• რეკლამა
  • კონტაქტი
11:10, კვირა, 12 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, თუ ჩვენ ვართ ბევრნი, ისინი ი%ვამენ რეალურად, ეშინიათ და იმალებიან” – ზურაბ ჯაფარიძე

ალია ავტორი - ალია
20:04 09-09-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
375

პატიმრობაში მყოფი, კოალიცია “ცვლილებებისთვის“ ლიდერი, ზურა ჯაფარიძე სოციალურ ქსელში სატელეფონო ჩანაწერს აქვეყნებს და გუშინ, მელიქიშვილის ქუჩაზე, კალაძის შტაბთან მომხდარს ეხმაურება.

ჯაფარიძე მომხდარს  დემონსტრანტებზე მოწყობილ ჩასაფრებას უწოდებს და ამბობს, რომ ეს კიდევ ერთ რამეზე მიანიშნებს – “ ყველანი ქუჩაში! დღეს რეალურად გარეთ ყოფნაზე გადის მორალურობის ტესტი.“

“გუშინდელ ამბავზე მინდა ერთი-ორი სიტყვა ვთქვა,

მელიქიშვილზე კალაძის ე.წ შტაბი და გუშინ მშვიდობიან დემონსტრანტებზე მოწყობილი ჩასაფრება არის რამდენიმე რამის ინდიკატორი:

1. ჯგუფურად გადატრიალებული, ქაჯური საგიჟეთი რომ არის მოწყობილი შუა ვერაზე, არის ერთი რამის მაჩვენებელია, რომ მაგ ხალხს თბილისში, ქუჩაში აღარ გამოესვლებათ, დადიან შეზღუდულ რაოდენობის ადგილებში და იქაც 20 კაციანი დაცვებით,

2. ის მოძალადეები, რომლებიც გუშინ ვინც ურტყამდა ამ ახალგაზრდებს, ეგენიც არ არიან ვერელები, ერთი ორის გარდა ყველა არის საიდანღაც მოყვანილი მელიქიშვილზე, ანუ ვერაზე ვერ იპოვეს 50 კუნთმაგარი ადამიანი, რომელიც ნიღბის გარეშე იმას იკადრებდა, რაც იმ ხალხმა იკადრა და რასაც ზოგადად, ეს “ქართული სირცხვილი” ოცნებას რომ ეძახიან საკუთარ თავს, კადრულობს უკვე წლებია,

ანუ რა უნდა მელიქიშვილზე გენო პეტრიაშვილს?

3. ის, რომ მათ სჭირდებათ ძალადობა და შემდეგ მთელი პროკაგანდისტული მედიის მიყრა იმ ხალხის გასაშავებლად, რომლებიც ამ მსვლელობებს აწყობს 10 თვეა და მთელი ამ პერიოდის განმავლობაში თმის ღერი არ ჩამოვარდნია არავის, არცერთ დღეს, აჩვენებს რომ ისინი არიან შეშინებულები, და ერთადერთი რაც დარჩათ არის ხისტი, ფიზიკური ძალა, ეს ჩანს იქიდანაც, რომ დღეს დილიდან საკუთარ პიარულ ამბებზეც კალაძე იგივე ტიტუშკებით მოძრაობდა, იმიტომ, რომ ეშინია, ვინმე არ მიუვარდეს და არ არის დარწმუნებული, რომ მდინარაძის პოლიცია დაიცავს.

4. პოლიციას რაც შეეხება, როგორი დაპირისპირებაც არ უნდა ჰქონდეთ შიგნით, და აშკარაა რომ აქვთ რაღაც დაპირისპირება, უკვე დიდი ხანია უნდა გვესმოდეს, რომ პოლიცია არ გვყავს, ეს არის ჩვეულებრივი რუსული ტიპის როს გვარდია, როგორიც ჰყავს პუტინს, რომელიც არის – მხარე, რომელიც არ იცავს წესრიგს, არც სამართლიანობას, არ იცავს არც მოქალაქის უსაფრთხოებას, ისინი ყველგან და ყოველთვის იცავენ მარტო რეჟიმს, პირველ რიგში რეჟიმის პატრონს, შემდეგ რეჟიმის საყრდენებს და მათ შორის რეჟიმის ტიტუშკებსაც, იმიტომ, რომ ტიტუშკებიც ამ რეჟიმის საყრდენია,

ამის გააზრებით უნდა გავდიოდეთ ქუჩაში და ნებისმიერ პროტესტში

და ბოლოს, რაც გუშინ მოხდა, ამაზე არსებობს ერთადერთი პასუხი – ყველანი ქუჩაში!

არა საჩხუბრად, არა დაპირისპირებისთვის, არა შურისძიებისთვის, არა.

მხოლოდ მშვიდობიანად, წყნარად, თავდაჯერებულად, ამ ბრძოლას იგებს არა ის, ვისაც მეტი კუნთი ჰყავს, ეს მათ ჰგონიათ, რომ ასეა, არამედ იგებს ის, ვინც არ ნებდება, არ ჩერდება და ყოველი თუნდაც წაქცევის შემდეგ დგება და აგრძელებს ბრძოლას! ქუჩაში უნდა ვიყოთ ყველა! ყველა უნდა გამოვიდეთ. ეს არის ყველას პასუხისმგბელობა. გარდა იმ ხალხისა, ვინც დღესაც, გუშინდელი ამბის, საღამოს შემდეგ აგრძელებს თბილისის კანალიზაციის პრობლემებზე საუბარს, მაგ ხალხს არაფერი ეშველება, მინიმუმ 5 ოქტომბრამდე, 5 ოქტომბრის მერეც კაცმა არ იცის, აღარც მაგაში ვარ დარწმუნებული,

თუ ჩვენ ვართ ცოტა, ისინი თამამდებიან და ხდებიან აგრესიულები, როცა ვართ ცოტა, ვართ სუსტები და სისუსტე, როგორც ერთი ძალიან ჭკვიანი კაცი ამბობდა, არის მაპროვოცირებელი ამორალური ნაბიჭვრებისთვის, მაშინ უჩნდებათ იმათ სურვილი რომ იძალადონ, თუ ჩვენ ვართ ბევრნი, ისინი ი%ვამენ რეალურად, ეშინიათ და იმალებიან,

ბევრნი ვართ, ძალა არის ჩვენს მხარეს, ამიტომ გამოდით ყველა და დაიცავით რაღაც უფრო მეტი, ვიდრე თქვენი პირადი კომფორტია, საბოლოო ჯამში, მეორედ აღარავინ დავიბადებით ამ ქვეყანაზე,

დღეს რეალურად გარეთ ყოფნაზე გადის მორალურობის ტესტი.

ესაა რისი თქმაც მინდოა,- ამბობს ზურა ჯაფარიძე.

თეგები: ზურაბ ჯაფარიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?
ახალი ამბები

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?

15:14 07-08-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

ივნისის განახლებები თიბისის მობაილბანკში – გამოსცადე ახალი შესაძლებლობები და მიიღე ფულადი პრიზების მოგების შანსი
ბიზნესი

ივნისის განახლებები თიბისის მობაილბანკში – გამოსცადე ახალი შესაძლებლობები და მიიღე ფულადი პრიზების მოგების შანსი

18:05 07-11-2026
ქართული ბენტონიტი მსოფლიო ბაზარზე – „ასკანგელ ალიანსი“ ინდუსტრიას თიბისისთან ერთად ავითარებს
ახალი ამბები

ქართული ბენტონიტი მსოფლიო ბაზარზე – „ასკანგელ ალიანსი“ ინდუსტრიას თიბისისთან ერთად ავითარებს

13:36 07-10-2026
სრული სვლით საგანძურისკენ – 200 000 მოთამაშე, 40 გამარჯვებული და ბევრი თავგადასავალი თიბისის მობაილბანკში
ახალი ამბები

სრული სვლით საგანძურისკენ – 200 000 მოთამაშე, 40 გამარჯვებული და ბევრი თავგადასავალი თიბისის მობაილბანკში

12:42 07-10-2026
ლიტერატურული პრემია “საბას” 2026 წლის ფინალისტები ცნობილია – თიბისი
ახალი ამბები

ლიტერატურული პრემია “საბას” 2026 წლის ფინალისტები ცნობილია – თიბისი

14:27 07-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved