• რეკლამა
  • კონტაქტი
17:08, ხუთშაბათი, 11 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ეს შედეგი უნდა მივარტყათ ქოცებს შუბლზე და იარონ ამ დამღით” – ნინო ჯანგირაშვილი

ალია ავტორი - ალია
13:24 09-30-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,503

ჟურნალისტი, ნინო ჯანგირაშვილი:

რატომ არ უნდა მივიდეს 4–ში არცერთი ოპოზიციურად განწყობილი ადამიანი არჩევნებზე–მიზეზები ბევრია, თუმცა მთავარს ვიტყვი:
ოცნებამ თავსლაფი დაასხა ქვეყანას, თითოეულ ჩვენგანს, როცა ეს ქვეყანა პატარა, ჩაკეტილ კრიმინალურ კარტელად აქცია. ყველა ინსტიტუტი მოსპო, კურსი შეცვალა, უახლოესი პარტნიორები დაგვაკარგინა და ომი გამოუცხადა, ასობით ათას მოქალაქეს აგენტს ეძახის და გასანადგურებელ ობიექტად ყავს მონიშნული. ოფიციალური პოლიტიკაა, რომ არასასურველი მოქალაქეები ქვეყნიდან უნდა გაიქცნენ. ყველაფერი რუსული აქვს, მმართველობის სტილი, რიტორიკა, ლამის ყველა ფრაზა, პროპაგანდა.
რა შეგვიძლია ჩვენ, როცა არჩევნებით ამათი შეცვლა ამ ვითარებაში გამორიცხულია, როცა ოცნებას რამდენ ხმასაც უნდა იმდენ ხმას დაიწერს – რამდენიმე ათას ქოცს შემოატარებს უამრავ უბანს ერთ დღეში და მიაცემინებს ხმას, ისე რომ ხელს ვერ შეუშლი.
ერთადერთი რაც ამ ვითარებაში შეგვიძლია, არის ის, რომ ჩვენც თავსლაფი დავასხათ. იაგოს ამომრჩეველთან ლაპარაკს აზრი არ აქვს, სხვა განზომილებაა. მაგრამ ლელოს და გახარიას ამომრჩეველი ძირითადად ის ხალხი იყო, ვისაც რეჟიმის შეცვლა უნდა. ეს ამომრჩეველი არ უნდა მივიდეს არჩევნებზე, რომ ოცნებამ აიღოს ხმების მინიმუმ 90%. დანარჩენი ათი იყოს იაგოსი და ალტინფოსი. ეს შედეგი უნდა მივარტყათ ქოცებს შუბლზე და იარონ ამ დამღით.
ხაზარაძის გულზე მჯიღის ცემას ვუყურე გუშინ, ძალიან აწვებოდა ოპოზიციურ ამომრჩეველს გამოდით არჩევნებზეო. ხვდება, რომ მძიმედ აქვს საქმე. არ დაიჯეროთ მისი არცერთი სიტყვა. დეტალებზე ჩაყოლა მეზარება.
ამ ორ პარტიასაც უნდა ვაჩვენოთ, რომ ეგეთ კრიტიკულ მომენტში ქვეყნის ბედით თამაში დასჯადია.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

Global Tech Weekend Tbilisi 2026 – ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება ბრუნდება – თიბისი
ახალი ამბები

Global Tech Weekend Tbilisi 2026 – ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება ბრუნდება – თიბისი

13:15 06-11-2026
სანტექნიკოსი გამოძახებით
ახალი ამბები

როგორ ამოვიცნოთ გაჭედილი ცენტრალური მილი და წყლის ფარული გაჟონვა? – 9 ნიშანი, რომ გჭირდება სანტექნიკოსი გამოძახებით

20:19 06-10-2026
ბინის დაქირავება
ახალი ამბები

5 ყველაზე გავრცელებული შეცდომა ბინის დაქირავების დროს

19:15 06-10-2026
თიბისის მხარდაჭერით, საცხოვრებელი კომპლექსი „აპექს ჰოლბრუკი“ შენდება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, საცხოვრებელი კომპლექსი „აპექს ჰოლბრუკი“ შენდება

14:30 06-10-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved