• რეკლამა
  • კონტაქტი
11:00, შაბათი, 15 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

თბილისელებს დარჩენიათ მიიღონ გადაწყვეტილება – კორუფციული, რუსული ძალადობრივი რეჟიმი და კახა კალაძე თუ ევროპული, ერთობაზე ორიენტირებული გუნდი, რომელიც მათ პრობლემებს გადაწყვეტს – ირაკლი კუპრაძე

ალია ავტორი - ალია
00:19 09-27-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
123

თბილისელებს დარჩენიათ მიიღონ გადაწყვეტილება – კორუფციული, რუსული ძალადობრივი რეჟიმი და კახა კალაძე თუ ევროპული, ერთობაზე ორიენტირებული გუნდი, რომელიც მათ პრობლემებს გადაწყვეტს” – ამის შესახებ “ლელო – ძლიერი საქართველოს” და პარტია “გახარია საქართველოსთვის” მერობის საერთო კანდიდატმა, ირაკლი კუპრაძემ საზოგადოებასთან შეხვედრისა და საარჩევნო კლიპის პრეზენტაციის დროს განაცხადა.

მისი თქმით, გამოსავალი არის მარტივი – “უნდა ვირწმუნოთ სწორი იდეების, ჩვენი, მთელს საქართველოში ჩვენი თანამებრძოლების, რომლებსაც სჯერათ და არაფრის დიდებით, არ გაჩერდებიან ამ ბრძოლაში”.

დღეს, მთელი დღის განმავლობაში ვიჯექი ოფისში და ვპასუხობდი დიდხანს დაგროვილ მესიჯებს. დღეს, მთელი დღის განმავლობაში ვკითხულობ, პატარა ბავშვების, სკოლის მოსწავლეების წერილებს მთელი საქართველოდან, სადაც მწერენ და მეკითხებიან, იქნება თუ არა მათ სკოლებში უფასო კვება. მიყვებიან ისტორიებს, როგორ დაკარგა გონება თავისმა კლასელმა. შემოდის მასწავლებლების წერილი, რომ არ გავეშვათ ამ იდეაზე საუბარს. ის ბავშვები, რომლებიც გწერენ და გვეუბნებიან – ჩვენც გვშია სკოლაში და ხომ აუცილებლად გააკეთებთ ამ იდეას… მართლა მძიმე იყო ამის წაკითხვა. ჩვენ ვართ გუნდი, რომელიც ხალხის რეალურ საჭიროებებზე ლაპარაკობს და ფიქრობს. თბილისელებს დარჩენიათ მიიღონ გადაწყვეტილება – კორუფციული, რუსული ძალადობრივი რეჟიმი და კახა კალაძე თუ ევროპული, ერთობაზე ორიენტირებული გუნდი, რომელიც მათ პრობლემებს გადაწყვეტს. ეს არჩევანი ძალიან მარტივია.

[…]

ამ ბოლო დღეების განმავლობაში, ჩვენ თითოეულ კანდიდატზე, იქნებიან ეს მერები თუ მაჟორიტარები, მიდის საშინელი ზეწოლა და წნეხი. გუშინ, ლაყე კვერცხების პარტიამ ლაყე კვერცხები დაგვიშინა. მანამდე მოსულები იყვნენ და ჩაშლის მცდელობა ჰქონდათ. შემდეგ, სამწუხაროდ, ჩვენ დედებს, ბებიებს, ბავშვებს ესროლეს კვერცხები. ეს სტანდარტი, რომელიც ამ ხელისუფლებას უჭირავს არ არის, არც ქართველობასთან, არც თბილისელობასთან და არც კაცობასთან ახლოს…

ამიტომ, ჩვენი გამოსავალი არის მარტივი – უნდა ვირწმუნოთ სწორი იდეების, ჩვენი, მთელს საქართველოში ჩვენი თანამებრძოლების, რომლებსაც სჯერათ და არაფრის დიდებით, არ გაჩერდებიან ამ ბრძოლაში.

არ დავუთმოთ დედაქალაქი რუსულ, კორუფციულ რეჟიმს!” – განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.

(R)

თეგები: ირაკლი კუპრაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025

ბიზნესი

,,სითი მენეჯმენტ გრუპი’’ – დასუფთავების კომპანია, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა
ახალი ამბები

,,სითი მენეჯმენტ გრუპი’’ – დასუფთავების კომპანია, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა

12:23 11-14-2025
“სიყვარული მხოლოდ სიტყვებით არ გამოიხატება” – ვიდეო
ახალი ამბები

“სიყვარული მხოლოდ სიტყვებით არ გამოიხატება” – ვიდეო

12:11 11-14-2025
მოითხოვე უკეთესი კურსი თიბისის მობაილბანკში
ახალი ამბები

მოითხოვე უკეთესი კურსი თიბისის მობაილბანკში

17:06 11-13-2025
თიბისიმ, საქართველოში პირველად, მობაილბანკში ბარათის პინის შეცვლის ფუნქციონალი დანერგა
ახალი ამბები

თიბისიმ, საქართველოში პირველად, მობაილბანკში ბარათის პინის შეცვლის ფუნქციონალი დანერგა

16:30 11-13-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved