• რეკლამა
  • კონტაქტი
12:33, შაბათი, 15 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა – ლარზე მოქმედი ძირითადი ფაქტორები

ალია ავტორი - ალია
14:04 09-26-2025
- ახალი ამბები, ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
49

ლარზე მოქმედი ძირითადი ფაქტორების მხრივ, აღსანიშნავია, რომ აგვისტოში წმინდა სავალუტო შემოდინებები კვლავ მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა, თუმცა, ამავდროულად, შეინიშნება უცხოურ ვალუტაზე მოთხოვნის ზრდაც, მათ შორის დეპოზიტების სავალუტო კომპოზიციის კუთხით. ეს, შარშანდელი პერიოდის მსგავსად, შესაძლოა, სენტიმენტების ფაქტორის გააქტიურებას უკავშირდებოდეს, თუმცა, როგორც ჩანს, უფრო ნაკლები მასშტაბით. ამასთან, თიბისი კაპიტალის მოკლევადიანი და გრძელვადიანი წონასწორობის ჩარჩოს თანახმად, ლარი მცირედით, თუმცა კვლავ წონასწორულ დონეზე სუსტი რჩება, რაც ლარის გამყარების არგუმენტია. აღნიშნული ფაქტორების ერთობლიობით, თიბისი კაპიტალის პროგნოზით, ლარი წლის განმავლობაში, დაახლოებით, არსებული დონის ფარგლებში შენარჩუნდება.

უფრო დეტალურად, წმინდა სავალუტო შემოდინებების შეფასება, რომელიც ტურიზმიდან შემოსავლებს, საქონლით ვაჭრობასა და ფულად გზავნილებს აერთიანებს, აგვისტოში, სეზონურად შესწორების შემდეგ, საგრძნობლად გაიზარდა. ამავდროულად, საქსტატის მიერ იმპორტის წარსული მონაცემების ზრდის მიმართულებით გადახედვის შედეგად, გარკვეულწილად შემცირდა მიმდინარე წლის პირველ შვიდ თვეში წმინდა სავალუტო შემოდინებების შეფასებაც, თუმცა ტენდენცია უცვლელია და შემოდინებები ლარის მხარდამჭერ ერთ-ერთ წამყვან ფაქტორად რჩება.

განმსაზღვრელი ფაქტორების კუთხით, აღსანიშნავია საქონლით ვაჭრობის დეფიციტის კლება. შემცირდა როგორც ექსპორტი (წლიურად 5.9%-ით), ასევე – იმპორტი (6.9%-ით). წინა თვეების მსგავსად, საქონლით ვაჭრობის დინამიკას დიდწილად ავტომანქანები განაპირობებდა. საყურადღებოა, რომ, მაისიდან გაუმჯობესების შემდეგ, აგვისტოში ავტომანქანებით ვაჭრობა კვლავ შენელდა, მათ შორის, უარყოფითი იყო ექსპორტის წლიური ზრდა, რაზედაც გასული წლის საბაზო ეფექტიც მოქმედებს.

რე-ექსპორტის შემცირების პარალელურად, მცირედით გაუმჯობესდა ადგილობრივი ექსპორტი, ძირითადად ფეროშენადნობების, სპილენძისა და ძვირფასი ლითონის მადნების ექსპორტის შედეგად. ძვირფასი ლითონის მადნები მიმდინარე წელს ადგილობრივი ექსპორტის ზრდის წამყვანი კომპონენტია, რაც, მათ შორის, ოქროსა და სხვა ძვირფას ლითონებზე მსოფლიო ფასის მატებას უკავშირდება. საპირისპიროდ, ექსპორტის ზრდა უარყოფითი რჩება სხვა ტრადიციული პროდუქტების შემთხვევაში, როგორებიცაა ღვინო და, აგვისტოს გაუმჯობესების მიუხედავად, ფეროშენადნობები.

წმინდა სავალუტო შემოდინებების გაუმჯობესების მნიშვნელოვანი კომპონენტია ფულადი გზავნილებიც, რომლებიც აგვისტოში წლიურად 12.5%-ით გაიზარდა. ამასთან, მართალია, ზრდა ძლიერი რჩება, თუმცა გასულ ორ თვეში ევროკავშირიდან და აშშ-დან გზავნილების ზრდის ტემპი შედარებით შენელებულია. მიუხედავად ამისა, აღნიშნული ქვეყნების წვლილი გზავნილების ზრდაში კვლავ ყველაზე დიდია.

უახლესი ინდიკატორების თანახმად, აგვისტოს შემდეგ სექტემბერშიც ზრდას განაგრძობს არარეზიდენტების უნაღდო დანახარჯები, რომლებიც ტურიზმიდან შემოსავლების პროგნოზირებისთვის გამოიყენება. ამავდროულად, მიგრანტების კუთხით სურათი დიდწილად უცვლელია, ხოლო ჯამურად რეზიდენტებისა და არარეზიდენტების ხარჯვა, აგვისტოსთან შედარებით მცირედი შენელების მიუხედავად, სექტემბერშიც საკმაოდ ძლიერი რჩება.

დეპოზიტების კონვერტაციების კუთხით, დღიური მონაცემები სექტემბრის მეორე ნახევრიდან უცხოური ვალუტის დეპოზიტების, ლართან შედარებით, უფრო სწრაფ ზრდაზე მიუთითებს. როგორც თიბისი კაპიტალის ბოლო პუბლიკაციაში იყო აღნიშნული, ლარის გამყარების მიმართულებით კონვერტაციები, რომლებიც მიმდინარე წელს ლარის მხარდამჭერ ერთ-ერთ ძირითად ფაქტორს წარმოადგენს, სტრუქტურულ ჭრილში დასრულებული ჯერ კიდევ არ არის, თუმცა სენტიმენტების ცვლილების მიმართ ძალზე მგრძნობიარეა. სენტიმენტების ფაქტორის შესაძლო გააქტიურებაზე მიუთითებს ივლისსა და, სავარაუდოდ, აგვისტოშიც შინამეურნეობებისა და იურიდიული პირების მხრიდან უცხოური ვალუტის წმინდა შესყიდვის მატებაც. ამავდროულად, გასული წლისგან განსხვავებით, ლარის დეპოზიტები არ შემცირებულა, უცხოური ვალუტის დეპოზიტების ჭარბი ზრდა კი შედარებით შეზღუდული მასშტაბისაა, რაც ლარის კურსის კუთხით მნიშვნელოვანი სხვაობაა. მთლიანობაში, მოსალოდნელია, რომ სებ-ის მხრიდან დოლარის შესყიდვის კუთხით სავალუტო ინტერვენციები სექტემბერში უკვე შედარებით მცირე მოცულობის, თუმცა მაინც დადებითი იქნება, უფრო მეტად თვის პირველი ნახევრის ხარჯზე. არსებული შეფასებით, წლის დასაწყისიდან სექტემბრის ჩათვლით სებ-მა დაახლოებით 1.6 მილიარდი დოლარი შეისყიდა.

სხვა უახლესი მონაცემების მხრივ, საქსტატმა მიმდინარე წლის მეორე კვარტლის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 7.1%-დან 7.3%-მდე გაზარდა. შედეგად, წლის პირველ ნახევარში ეკონომიკური ზრდა 8.4%-ია.

იხილეთ პუბლიკაციის სრული ვერსია შემდეგ ბმულზე: https://tbccapital.ge/ge/publications/all-publications/singleview/30007127-macro-update-georgia

(R)

თეგები: თიბისი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025

ბიზნესი

,,სითი მენეჯმენტ გრუპი’’ – დასუფთავების კომპანია, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა
ახალი ამბები

,,სითი მენეჯმენტ გრუპი’’ – დასუფთავების კომპანია, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა

12:23 11-14-2025
“სიყვარული მხოლოდ სიტყვებით არ გამოიხატება” – ვიდეო
ახალი ამბები

“სიყვარული მხოლოდ სიტყვებით არ გამოიხატება” – ვიდეო

12:11 11-14-2025
მოითხოვე უკეთესი კურსი თიბისის მობაილბანკში
ახალი ამბები

მოითხოვე უკეთესი კურსი თიბისის მობაილბანკში

17:06 11-13-2025
თიბისიმ, საქართველოში პირველად, მობაილბანკში ბარათის პინის შეცვლის ფუნქციონალი დანერგა
ახალი ამბები

თიბისიმ, საქართველოში პირველად, მობაილბანკში ბარათის პინის შეცვლის ფუნქციონალი დანერგა

16:30 11-13-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved