• რეკლამა
  • კონტაქტი
10:08, კვირა, 15 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“დავიტესტეთ და ოჯახში ყველას კორონავირუსი აღმოგვაჩნდა – ვინმე აფრთხილებს რისკის ჯგუფებში მყოფ ადამიანებს?” – რომან გოცირიძე

ალია ავტორი - ალია
01:32 09-12-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
384

ყოფილი პარლამენტარი, რომან გოცირიძე:

ქვეყანას კორონავირუსია მოდებული. ვინმე საუბრობს ამაზე, აფრთხილებს რისკის ჯგუფებში მყოფ ადამიანებს?სტატისტიკა ხომ არ არსებობს. აგერ, საომარ მდგომარეობაში მყოფი უკრაინაც კი აქვეყნებს პერიოდულად ინფორმაციას.

არ არის ისეთი მძიმე ფორმის, როგორც თავდაპირველად იყო, მაგრამ გააჩნია ვისთვის.

გავცივდი, სურდო შემეყარა, დაიკიდე, სამდღიანი ვირუსია, გაიგონებთ ხოლმე. რამდენ ადამიანს ურთულდება ეს “სამდღიანი ვირუსი”, რამდენი ადამიანი ვერ გადის სამუშაოზე.

მოკლედ, როგორც იტყვიან, “სურდო” შემეყარა. არა უშავს, ვიფიქრე, კოვიდივით გადამდები არ არის, პირბადეს გავიკეთებ, თავსაც გავუფრთხილდები და სხვებსაც. თანაც, როცა ოჯახში ხანდაზმული მწოლიარე ვადმყოფი გყავს, ორმაგადაა საჭირო სიფრთხილე. ორიოდე დღეში ოჯახის ყველა წევრს და ყველას, ვისთანაც შეხება გვქონდა “სურდო” შეეყარა. ასე სწრაფად მხოლოდ კორონავირუსი ვრცელდება. დავიტესტეთ და ყველას აღმოგვაჩნდა. გამოძახების სერვისი გაქრა ქვეყანაში, აღრიცხვიანობა გაქრა, მთელს თბილისში ტესტებს ვერ იშოვი. როგორც იქნა “ავერსში” მივაგენით. ტესტმა იმაში გვარგო, რომ მწოლიარე ავადმყოფს არ გადავდეთ( სხვა სახლში ცხოვრობს და მეუღლეს უწევს ყოველდღე მისვლა).

ვირუსი არ იყო მძიმე ფორმის. სამი დღე სიცხე, გაცივებისთვის დამახასიათებელი სიმპტომები და სისუსტე. ჩათვალე, სულ მცირე, ერთი კვირა დაკარგულია. გარეთ ვერ გახვალ. რამდენი ადამიანი ვერ გადის სამუშაოდ, ვისაც ყოველდღიური შემოსავლი აქვს და ოჯახს ამით არჩენს?ამ გაჭირვების ჟამს რამდენი ფული უნდა დახარჯო წამლებზე? პირბადის გაკეთება და ინფორმირებულობაც კი მნიშვნელოვნად ამცირებს გავრცელებას. არავინ ფიქრობს ამაზე.

დამაინტერესა და ყველა ჩვენს მეზობელ ქვეყანაში არსებობს კოვიდის სტატისტიკა. საქართველო გამონაკლისია. ეს კიდევ ერთი ნიშანია, თუ როგორ არ უფრთხილდება სახელმწიფო ადამიანს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

4 წლის გიორგის, რომელიც შარშან ,,ჰუალინგ პლაზას” მესამე სართულის მოაჯირიდან გადმოვარდა, სასწრაფოდ დახმარება სჭირდება
ახალი ამბები

4 წლის გიორგის, რომელიც შარშან ,,ჰუალინგ პლაზას” მესამე სართულის მოაჯირიდან გადმოვარდა, სასწრაფოდ დახმარება სჭირდება

14:41 11-13-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით, ქართველი სტუდენტები ლისაბონის Web Summit-ზე გაემგზავრნენ
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, ქართველი სტუდენტები ლისაბონის Web Summit-ზე გაემგზავრნენ

18:11 11-13-2026
ავერსის 32 წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
ახალი ამბები

ავერსის 32 წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!

14:51 11-13-2026
საცობის საწინააღმდეგო აბი არსებობს? – ანტოსაცობური, 3 მომსახურების ფულის დამზოგველი – “ვულკანიზაცია გამოძახებით”
ახალი ამბები

საცობის საწინააღმდეგო აბი არსებობს? – ანტოსაცობური, 3 მომსახურების ფულის დამზოგველი – “ვულკანიზაცია გამოძახებით”

18:20 11-12-2026
თიბისი ბიზნესის 5 სიახლე, რომლებიც ბიზნესების ყოველდღიურობას მნიშვნელოვნად ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისი ბიზნესის 5 სიახლე, რომლებიც ბიზნესების ყოველდღიურობას მნიშვნელოვნად ამარტივებს

14:21 11-12-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved