყვები, არც ისე სასიამოვნო წარმოსადგენია, მაგრამ ამ შემთხვევაში, სპეციალურ კონტეინერში, რომელიც ინდივიდუალურია, ტექნოლოგიების წყალობით, 8 კვირაში იქცევა ცხედარი ნიადაგად, დაახლოებით, ორი დიდი ურიკის ზომის ნიადაგად, რომლის ნაწილიც, ან სრულად, შეუძლია ოჯახმა გამოიყენოს, შეინახოს, დარჩენილ ნაწილი კი გადააქვთ ერთ კონკრეტულ ნაკრძალში. პროცედურა უკვე 7–მდე შტატშია ლეგალიზებული. დაახლოებით +55 გრადუს ტემპერატურაზე მიდის პროცესი, რაც ერთ–ერთი შესაძლებლობაა მიკრობების გასანადგურებლად. ღირებულება 7 000 დოლარია.
კიდევ ერთი პოპულარული მეთოდია ტუტე ჰიდროლიზი, იგივე თხევადი კრემაცია. ეს პროცესიც სპეციალურ, ინდივიდუალურ კონტეინერში იწარმოება და ქიმიურია. მიუხედავად იმისა, რომ 150 გრადუს ცელსიუსაც აღწევს პროცესი, წნევის დამსახურებით, არ დუღს. ფასი 4 000 დოლარამდეა. იგი პირველად 2011 წელს გამოიყენეს და დღეს დაშვებულია ნორვეგიაში, კანადაში, სამხრეთ აფრიკაში, ავსტრალიაში, მექსიკაში და აშშ–ის არაერთ შტატში. თხევადი კრემაცია, მას წყლის კრემაციასაც ეძახიან, ერთ–ერთი ყველაზე სწრაფი გზაა ზემოთ ჩამოთვლილთაგან. პროცესის ბოლოს, ოჯახს ფერფლს გადასცემენ, როგორც კლასიკური კრემაციისას. თუ მაინც ფერფლამდე მივდივართ, რა საჭიროა ეს ტექნოლოგია? – როგორც მეცნიერები ამბობენ, ეკოლოგიისთვის. კლასიკური კრემაციისას თუ გარემო ბინძურდება საწვავი მასალების გამონაბოლქვით, ამ შემთხვევაში გამონაბოლქვი საერთოდ არ არსებობს, ხოლო დარჩენილი სითხე კი, სრულიად სტერილურია. ასევე, კლასიკური კრემაციისგან განსხვავებით, 75 პროცენტით ნაკლებ ენერგია იხარჯება.
ცნობისთვის, 2021 წელს ცნობილ მსახიობს, დეზმონდ ტუტუ, რომელიც ეკოლოგიის მხარდამჭერი იყო, სწორედ თხევადი კრემაციის გამოყენებით დაკრძალეს.
უნდა ვთქვა ისიც, რომ ბოლო წლებში რამდენიმე უცხოურმა კომპანიამ შექმნა AI–ზე დაფუძნებული პროგრამები, რომლებითაც შესაძლებელია გარდაცვლილის ხმისა და სახის გენერაცია, მაგალითად, ე.წ. დასამშვიდობებელი გზავნილის შედგენა, გარდაცვლილის ხმისა და გარეგნობის სინთეზით, მისთვის დამახასიათებელი საუბრის სტილის დახმარებით. თუმცა, ამ რიტუალს საკმაოდ ფრთხილად იყენებენ და იშვიათად სთავაზობენ ოჯახებს, რადგან საკმაოდ ემოციურია. ექსპერიმენტალურ დონეზეა „ფიცრული ტვინი“ და მასთან ვირტუალური ჩატი. გარდაცვლილის ჩანაწერებიდან, პოსტებიდან, იქმნება AI–ჩატი, რომელიც იმიტირებს მის სტილს. ოჯახს კი შეუძლია „ესაუბროს“. ასეთმა „ჩატებმა“ უკვე დიდი მითქმა–მოთქმა გამოიწვია, ზოგი ამბობს, რომ შოკისმომგვრელია და ვერ დაეხმარება ოჯახებს, ზოგი თვლის, რომ არაეთიკურია გარდაცვლილის ხმის ან სახის „გაცოცხლება“, ზოგი კი მიიჩნევს, რომ ვიღაც უნდა აკონტროლებდეს, რა მონაცემს აწვდიან ხელოვნურ ინტელექტს.
როგორც უკვე მიხვდებოდით, სხვაობა ტრადიციულ და ტექნოლოგიურ მეთოდებს შორის იმდენად დიდია, როგორც ტექნიკურად, ისე მისი გააზრების და გაზიარების კუთხით, რომ ზოგისთვის, ალბათ, წარმოუდგენელიც კი იქნება ამაზე ფიქრიც. ალბათ, ფიქრობ, რომ სოკოსგან დამზადებულ კუბოსა და ტრადიცულ დაკრძალვას შორის, არ შეიძლება იყოს რამე საერთო. არადა, ყველა ჩამოთვლილ რიტუალს შორის არის ის ერთი რამ საერთო, რაც უმნიშვნელოვანესია – ესაა ოჯახის, ახლობლების, მეგობრების სურვილები და ემოცია, გარდაცვლილის ბოლო სურვილის პატივისცემა. როგორც უნდა განვითარდეს ტექნოლოგია, ემოციურ ინტელექტს ვერავინ და ვერაფერი ჩაანაცვლებს. დამკრძალავი ბიუროსთვის პირველ ადგილზეა, გაუფრთხილდეს ოჯახის მწუხარებას, მისი გაზიარების ძალიან პირადულ გზებს, ტექნოლოგიები კი მხოლოდ დამხმარე ინსტრუმენტები შეიძლება იყოს.
ალბათ, ფიქრობ, რომ ტექნოლოგიების დახმარებით, საქართველოში, დაკრძალვის რიტუალის მხრივ არაფერი შეცვლილა, არადა ასე არაა. გარდაცვლილის ოჯახისთვის ზედმეტი გარჯის არიდებისათვის, იმისათვის, რომ ახლობლებს მხოლოდ დატირების, მხოლოდ მოგონების დრო დარჩეთ, დამკრძალავმა ბიუროებმა, არაერთი კომფორტული მომსახურება დაამატეს. ცხადია, ეს ახლა, ზემოთ მოყოლილთან შედარებით, საბავშვო ზღაპრად მოგეჩვენებათ, მაგრამ რეალურად, მნიშვნელოვანი დეტალებია.
- დაგეგმვა ონლაინ ან ტელეფონით
- ახლა უკვე შესაძლებელია საჭირო მომსახურების არჩევა ვებ.გვერდზე, ან ტელეფონით.
- შეგიძლია რამდენი დამკრძალავი ბიუროს ფასები და მომსახურება სახლიდან გაუსვლელად შეადარო ერთმანეთს და მხოლოდ შემდეგ დაჯავშნო.
- საჭირო დოკუმენტების შევსებაში და მოწესრიგებაში, ასევე ონლაინ შეუძლია დაგეხმაროს ბიურო, ისე, რომ შენ არსად დაგჭირდეს წასვლა. ეს მომსახურებები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი ოჯახებისთვის, რომელთა წევრებიც ემიგრანტები არიან და ვერ ახერხებენ ადგილზე ჩასვლას.
- პირდაპირი ტრანსლაცია:
ეს მომსახურება ნელ–ნელა იმკვიდრებს ფეხს, თუმცა, ვიდეოს და ფოტოს გადაღება ჯერ კიდევ იმ დროიდან გვახსოვს, როცა ფოტოაპარატს 4 ფეხი ჰქონდა, მეტრა სიმაღლე და ე.წ. გადასაფარებელი, რომელიც ფოტოგრაფს თავზე უნდა გადაეფარებია. ონლაინ ტრანსლაცია რამდენიმე წლის წინ იმერეთში ვნახე მე პირადად, ოჯახის ემიგრანტი წევრისთვის. ეს მეთოდი განსაკუთრებულად პანდემიისას ‘დაფასდა“.
- ციფრული მემორიალი
ეს მიმართულება საქართველოში ჯერ არ გვხვდება აქტიურად, თუმცა, სურვილის შემთხვევაში, სულაც არაა რთული შესასრულებელი ტექნიკურად. იქმნება პლატფორმა, ვირტუალური მემორიალური გვერდი, ვირტუალურ წიგნსაც უწოდებენ, სადაც ახლობლები, მეგობრები აქვეყნებენ ფოტოებს, თუ ვიდეოებს, წერილებს, მუსიკას, თუ ნახატებს და ინახება ასე ერთად თავმოყრილი.
ფაქტია, მსოფლიოში დამკრძალავი ბიუროები, ბოლო ასწლეულში ყველაზე რადიკალურ და მნიშვნელოვან ცვლილებებშია. მიუხედავად იმისა, მოგწონს ტექნოლოგიური რიტუალები, არ მოგწონს, უნდა ვაღიაროთ ერთი, რომ ის რაც საერთოა ყველასთვის, ოჯახისთვის მწუხარების გაზიარება, ადამიანური თანაგრძნობა და მისთვის მცირედით შემსუბუქებაც ამ ტვირთის, იხვეწება, ოჯახს ეძლევა მეტი თავისუფლება, ხსოვნისთვის მეტი საშუალება,
ამიტომ, თუ დამკრძალავი ბიუროს არჩევა დაგჭირდებათ, მას შემდეგ, რაც სახლიდან, ონლაინ, ტელეფონით ფასებს და მომსახურებებს შეადარებთ, არჩევანის გასაკეთებლად მხოლოდ ერთი კრიტერიუმით იხელმძღვანელეთ, – ადამიანური ფაქტორით. რამდენად შეუძლია იყოს სოლიდარული, ფრთხილი, ყურადღებიანი, თქვენს საჭიროებებს მორგებული. შეიძლება, რომელიმე კომპანიამ რამდენიმე ასეული ლარით ნაკლები შემოგთავაზოთ ფასი, ზოგმა კომპანიამ კი – ბევრად დიდი მომსახურება იგივე ფასად, მაგრამ ეს ნამდვილად ის რიტუალია, რომელშიც მხოლოდ და მხოლოდ ადამიანური ფაქტორია გადამწყვეტი, რათა, როგორც ვიცით ხოლმე თქმა, მერე გულში ხინჯად არაფერი დაგვრჩეს.
ბაზა, სადაც დამკრძალავი ბიუროების განცხადებები, პირობებია განთავსებული, უკვე მზადაა, შექმნილია. აქ მარტივადაა შესაძლებელი კომპანიების პირობების, ფასების შედარება. ესეც ტექნოლოგიის დამსახურებაა, დამკრძალავი აგენტის არჩევა რომ საიტიდან, ასე გამზადებული კატალოგიდან შეგიძლიათ, თუმცა, არჩევანი, კომუნიკაციის შემდეგ, ძველებურად, ტრადიციულად, უნდა მიანდო მხოლოდ გულს.
დიდხანს და ბედნიერად სიცოცხლეს გისურვებთ!
(R)
კომენტარები