• რეკლამა
  • კონტაქტი
06:35, ოთხშაბათი, 4 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ირაკლი კუპრაძე – 2020 წელს კახა კალაძე დაგპირდათ, რომ იპოდრომი გახდებოდა ცენტრალური პარკი, 5 წლის შემდეგ იპოდრომი გახრიოკებულია – უკვე მესამე საარჩევნო კამპანიას აგებს ტყუილებზე – არჩევანი ნათელია

ალია ავტორი - ალია
15:46 09-25-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
92

2020 წელს კახა კალაძემ გააკეთა პრეზენტაცია გააკეთა, სადაც დაგპირდათ, რომ იპოდრომი გახდებოდა ცენტრალური პარკი, 5 წლის შემდეგ იპოდრომი გახრიოკებულია – კალაძე უკვე მესამე საარჩევნო კამპანიას აგებს ტყუილებზე, დეზინფორმაციაზე და პროპაგანდაზე,- ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოსა“ და პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თბილისი მერობის კანდიდატმა, ირაკლი კუპრაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
კუპრაძის თქმით, 4 ოქტომბერს „არჩევანი ნათელია“.
„კახა კალაძე უკვე მესამე საარჩევნო კამპანიას აგებს ტყუილებზე, დეზინფორმაციაზე და პროპაგანდაზე. 2020 წელს კალაძის მიერ იპოდრომთან დაკავშირებით გაკეთებული ჩანაწერი, კიდევ ერთი დასტურია, როგორ მოატყუა კალაძემ, კორუფციაში მრავალგზის ბრალდებულმა, მატყუარა მერმა თბილისელები. უკვე 5 წელი გავიდა 2020 წლის საპარლამენტო საარჩევნო კამპანიის შემდეგ. ჩვენს უკან არის იპოდრომი, რომელიც ისევ გახრიოკებულია. მივმართავ თბილისელებს, 2020 წელს კახა კალაძე გამოვიდა პირდაპირ ეთერში, ამ კლიპის პრეზენტაცია გააკეთა, სადაც დაგპირდათ, რომ იპოდრომი გახდებოდა ცენტრალური პარკი. მოწყობილი იქნებოდა სხვადასხვა სარეკრეაციო ზონა, სხვადასხვა მრავალფუნქციური შინაარსით, მაგრამ მოგატყუათ. დღეს ჩვენ უკან ისევ გახრიოკებული იპოდრომია, ე.წ. ცენტრალური პარკი.

კახა კალაძემ თბილისელებს ასევე, ის მოგატყუათ, რომ ბიძინა ივანიშვილმა თბილისელებს იპოდრომი საჩუქრად გადასცა. ამის შედეგად, ბიძინა ივანიშვილმა იპოდრომის ყველაზე მნიშვნელოვანი სატყეო ნაწილი, 80 145 კვადრატული მეტრი 85 მილიონ ლარად მიყიდა ძმებ ფხაკაძეებს და მათ სამშენებლო კომპანიას, ე.წ. ვისოლ ჯგუფს.

ეს არის მტკიცებულება იმისა, რომ „ანტიქართული ოცნება“, მისი თბილისის მერი, კახა კალაძე და ბიძინა ივანიშვილი ყოველ არჩევნებზე გატყუებთ, გთავაზობთ პროპაგანდას, რომ თითქოს, ივანიშვილი საჩუქრად თბილისელებს რაღაცას გადასცემს. პარალელურად, ფულს აკეთებს იმ სიკეთეზე, რომელიც თავის დროზე უკანონოდ ჩაიგდო ხელში. მსგავსი ტყე-პარკის გასხვისება და მიყიდვა კერძო პირებისთვის, უკანონო და დანაშაულია. ფაქტია, რომ თავის დროზე ივანიშვილმა დანაშაულებრივად ჩაიგდო ხელში იპოდრომის ტყე-პარკი.

შესაბამისად, არჩევანი არის ნათელი. 4 ოქტომბერს დილით, უნდა წახვიდეთ საარჩევნო უბანზე, მხარი დაუჭიროთ პროდასავლურ ოპოზიციას, უარი უთხრათ რუსულ რეჟიმს. შემდეგ, გააგრძელოთ საპროტესტო მუხტში და წინააღმდეგობაში მონაწილეობა ბოლომდე, სანამ ივანიშვილის რუსული რეჟიმი და „ანტიქართული ოცნება“ ხელისუფლებას არ ჩამოშორდება“,- განაცხადა კუპრაძემ.

(R)

თეგები: ირაკლი კუპრაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

“აჩუქე დედას” – სილქნეტის 1+1 შეთავაზება 3 მარტს!
ახალი ამბები

“აჩუქე დედას” – სილქნეტის 1+1 შეთავაზება 3 მარტს!

08:08 03-03-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა მორიგი ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში – რისი თქმა შეგვიძლია?
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა მორიგი ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში – რისი თქმა შეგვიძლია?

18:46 03-02-2026
თიბისი – ბრენდი, რომელიც მომხმარებლების ცხოვრებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისი – ბრენდი, რომელიც მომხმარებლების ცხოვრებას ამარტივებს

15:52 03-02-2026
თიბისის კიდევ ერთი ინოვაციური პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად
ახალი ამბები

თიბისის კიდევ ერთი ინოვაციური პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად

12:30 03-02-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved