ლევან ხაბეიშვილის ადვოკატმა დაკავებული პოლიტიკოსი მოინახულა. გიორგი კონდახაშვილმა მედიასთან განაცხადა:
მოვინახულე ხაბეიშვილი, რომელიც დაკავებულია პოლიტიკური განცხადებისთვის, ის დააკავეს იმისთვის, რომ ჰქონდა რწმენა გამარჯვების და არ უნდათ, რომ ეს რწმენა გადაედოს ხალხს. ის ამბობს, რომ ბრძოლა უნდა გაგრძელდეს ბოლომდე და აქვს იგივე მესიჯი ყველა ძალოვანის უწყების ყველა წარმომადგენელთან – შეთავაზება არის ძალაში, ის პოლიციის თანამშრომლები, რომლებიც კეთილსინდისიერად შეასრულებენ თავიანთ მოვალეობას და არ შეასრულებენ უკანონო დავალებებს, მომავალი ხელისუფლება მათ დააჯილდოვებს ძალიან სოლიდური ფუილადი ჯილდოთი. ეს არის ლევანის დანაბარები, ბრძოლა ბოლომდე – ეს კი მისი მესიჯი,- განაცხადა კონდახიშვილმა.
ადვოკატის თქმით, პოლიტიკური განცხადებების გამო დაეკავებინოთ პოლიტიკოსი და ეს შეეფუთოთ როგორც ქრთამის შეთავაზება ჯერ არ ყოფილა.
კომენტარები