• რეკლამა
  • კონტაქტი
13:29, ოთხშაბათი, 12 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მევლუდ მელაძე Intercontinental Drifting Cup-ზე რიგაში იასპარეზებს – თიბისი

ალია ავტორი - ალია
17:13 10-01-2025
- ახალი ამბები, ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
63

3-5 ოქტომბერს, რიგაში, ბიკერნიკის ლეგენდარულ ტრასაზე, დრიფტის ინტერკონტინენტალური თასის გათამაშებაზე (Intercontinental Drifting Cup) გამოცდილი ქართველი ავტომრბოლელი – მევლუდ მელაძე საქართველოს სახელით იასპარეზებს, სადაც მისი მხარდამჭერია თიბისი.

Intercontinental Drifting Cup საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციის (FIA) ოფიციალური ღონისძიებაა, სადაც მსოფლიოს საუკეთესო მრბოლელები შეიკრიბებიან.

ქართული ავტოსპორტის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ფიგურას – მევლუდ მელაძესქართველი გულშემატკივარი კარგად იცნობს. მის სახელს, საქართველოში პროფესიული ავტოსპორტის განვითარება და პოპულარიზაცია უკავშირდება. საქართველოს თოთხმეტგზის ჩემპიონი და ათობით საერთაშორისო ეტაპის გამარჯვებული – ეს მისი შედეგების არასრული ჩამონათვალია.

ბოლო წლებში კი, მევლუდმა მთელი ენერგია დრიფტისკენ მიმართა – ავტოსპორტის ერთ-ერთი ყველაზე სანახაობრივი დისციპლინისკენ.

აღსანიშნავია, რომ მევლუდ მელაძემ დრიფტში მონაწილეობა 42 წლის ასაკში დაიწყო; სწორედ იმ პერიოდში, როცა საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციამ დრიფტის, როგორც სპორტის სახეობის აღიარება დაიწყო და პირველივე რბოლაზე გამარჯვება მოიპოვა, რაშიც საკუთარი თავისა და იმის რწმენა დაეხმარა, რომ ადამიანისთვის შეუძლებელი არაფერია.

დრიფტის პოპულარიზაციისთვის, მისი ძალისხმევითა და მეგობრების მხარდაჭერით, შეიქმნა „ლილო არენა“ – პროფესიონალური დრიფტის სარბოლო ტრასა, რომელიც დღეს უკვე არამხოლოდ სპორტსმენების, არამედ ახალგაზრდა თაობისათვისაც განვითარების მნიშვნელოვან სივრცედ იქცა.

თიბისისთვის პრიორიტეტია ისეთი ადამიანების მხარდაჭერა, რომლებიც არ უშინდებიან სიახლეებს, დაბრკოლებებს; თამამი ნაბიჯებით, თავდაჯერებულად მიიწევენ დასახული მიზნებისკენ და სრულად გათავისებული აქვთ, რომ შეუძლებელიც შესაძლებელია – მთავარია გჯეროდეს.

(R)

თეგები: თიბისიმევლუდ მელაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“სინამდვილეში რატომ მოუწყო მერიამ ჯოჯოხეთი თბილისის მაცხოვრებლებს”– ლევან ღამბაშიძე
ახალი ამბები

“სინამდვილეში რატომ მოუწყო მერიამ ჯოჯოხეთი თბილისის მაცხოვრებლებს”– ლევან ღამბაშიძე

16:44 08-11-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

“ვაიზერის” საზაფხულო კამპანიები – ავტოდაზღვევა გამონაკლისების გარეშე და საზაფხულო საჩუქრები
ახალი ამბები

“ვაიზერის” საზაფხულო კამპანიები – ავტოდაზღვევა გამონაკლისების გარეშე და საზაფხულო საჩუქრები

13:15 08-12-2026
თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა

14:35 08-11-2026
16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე
ახალი ამბები

16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე

12:16 08-11-2026
შემოქმედებითი ინდუსტრიის მთავარი მოვლენა – თიბისის მხარდაჭერით AD BLACK SEA-ის მე-10 საიუბილეო ფესტივალი იმართება
ახალი ამბები

შემოქმედებითი ინდუსტრიის მთავარი მოვლენა – თიბისის მხარდაჭერით AD BLACK SEA-ის მე-10 საიუბილეო ფესტივალი იმართება

12:03 08-11-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved