• რეკლამა
  • კონტაქტი
02:01, კვირა, 23 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“გაეშვით პედაგოგებს!” – რა მოხდა წალენჯიხაში?

ალია ავტორი - ალია
14:31 09-24-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
301
წალენჯიხის მერის მოადგილე, ისტორიკოსი, თამარ ბელქანია წერს, რომ ქართული ოცნების გამართულ კონცერტზე პედაგოგები “მარშუტკებით” მიიყვანეს სხვადასხვა მუნიციპალიტეტებიდან და მერე, ფოტოებს უღებდნენ, რათა ეჩვენებინათ ხალხისთვის, რომ ისინი მათ კონცერტს ესწრებიან.
განათლების პოლიტიზება არის დანაშაული შვილების წინაშე. ხოლო შვილების წინაშე პედაგოგების წინასაარჩევნოდ მარშუტკებით აქეთ იქით გადაყვანა ერთი მუნიციპალიტეტიდან მეორეში, უბრალოდ უზნეობაა. პეგაგოგის მთელი დღე სკოლაში ემოციური დაღლა და ხუთ საათზე მათი ორგანიზებული იძულებითი მიყვანა პოლიტიკურ ღონისძიებაზე, რომელიც 6 ზე იწყება და აღარ სრულდება, ნიშნავს მათი ღირსების ფეხქვეშ გათელვას. და ეს ხდება არა მხოლოდ დღისით მზისის, არამედ მოსწავლეებთან ერთად და მერე რატომ გიკვირთ, რომ გაკვეთილზე ხმაურია? ან მოსწავლე პედაგოგს არ უსმენს? – მას მისადმი პატივისცემა აქვს დაკარგული.
ჩვენ გვინდა, რომ ჩვენმა შვილებმა კრიტიკული აზროვნება ისწავლონ?
იყვნენ თავისუფალი გავლენებისგან?
რანაირად, როცა ხედავენ როგორ მორჩილად დაატარებენ მასწავლებლებს მათი ნების წინააღმდეგ!
ცალკე თემაა რაში იხარჯება ამდენი ადმინისტრაციული რესურსი, როდესაც ბევრ სკოლას ფერადი პრინტერიც კი არ აქვთ. სასკოლო ინფრასტრუქტურა იმდენად უბადრუკია, რომ სასადილოსაც კი ვერ ვხსნით.
ტექნიკურ საგნებს ლაბორატორიებიც კი არ გააჩნიათ!
წალენჯიხაში სამჯერ ლიტერატურული ფესტივალი ჩატარდა, რამის ყველა საგამომცემლო სახლი აქ იყო- პედაგოგებს კი იმის შეეშინდათ ცენტრალური ხელისუფლება არ განაწყენებულიყო და რეპრესიები ზევიდან ქვევით სასწავლო საათების წართმევით არ დასრულებულიყო.((
არადა, საოცარი პროფესიაა პედაგოგი და დღეს, როდესაც ციფრულ ეპოქაში მოზარდები ისედაც სწრაფად ვითარდებიან, სასწავლო მოდულით გათვალისწინებული სწავლებებისგან დაღლილი პედაგოგი პარტიულ ლაბირინთებშია გახლართული და გადაღლილი (((
დასრულდეს უნდა პარტიული მიზნებით პედაგოგთა გამოყენება, გაეშვით ამ გადასარევი პროფესიის ხალხს და მიუშვით ჩვენს შვილებთან; ასწავლონ კითხვა, კითხვის დასმა, წაკითხულიდან აზრის გამოტანა თავისუფალი და კრიტიკული აზროვნება, სამშობლოს სიყვარული, ბოლო ბოლო! კონცერტის მოსმენა თუ უნდათ როგორმე თავად მოახერხებენ წასვლას, ნუ ეძალავებით!
მერწმუნეთ დრამატული სანახაობაა, როდესაც საყვარელი პედაგოგები დაღლილი სახეებით, მორჩილი მოძრაობით სინქრონულად გადმოდიან სამარშუტო ტაქსებიდან მედიისთვის “კარტინკის” -ხალხმრავლობის შესაქმნელად, რომ ვიღაც პარტიულმა ბოსებმა თბილისიდან, ადგილობრივი ლიდერები თუ მათი კურატორები შეაქონ. და შეიქმნას განწყობა თუ განცდა, რომ არსებული კანდიდატი სახალხო ტიპია. მას იცნობენ და უყვართ! და ხალხი მოვიდა ჯერ მისი და მერე ბენდის მოსასმენად… ხალხი ბედნიერია! მეტიც, ირგვლივ ყველა ცეკვავს!
რად გინდათ ეს ფარსი!
ამ დროს აქაურებმა ზუსტად იციან, რომ მოედანზე პედაგოგები იძულებით და სხვადასხვა მუნიციპალიტეტებიდან მათი ნების საწინააღმდეგოდ მოიყვანეს! მერე რა რომ ეს კადრიდან არ იგრძნობა.
რა თქმა უნდა ნამდვილი პედაგოგებიც არიან, მათი ცხოვრება არაა მარტივი მაგრამ ისინი მოსწავლეებს უყვართ!
გაეშვით პედაგოგებს!
დაანებეთ თავი!
მათი ერთადერთი მისია ჩვენი შვილების აღზრდაა! ჩვენი შვილები კი თქვენი მომავალიცაა, მარტო ჩვენი კი არა!

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით, რუსთავში წარმოებული საბავშვო სათამაშო მოედნები ექსპორტზე გადის
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, რუსთავში წარმოებული საბავშვო სათამაშო მოედნები ექსპორტზე გადის

13:55 08-21-2026
ფესტივალი ZEIMI – ქართული კულტურისა და გემოს დღესასწაული ნიუ-იორკში თიბისის მხარდაჭერით გაიმართება
ახალი ამბები

ფესტივალი ZEIMI – ქართული კულტურისა და გემოს დღესასწაული ნიუ-იორკში თიბისის მხარდაჭერით გაიმართება

11:56 08-21-2026
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ფესტივალს „ჯაზი და ღვინო კახეთი“
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ფესტივალს „ჯაზი და ღვინო კახეთი“

14:03 08-20-2026
საერთაშორისო გადახდები კიდევ უფრო სწრაფი ხდება – თიბისისა და Standard Chartered Bank-ის პარტნიორობა
ახალი ამბები

საერთაშორისო გადახდები კიდევ უფრო სწრაფი ხდება – თიბისისა და Standard Chartered Bank-ის პარტნიორობა

12:07 08-20-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved