• რეკლამა
  • კონტაქტი
17:14, ოთხშაბათი, 15 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ასეთმა ბინძურმა კაცმაც კი პოლიტიკურად თავი არ დაამცირებინა მიშას იმ გადმოგდებული შეწყალებით” – დათო აბზიანიძე

ალია ავტორი - ალია
22:24 09-06-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
16,423

ბლოგერი, დათო აბზიანიძე:

ბიძინასგან მამუკა ხაზარაძის შეწყალებაზე გამახსენდა ერთი ძველი ამბავი, რომელიც გახარიას “ქოცებო თქვე ნაცებო” მყეფარეებსაც მოგეწონათ და აწ უკვე მამუკას შემოფშვნილ-დისკრედიტირებულ ლელოსაც.

შალვა რამიშვილი რომ დაიჭირა მიშამ, ხო ყველას გახსოვთ? შალვა ნამდვილად დამნაშავე იყო, ის ფულს სძალავდა ადამიანს, და ამ დანაშაულს თავადაც აღიარებდა, მაგრამ მის დაჭერაში ცხადად იკვეთებოდა პოლიტიკური მოტივი — მიშას მისი გაჩუმება უნდოდა, ნამეტანი ირტყნევინებოდა შალვა. ბადრი პატარკაციშვილს (ბიძინამდელ „ბიძინას“) უნდოდა შალვას მაშინდელ ტვ-ში ფულის ჩადება და მიშამ ამიტო მოჭიმა.

4 წლით ჩასვეს შალვა რამიშვილი და როცა ნახევარი მოიხადა, მიშასგან მისი შეწყალების საკითხი დადგა. პატრიარქმაც კი მოუწოდა შალვას, რომ შეწყალებაზე დათანხმებულიყო, მაგრამ მან უარი თქვა. განა რამე იდეალისტური ღირებულების გამო მოიქცა ასე, კაცს თავისი პირით აქვს ნაღიარები, რომ თურმე ადამიანმა თავი შეიძლება გაწიროს ბევრი ფულის გამო, და საკუთარი შვილები ბიძინას რეპრესიების გამო ქვეყნიდან გააქცია, თავი შეაზიზღა შთამომავლობას. აი, ასეთმა ბინძურმა კაცმაც კი გაიხედა ცოტა შორს და პოლიტიკურად თავი არ დაამცირებინა მიშას იმ გადმოგდებული შეწყალებით.

ახლა დავუბრუნდეთ მამუკა ხაზარაძეს

როცა მამუკა ხაზარაძეს ციხეში ჩასმისას ჰკითხეს, თუ რატომ ექცეოდა მას ასე ბიძინა, მან უპასუხა, რომ „არჩევნებში მონაწილეობის გამო დაგვატუსაღესო“.

და როცა დღეს შეიწყალა ბიძინამ, მამუკამ თქვა: „გამოგვიშვეს მხოლოდ და მხოლოდ ერთი რამის გამო, რომ მოხდეს შავი პიარის გადმოსხმა“. — ანუ თავისი პირით აღიარა, რომ ბიძინამ მხოლოდ მამუკა იმიტომ გამოუშვა, და არა ციხეში უმიზეზოდ ნატანჯი მზია ამაღლობელი ან თუნდაც პოლიტიკოსი ზურა ჯაფარიძე, რომ ის გაყიდულად და რეჟიმთან გარიგებულად წარმოჩინდეს. ანუ ბიძინამ „პატარა ტრიუკი“ ჩაგიტარათ ჩემით და მეც დავთანხმდიო!

რა იქნებოდა ერთადერთი სწორი პოლიტიკური სვლა ამ ღრმა ეჭვის გასაფანტად მამუკასგან? — ე.წ. არჩევნებზე აღარ გასვლა, ქოცებისთვის საერთაშორისო ლეგიტიმაციის რისკის არგაზრდა და რეჟიმთან სრული დაუმორჩილებლობა. საუკეთესო შემთხვევაში კი მისი სვლა იქნებოდა, რაც ყოვლად ამორალურმა შალვა რამიშვილმაც კი გათვალა — შეწყალებაზე უარის თქმა მანამ, სანამ მასთან ერთად ყველა პოლიტპატიმარი არ გათავისუფლებოდა.

სწორედ ამიტომ, მამუკა ხაზარაძე ჩემთვის არის 90-იანების „ცეხავიკი“ და „მევახშე“ — არაფერი სხვა. მე ბანკირობას ძალიან მორალურ და კარგ საქმედ ვთვლი, ადამიანისთვის ფულის სესხებასაც, მიუხედავად საქართველოში გამეფებული ანტისაბანკო კომუნისტური კალიბრის პოპულისტური პროპაგანდისა. ბოლო-ბოლო, ილია ჭავჭავაძე გვყავდა ქართველებს პირველი ქართული ბანკის დამაარსებელი.

მაგრამ, როგორც ჩანს, ბატონმა მამუკა ხაზარაძემ ილია ჭავჭავაძესთან 1%-ით დამსგავსება კი არა, TEMU-დან გამოწერილი ფეიკ ბიძინობა აირჩია, რეჟიმთან ლოიალობაში მყოფი “ოპოზიციონერობის” თამაშით.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

ახალი ამბები

სისხლის სამართლის ადვოკატი მარიამ ჭყონია – რთული საქმეების დაცვის სტრატეგია

14:50 04-15-2026
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
ახალი ამბები

PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში

13:19 04-15-2026
როგორ უნდა გაზარდო ბინის დღიურად გაქირავება 50 პროცენტით – პროფესიული ხრიკები
ახალი ამბები

როგორ უნდა გაზარდო ბინის დღიურად გაქირავება 50 პროცენტით – პროფესიული ხრიკები

21:00 04-13-2026
კამერების მონტაჟისას დაშვებული მთავარი შეცდომები – რა საფრთხეს აგარიდებს პროფესიონალი და როგორ?
ახალი ამბები

კამერების მონტაჟისას დაშვებული მთავარი შეცდომები – რა საფრთხეს აგარიდებს პროფესიონალი და როგორ?

16:09 04-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved