• რეკლამა
  • კონტაქტი
23:29, პარასკევი, 19 სექტემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“დღეს ჩემი პოლიტიკა არის თბილისი – ბრიუსელის მერი მზად არის, მორიგი შეხვედრა გაიმართოს თბილისში, სადაც თბილისელები მიიღებენ ევროპის დედაქალაქის მთავრობის მხარდაჭერას” – ირაკლი კუპრაძე

ალია ავტორი - ალია
18:31 09-19-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
40
თბილისის მერობის ერთიანი კანდიდატი, ირაკლი კუპრაძე, „ძლიერი საქართველო-ლელოს“ ლიდერებთან ერთად ბრიუსელში ვიზიტს განაგრძობს.
ევროპის დედაქალაქის მერთან, ფილიპ კლოზისთან პირისპირ შეხვედრის შემდეგ, „ძლიერი საქართველო-ლელოს“ დელეგაცია პოლიტიკურ პარტნიორებს ხვდება და თანამშრობლობის გაღრმავების საკითხებზე მუშაობს.
ირაკლი კუპრაძე: „ორი დღის განმავლობაში, ბრიუსელში, უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური შეხვედრები გვაქვს, სადაც ვხვდებით ჩვენს პოლიტიკურ პარტნიორებს.
როცა კობახიძე და კალაძე გაუგებარ განცხადებებს აკეთებენ, ისინი საუბრობენ დღეს თავიანთი გადმოსახედიდან. დღეს ვერც კალაძე, ვერ კობახიძე საზოგადოებასთან ვერ გადიან, ვერ ლაპარაკობენ ხალხთან თავისუფლად ქუჩებში, მეტროში, ბაზრობაზე, ავტობუსის გაჩერებებზე, ჩვენ კი დავდივართ ყველგან, თავისუფლად ვხვდებით მოქალაქეებს და მათგან ვიღებთ კეთილგანწყობას.
ისინი ვერ ხვდებიან ჩვენს დასავლელ პარტნიორებს ევროკავშირში, ჩვენ კი ვახერხებთ ორივეს იმიტომ, რომ დღეს ჩვენ, ჩვენი კოალიცია „ძლიერი საქართველო- ლელო“, პარტნიორობაში გახარიას გუნდთან, ვდგავართ მოქალაქეების გვერდით, მათი ინტერესების დასაცავად. ვიბრძვით ყველა ველზე, მათ შორის თვითმმართველობის არჩევნებში. გუშინ ბრიუსელის მერისგან მივიღეთ ცალსახა მკაფიო მხარდაჭერა, მათ შორის ჩემი კანდიდატურის და ჩვენი ბრძოლის მიმართ. ბრიუსელის მერი არის ევროპის დედაქალაქის მთავარი პოლიტიკური ფიგურა, რომელიც აქ პოლიტიკურ განწყობას ქმნის, ის კავშირზეა ევროპარლამენტთან, ევროკომისიასთან, ევროსაბჭოსთან და ასე შემდეგ… მათ გავაცანით ინფორმაცია, ასევე გავაცანით საზოგადოებაში არსებული განსხვავებული პოზიციები, ბოიკოტის და არჩევნების შესახებ, თუმცა მისი პოზიცია არის ცალსახა, სრული და მკაფიო – მყარი მხარდაჭერა ჩვენი საარჩევნო ბრძოლის, რომელშიც ახლა ვიმყოფებით.
ევროპის დედაქალაქის მერთან და პოლიტიკურ წრეებში ჩვენ ვსაუბრობთ ყველაფერზე, მათ შორის რეალურ საჭიროებებზე, ვსაუბრობთ პოლიტპატიმრებზე, ვსაუბრობთ იმ რეპრესიებზე, რაც „ქართულმა ოცნებამ“ დაატრიალა ჩვენს ქვეყანაში საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ, მაგრამ განსაკუთრებით ვსაუბრობთ თბილისზე – დღეს ჩემი პოლიტიკა არის თბილისი და თბილისელების რეალური საჭიროება. თბილისი უნდა ვაქციოთ ევროპულ ქალაქად და ამაში მხარდაჭერა ჩვენი ევროპელი პარტნიორების მხრიდან არის მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი. ბრიუსელი უნდა გახდეს თბილისის მთავარი მოკავშირე. ჩვენს დედაქალაქს შეუძლია ეს შესაძლებლობა გამოიყენოს! შევთანხმდით საგანამანათლებლო, ჯანდაცვის, შრომით ყველა ტიპის თანამშროლობაზე, რომელიც შეიძლება დედაქალაქს დაეხმაროს. ყველგან ვსაუბრობთ თბილისის რეალურ საჭიროებებზე, რეალურ თანამშრომლობაზე და ისინი მზად არიან ამ თანამშრომლობისთვის, მზად არიან პოლიტიკური მხარდაჭერისთვის.
მაგალითად, თუ თბილისელები გადაწყვეტენ მივიდნენ არჩვენებზე და უარს ეტყვიან კორუმპირებულ, რუსულ მთავრობას, ევროპის დედაქალაქის მერი მზად არის რომ მორიგი შეხვედრა სულ რამდენიმე კვირაში გაიმართოს თბილისში, სადაც თბილისელები მიიღებენ ევროპის დედაქალაქის მთავრობის მხარდაჭერას.
კალაძე, როგორც კორუმპირებული, რუსული დაკვეთების შემსრულებელი მერი, ვერ ჩამოდის ევროპაში და ხვდება რუს სპორტსმენებს, ყველგან რუსებს ხვდება იმიტომ, რომ რუსული მთავრობის წარმომადგენელია. ჩვენ კი ვხვდებით ბრიუსელის და ევროპის დედაქალაქის ხელმძღვანელობას, აქაურ პოლიტიკურ ლიდერებს, რომელებიც მზად არიან საქართველოს დაუდგნენ გვერდით, თბილისს დაუდგნენ გვერდით და დედაქალაქი გააძლიერონ. რასაც ახლა ჩვენ ამ ქალაქში ვხედავთ, ეს სჭირდება სწორედ თბილისს, სჭირდება საცობების პრობლემის მოგვარება, სჭირდება გამწვანება, სჭირდება ის სოციალური უზრუნველყოფა, სატრანსპრტო პოლიტიკა, ის საგანმანათლებლო სივრცეები, რაც აქ არსებობს. ისინი მზად არიან, რომ ეს გამოცდილება ჩვენ გაგვიზიარონ და რესურსულადაც დაუჭირონ მხარი თბილისის განვითარებას. ეს მთავარი კავშირი ჩვენ უნდა შევქმნათ და გავამყაროთ! ჩვენ ეს კომუნიკაცია და ნდობა გაგვაჩნია მათი მხრიდან, ხოლო კალაძეს გააჩნია მხოლოდ პუტინის რუსეთის ნდობა!
დღეს საქართველოს ჰყავს არალეგიტიმური ხელისუფალი, რომელსაც არ აქვს ხალხის მხრიდან ლეგიტიმაცია, მაგრამ ის ხალხის სახელით საუბრობს. ჩვენი გუნდის მიზანია და გახარიას გუნდის მხარდაჭერაც ამისთვის გვაქვს, რომ გამოვაცალოთ რუსულ რეჟიმს მთავარი დასაყრდენი – თბილისი. უნდა გვახსოვდეს, რომ ახალი პოლიტიკური და სამართლებრივი მოცემულობის პირობებში თბილისის მერი იქნება ყველა მაღალი ლეგიტიმაციით არჩეული საჯარო პოლიტიკური ფიგურა, რადგან პრეზიდენტს პირდაპირი წესით აღარ ვირჩევთ. გარანტიას გაძლევთ, რომ პროდასავლელი ოპოზიციონერი მერის პირობებში, მე შევძლებ იმას, რომ საქართველოს მოქალქეებისთვის მნიშვნელოვანი საკითხები გადმოვიტანო არამხოლოდ დედაქალაქში, არამედ მთავარ პოლიტიკურ ტრიბუნებზე, ვისაუბრო საქართველოს მოქალაქეების რეალურ საჭიროებებზე, არა ოპოზიციის, არამედ თბილისელების, საქართველოს მოსახლეობის ნახევრის სახელით, რომ ჩვენ გვჭირდება მხარდაჭერა ევროკავშირის მხრიდან, დასავლური სამყაროს მხრიდან. ჩევნ გვჭირდება ის რეალური პოლიტიკური ზეწოლა „ქართული ოცნების“ თავზე, რომელიც წისქვილის ქვასავით უნდა დატრიალდეს და მათ პასუხი უნდა გასცეს უმძიმესად. ამიტომ, ეს პოლიტიკური ლეგიტიმაცია, რომელიც შესაძლებელია პროდასავლურ ოპოზიციას შევძინოთ 4 ოქტომბერს არჩევნებზე მისვლით და მერე რუსთაველის გამზირზე გასვლით. თბილისელებმა არ უნდა გაუშვან შანსი ხელიდან, რომ საკუთარ წიაღში შექმნან ისეთი ლეგიტიმაციის წყარო, რომელიც შეძლებს მათი სახელით საუბარს.
თბილისმა უნდა გამოიყენოს ეს შესაძლებლობა, რომ ყველაზე მაღალი პოლიტიკური ლეგიტიმაციის, პირდაპირი არჩევითი ოპოზიციონერი, პროდასავლელი მერი შექმნას საუთარ წიაღში და შემდეგ გამოიყენოს იმისთვის, რომ საქართველო გაათავისუფლოს რუსული რეჟიმისგან!
(R)
თეგები: ირაკლი კუპრაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”
ახალი ამბები

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”

02:52 08-21-2025
პირადი: 150 მილიონის მიტაცება, “მკვლელი მატარებლები” – უსაფრთხოების დარღვევა და მასშტაბური კორუფცია “რკინიგზაში” – გია ყრუაშვილის სკანდალური, ექსკლუზიური ინტერვიუ
ახალი ამბები

“ზუსტად ასე დაწერეთ, “რკინიგზამ”, ჩემი ავადმყოფი შვილი, გაწირა სასიკვდილოდ” – გია ყრუაშვილი

14:56 08-20-2025
“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ
ახალი ამბები

“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ

05:22 08-20-2025
„რასაც ივანიშვილი ახლა აკეთებს, ამ ლოგიკით ხდება… ბიძინას სხვა გათვლა აქვს“ – ბაბუნაშვილი
ახალი ამბები

„ბიძინა თურმე ამბობდა – ვინ უნდა შემცვალოს, ვინ? ვის აქვს ჩემდენი ფული?… არადა, 60 მილიარდ ევროზე იყო ლაპარაკი… ამიტომ ბიძინამ ჩემთან დაკავშირებით ნევროზი აიკიდა და განადგურება გადაწყვიტა“

20:20 07-16-2025

ბიზნესი

თიბისი ბიზნესისთვის მხარდაჭერით, ტაშკენტში, ბიზნესგამოფენა – “საქართველო – უზბეკეთი აბრეშუმის გზა” გაიმართება
ახალი ამბები

თიბისი ბიზნესისთვის მხარდაჭერით, ტაშკენტში, ბიზნესგამოფენა – “საქართველო – უზბეკეთი აბრეშუმის გზა” გაიმართება

14:54 09-19-2025
თიბისი კონცეპტის და Visa-ს შეთავაზებები კაფე-რესტორნებში
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის და Visa-ს შეთავაზებები კაფე-რესტორნებში

14:37 09-19-2025
თიბისი x გიორგი მამარდაშვილი – საქართველოში მეკარეობის პოპულარიზაციისთვის
ახალი ამბები

თიბისი x გიორგი მამარდაშვილი – საქართველოში მეკარეობის პოპულარიზაციისთვის

14:19 09-19-2025
Global Finance-მა თიბისის ბიზნესმობაილბანკი აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპაში საუკეთესოდ დაასახელა
ახალი ამბები

Global Finance-მა თიბისის ბიზნესმობაილბანკი აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპაში საუკეთესოდ დაასახელა

13:53 09-19-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved