პროევროპული აქციებისას დაკავებული რეზო კიკნაძე, სოციალურ ქსელში, წერილს ავრცელებს:
არაირონიულად, გუშინ საკალათბურთო და საფეხბურთო ნაკრებებზე ბევრად უფრო მეტი ვინერვიულე, ვიდრე გუშინწინ, როცა მომისაჯეს. ქომაგებს ისევ საერთოდ არ ჰქონიათ რუსული რეჟიმის საწინააღმდეგო შეძახილები, ჰო? ისევ კობახიძის ეშინიათ და გამიჯნეს? კაკაბაძეს და ლოჩოშვილს რატო არ უსტვინეს? რატომ უნდა ესტვინათ? — ქოცების საარჩევნო კლიპში რომ მიიღეს მონაწილეობა, აი მაგიტომ.ამ კაშიამ, რაც ბიძინას მადლობები უხადა ჩარიცხული ფულის გამო, იმის მერე სულ დაივიწყა თამაში? ოლე ოლა!
კომენტარები