• რეკლამა
  • კონტაქტი
19:01, პარასკევი, 3 ოქტომბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რამდენი ტიპის ამწე კალათა არსებობს და რომლის დაქირავება სჯობს?

ალია ავტორი - ალია
15:36 10-03-2025
- ახალი ამბები, ბიზნესი, მთავარი
A A
0
Articulated boom lift. Aerial platform lift. Telescopic boom lift against blue sky. Mobile construction crane for rent and sale. Maintenance and repair hydraulic boom lift service. Crane dealership.

Articulated boom lift. Aerial platform lift. Telescopic boom lift against blue sky. Mobile construction crane for rent and sale. Maintenance and repair hydraulic boom lift service. Crane dealership.

Facebook-ზე გაზიარება
51

ჩემ ბავშვობაში ამწე „კრანი“ რომ მესმოდა, მეგონა ეს იყო ონკანი, რომელსაც ადამიანის რაღაც „ამწე“ შეეძლო, ოღონდ, კი არ ვიცოდი რა ამწე და ცოტა არ იყოს, მეშინოდა. მოგვიანებით, როცა უკვე ვიცოდი როგორ გამოიყურებოდა ამწე კალათა, უმეტესად, ჩემთვის მაინც ერთი დანიშნულება ჰქონდა, ბიჭებს დაექირავებიათ, რათა მაღალსართულზე მცხოვრები გოგოსთვის ყვავილები მიეტანათ ზედ ფანჯარასთან, ან აივანზე და კიდევ ბუშტები, ფერადი ბუშტები, რომელსაც მერე ჰაერში გაუშვებდნენ. ყოველთვის მაინტერესებდა, რა მოსდიოდა იმ ფერად ბუშტებს ჰაერში გაშვების მერე, მაგრამ გავიზარდე და ისე მოხდა, ცაში გაშვებული ფერადი ბუშტების ნაცვლად, ამწე „კრანზე“ მეტი ვიცი.

ამწე კალათაზე რა იცი? ის, რომ მშენებლობაში გამოიყენება ერთი და მეორე – სავარაუდოდ, გგონია, რომ ძვირი ღირს, ხომ?

კი, თუ ყიდვა გინდა და გინდა სამსახურში და პიკნიკზე ამწე კალათით იარო, იაფი არ დაჯდება, ქირაობას რაც შეეხება, აქ საკითხი სადაოა და ვეცდები ეს ავხსნა ბლოგში, ისევე, როგორც ის, რომელი ტიპის ამწე კალათა რა საქმიანობისთვის გამოდგება. ისე, ამ საცობებში, მე პირადად, სიამოვნებით დავიქირავებდი ამწე კალათს, რომელიც სახლის აივნიდან სამსახურში გადამსვამდა და პირიქით, მაგრამ მეუხერხულება, „თავის უგემური ვარ, გო“, როგორც იმ ძველ და დაუვიწყებელ ფილმში ამბობენ.

ამწე კალათა ეს არის პლატფორმა, რომელიც ფოლადის მყარ სადგამებზეა დამონტაჟებული, მას შეუძლია ნაგებობის ფასადის გასწვრივ მოძრაობა, მუშების, ხელსაწყოების, მასალების ასაწევად და დასაშვებად. 

სხვადასხვა ტიპის ფასადისთვის, კონკრეტული ამწე კალათა გამოიყენება და სწორედ ეს უზრუნველჰყოფს ეფექტურობას, მოხერხებულობას და უსაფრთხოების მაღალ დონესაც კი. ამიტომ, პირველი წესი, რომელსაც ვიყენებთ ამწე კალათის დასაქირავებლად, არის ის, რომ პროფესიონალს ზუსტად ავუხსნათ, რა ტიპის, რა მოცულობის სამუშაოა შესასრულებელი და რა დროში, რათა ზუსტად ის ტექნიკა გვირჩიოს, რომელიც გვჭირდება.

გამომდინარე იქედან, რომ მართვის პლატფორმა დაბლაა განთავსებული, ოპერატორს, ქვემოდან უწევს მართვა, ბევრია დამოკიდებული ოპერატორზე, ნუ ეცდები დაზოგო თანხა და გამოუცდელი ადამიანი დასვა ამწე კალათის სამართავად, ამან შეიძლება გამოუსწორებელი შედეგი მოგიტანოს.

რაკი ამწე კალათის მუშაობა ძალიან საპასუხისმგებლო საქმეა, უსაფრთხოების ნორმები უნდა იყოს დაცული მაქსიმალურად. თუ ეს სამშენებლო ობიექტია, აუცილებლად უნდა გყავდეს უსაფრთხოების თანამშრომელი ობიექტზე, რომელსაც ეცოდინება სად გადის ელექტროენერგიის კაბელები, სად არის პრობლემული ზონა და მაქსიმალურად უზრუნველჰყოფს ამწის ოპერატორის მუშაობის კოორდინაციას.

ამას წინათ, კორპუსთან დავიქირავეთ ამწე კალათა, რათა ხის ტოტები, რომლებიც არასწორი მიმართულებით იზრდებოდა, მოგვეჭრა. ამ შემთხვევაში, ოპერატორმა თავად დაგეგმა როგორ ემუშავა უსფართხოდ, მაგრამ როცა საქმე მშენებლობას ეხება და არა ქუჩას, სადაც თვალითაც ჩანს პრობლემული ზონები, კიდევ მეტი სიფრთხილეა საჭირო.

რაც შეეხება თავად აპარატის უსაფრთხოებას, მას აქვს დამცავი საკეტები, რომლებიც ხელს უშლის სამუშაო პლატფორმის სრიალს, აქვს ასევე საგანგებო ღილაკები, სიგნალიზაციის სისტემები და სხვა მოწყობილებები, რითიც კონტროლდება პლატფორმის სტაბილურობა. მექანიზმი, რომლებითაც აღჭურვილობა შენობის სახურავზე, ან ფანჯრის ღიობზე მაგრდება, შედგება მრავალი ნაწილისგან და დამატებით აზღვევს საპირწონეები. 

სიმძლავრე და ტიპები

ერთი შეხედვით, ყველა ამწე კალათა გიგანტურია, უყურებ და ფიქრობ, „აქეთ გორასა წიხლსა კრავს, იქეთ გორასა ძვრას უზამს“, მაგრამ სულაც არაა რეალურად ასე, ამწის სიმძლავრე დამოკიდებულია აღჭურვილობის შესაძლებლობაზე. სწორედ ამიტომაა აუცილებელია სამუშაოს მოცულობა წინასწარ იყოს განსაზღვული პროფესიონალის მიერ.

ელექტრო ყველაზე პოპულარული ტიპია ამწე კალათის, მას აქვს მარტივად სამართავი მოწყობილიყო, ოღონდ, ცხადია, პროფესიონალი იპერატორისთვისაა ის მარტივად სამართავი და არა – ჩემთვის. როგორც წესი, ეს ტიპი ყველაზე ხშირად გამოიყენება სამშენებლო ობიექტზე. იდეალურია შიდა სამუშაოებისთვის, ოითქმის უხმაუროდ მუშაობს და ეკოლოგიურად სუფთაა.

ჰიდრავლიკური – მძლავრი მოდელებია, ისინი მართლა სწორედ იმისთვის შექმნეს, „იქეთ გორასა ძვრა უყონ“, მათ არ აქვთ იმდენად დიდი მოქნილობა, როგორც ელექტროს, მაგრამ დიდი, ძალიან მძიმე წონის ტვირთის გადასატანად, ასაწევად იდეალურია.

მექანიკური, როგორც ამ ბოლო დროს ეძახიან, ჰიბრიდული (ელექტრო+დიზელი), მუშაობს შიდა წვის ძრავზე, ამიტომ უმეტესად ღია სივრცეში გამოიყენება, მოსახერხებელია სახურავზე სამუშაოებისთვის.

რა ღირს?

ფასი დამოკიდებულია იმაზე, რომელი ამწე კალათის ქირაობა გსურს, რა ტიპის და მოცულობის სამუშაოა შესასრულებელი. ოღონდ, მიუხედავად იმისა, რა სახის სამუშაოს შესრულება გსურს და რა იქნება ფასი, წინასწარ გეტყვი, რომ იაფია.

ამწე კალათა გამოიყენება მაღალ სიმაღლეზე დაგეგმილი სამუშაოებისთვის და მართალია, დღემდე სადაოა, როგორ აშენდა პირამიდები, მაგრამ თუ პირამიდები არ გაქვს უკვე აშენებული, თუ პირამიდების აშენების საიდუმლოს არ ფლობ, ამწე კალათით მუშაობა ბევრად უსაფრთხოა.

პირველ რიგში, ცხადია, ადამიანის სიცოცხლისთვის, რომელიც შეუფასებელია. არანაირად არ იქნება გამართლებული ვინმეს სიცოცხლის გარისკვა, მშენებლობის, ან ხის ტოტების მოჭრის გამო. ყველაზე რთულ ფასადზეც კი, მოსახერხებელი და უსაფრთხოდ მუშაობის საშუალებას, დღეის მდგომარეობით მხოლოდ ამწე კალათა გაძლევს. ვინ იცის, მომავალში, იქნება მფრინავი ტანსაცმელი გამოიგონონ, მაგრამ დღეს ასეთი მხოლოდ კარლსონი ვიცით და მასაც, ალბათ, მურაბების სიყვარული აძლევდა ძალას ეფრინა, ვინ იცის.

მეორეა მასალების უსაფრთხოება – მასალები არც თუ ისე იაფია, მათი დაზიანება, ან სულაც გაფუჭება, ბევრად ძვირი დაგიჯდება, ვიდრე ამწე კალათის დაქირავება.

უსაფრთხოების კუთხით, თუ რამე არსებობს, რაც მუშახელის ჯანმრთელობას და მასალის უსაფრთხოებას დაგიზღვევს, გონიერი ადამიანი მას აუცილებლად გამოიყენებს და ისიც ეცოდინება, რამდენად კომფორტული და ეკონომიურია მსგავსი მომსახურება.

სამუშაოს ეფექტურობა:

წარმოიდგინე, რა დრო და რამდენი ადამიანით მეტის შრომა დაგჭირდებოდა, ამწე კალათის გარეშე. ზოგ ქვეყანაში, კომპანიებს უკვე ეკრძალებათ კონკრეტულ კილოგრამზე მეტის აწევა დაავალონ ადამიანს, რადგან მძიმე ტვირთის მუდმივად აწევას იმდენად დიდი პრობლემების გამოწვევა შეუძლია ჯანმრთელობის კუთხით, რომ არც ერთი სამუშაო ამად არ ღირს.

შესაბამისად, ამწე კალათით ბევრად ნაკლები ადამიანის დახმარებით, ბევრად ნაკლები შრომით, ბევრად ნაკლებ დროში ასრულებ სამუშაოს – ეს კი ნიშნავს იმას, რომ შენ ბევრად ეფექტურად იმუშავე, ბევრად ეკონომიურადაც. მაგალითად, დავუშვათ, შენ შეგეძლო გემუშავა 10 ადამიანით 10 დღე და თითოეულისთვის გადაგეხადა დღეში 100 ლარი. ეს იქნებოდა დღეში 1000 ლარი და 10 დღეში 10 ათასი ლარი. როცა შეგეძლო, გემუშავა 3 ადამიანით და 3 დღე ამწე კალათის ქირაობის შემთხვევაში. სწორედ ესაა შენი მოგება. არ დაგავიწყდეს დრო, – სწრაფად ატანა მასალის და ჩამოტანა ნაგვის, იმდენად აჩქარებს სამუშაოს და ამცირებს დროს, რომ პროექტის საერთოდ ხარჯებს უზარმაზარი თანხით ამცირებს.

მრავალფუნქციურობა – ამწე კალათის გამოყენება შეიძლება სხვადასხვა ტიპის სამუშაოებისთვის, იქნება ეს დიდი კორპუსის კედლის მოხატვა, თუ ფასადის მოპირკეთება, შეკეთება, თუ დასუფთავება, სახურავის შეკეთება, თუ უბრალოდ, მუშების აწევა და დაწევა, მძიმე ტვირთის ატანა, თუ ჩამოტანა, აივნების ჩარჩოების შეკეთება, თუ აივნების დამონტაჟება.

დამატებითი ბონუსია სამუშაო ტერიტორიის კარგი ხილვადოება, მაღალი ხარისხით მუშაობის შესაძლებლობა. 

აუცილებლად უნდა ითქვას, რომ აღჭურვილობის მონტაჟი კონკრეტული საქმისთვის მარტივად და სწრაფად შეუძლია პროფესიონალს, ესეც დამატებითი კომფორტია.

სავარაუდოდ, ახლა ფიქრობ, რომ კიდევ უფრო მეტად დაიბენი და თუ აქამდე არც იცოდი, რომ სამი ტიპის ამწე კალათა არსებობდა და უბრალოდ დაქირავება გსურდა ამწე „კრანის“, ახალი თავსატეხი შეგძინე, ახლა ჯერ ის უნდა გაარკვიო, რომელი ამწე კალათა სჯობს? – სულაც არა, მთავარია პროფესიონალი ოპერატორი იპოვო, ის კი თავად აარჩევს ტექნიკას, როცა ეტყვი, რა სახის და მოცულობის საქმეა შესასრულებელი. თუ თვლი, რომ სამუშაოს მოცულობას სწორად ვერ აუხსნი, შეგიძლია ვიდეო გადაუღო და გაუგზავნო, ან დაურეკავ, მოვა ადგილზე და ადგილზევე, თავად შეაფასებს.

ვის გავუგზავნო ვიდეო, ან ვის დავურეკო? – ეს კიდევ ერთი თავსატეხია გგონია, ახლა, ალბათ, არა ეს, პირიქით, ამ ბლოგის ყველაზე მარტივი პროცესია, ახლა გიტოვებ ბაზას პროფესიონალების, სადაც შეგიძლია აარჩიო ადგილის, დროის, ბოლოს და ბოლოს კომუნიკაციის მიხედვით და შემდეგ კი სამუშაოზე შეუთანხმდე. დანარჩენს თავად გააკეთებს, შენ კი შეგიძლია დაისვენო, ცხოვრებით დატკბე, იფიქრო იმაზე, სად მიდის ფერადი ბუშტები, რომლებსაც ცაში ვუშვებთ ადამიანები, ან ნებისმიერ სხვა რამეზე, რაც გულს და სულს ეამება.

რომ შევაჯამოთ, გამოდის, საჭირო ამწე კალათის საქირავებლად, ფულის, დროის, ენერგიის დასაზოგად და საქმის ეფექტურად, უსაფრთხოდ, სწრაფად შესასრულელად, სულ ერთი ცალი მარტივი წესია – შეინახო პროფესიონალთა კატალოგი. კარგად შენახვის მთავარი პრინციპი ხომ იცი? – გასცემ, აძლევ, უზიარებ ყველას, რათა, საჭირო დროს, ძებნა არ დაგჭირდეს და ნებისმიერ ჩათში, ლამის ფეხი წამოკრა და შემოგეფეთოს.

„ამწე წარმატებას“ გისურვებთ ყველას. 

(R)

თეგები: ამწე კალათაამწე კრანიდაქირავება

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025
“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”
ახალი ამბები

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”

02:52 08-21-2025
პირადი: 150 მილიონის მიტაცება, “მკვლელი მატარებლები” – უსაფრთხოების დარღვევა და მასშტაბური კორუფცია “რკინიგზაში” – გია ყრუაშვილის სკანდალური, ექსკლუზიური ინტერვიუ
ახალი ამბები

“ზუსტად ასე დაწერეთ, “რკინიგზამ”, ჩემი ავადმყოფი შვილი, გაწირა სასიკვდილოდ” – გია ყრუაშვილი

14:56 08-20-2025

ბიზნესი

„წყლის კრემაცია“ და „კუბო სოკოსგან“  – დაკრძალვის ინოვაციური რიტუალები
ახალი ამბები

„წყლის კრემაცია“ და „კუბო სოკოსგან“  – დაკრძალვის ინოვაციური რიტუალები

18:42 10-03-2025
როგორ დავაგროვოთ ფული შეკიდული ჭერის დახმარებით? – პრაქტიკული მაგალითები
ახალი ამბები

როგორ დავაგროვოთ ფული შეკიდული ჭერის დახმარებით? – პრაქტიკული მაგალითები

17:18 10-03-2025
რამდენი ტიპის ამწე კალათა არსებობს და რომლის დაქირავება სჯობს?
ახალი ამბები

რამდენი ტიპის ამწე კალათა არსებობს და რომლის დაქირავება სჯობს?

15:36 10-03-2025
დიზაინის ინსტიტუტის გრძელვადიანი პროგრამები სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის – თიბისი
ახალი ამბები

დიზაინის ინსტიტუტის გრძელვადიანი პროგრამები სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის – თიბისი

14:59 10-03-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved