• რეკლამა
  • კონტაქტი
22:47, ოთხშაბათი, 5 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, ერთი რამე ზუსტად ვიცი…” – რას წერს ნინო ჯანგირაშვილი?

ალია ავტორი - ალია
14:15 09-01-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
2,369

ჟურნალისტი ნინო ჯანგირაშვილი:

,,გავიდა 31 აგვისტო და როგორც მოსალოდნელი იყო, ქოცმა თავის მოგიჟიანებით უპასუხა ევროკომისიის ძალიან კონკრეტულ კითხვებს და რეკომენდაციებს. ვითომ არ იციან რა შუაშია ლგბტ და არა მარტო ლგბტ, არამედ ზოგადად ადამიანის უფლებების დაცვა ვიზებთან. სამწუხაროდ არავინ არ შეახსენა დილიდან საღამომდე, რომ მოთხოვნებში მარტო ადამიანის უფლებები არ ყოფილა. იყო კორუფცია, სავიზო საკითხები მესამე ქვეყნებთან და ა.შ. ვითომ ვერ მიხვდნენ ლოგიკას და თავის მხარდამჭერებს ზარქუების უკბილო პათეტიკით აბოლებენ.

დიახ, ეს ყველაფერი ერთმანეთთან შუაშია. უვიზო თუ გაქვს, შენგან უფლებების შელახვის გამო გაქცეული უმცირესობები, აქტივისტები, პოლიტიკოსები ევროპაში არ უნდა ითხოვდნენ თავშესაფარს და ცხოვრების უფლებას, რომ მერე ევროპულ სახელმწიფოებს არ დააწვნენ კისერზე. შენ რომ კორუფციის გზით გაუგებარი ქვეყნების მოქალაქეებს შენს მოქალაქეობას და პასპორტს მისცემ, ისინი არ უნდა დაგრიალებდნენ ევროკავშირში უვიზოდ. შენ რომ ქვეყანაში კორუფცია და ყველა სისტემის დეგრადაცია გაქვს, შენი მოქალაქეები ევროპას აწვებიან კისერზე – მის ჯანდაცვას, მის სოციალურ სამსახურებს, შრომით ბაზარს, მის ბიუჯეტს, იმიტომ რომ შენგან უფრო ადვილად გარბიან უვიზოდ.

ვითომ არ იციან ეს ყველაფერი ერთმანეთთან რა შუაშია, როცა თავის მხარდამჭერებს შეთქმულების თეორიებს სთავაზობენ, რომ დიფსთეითს ჩვენი განადგურება უნდა და ვიზებს ჩვენს გარყვნაზე არ გავცვლით. ძალიან კარგად იციან, რომ საქართველოდან ათასობით ადამიანი ითხოვს ევროპაში თავშესაფარს სწორედ სექსუალური იდენტობის ნიშნით დევნის საფუძველზე. სხვათა შორის, ზოგი მათგანი არც არის ლგბტ თემის წევრი და უბრალოდ იგონებს, რომ ადვილად მიიღოს თავშესაფარი ევროპაში. და როცა ევროპა ეუბნება, ნუ ჩაგრავთ მანდ ხალხს, რომ მერე ჩემი თავში სახლელი არ გახდეს, ესენი აწყობენ პათეტიკურ ისტერიკას. და ამის შედეგს მალე ვიწვნევთ ყველა.

ერთი რამე ზუსტად ვიცი: შეუძლებელია ასეთმა სრულიად იზოლირებულმა, უვიცმა, უინტელექტო, უსინდისო, ქვეყნის დამანგრეველმა ამორფულმა რეჟიმმა ძალაუფლება შეინარჩუნოს. თუ რა თქმა უნდა, ჩვენ არ დავნებდით უდროო დროს და არ ვაჩუქეთ ეს ძალაუფლება განუსაზღვრელი ვადით.“

თეგები: ნინო ჯანგირაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

თიბისი და BTU პარტნიორობით საქართველოს ტექ ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ახალი ამბები

თიბისი და BTU პარტნიორობით საქართველოს ტექ ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა

14:18 11-05-2025
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, ნოემბრის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, ნოემბრის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო

13:35 11-05-2025
ახალი თაობა AI გზაზე: თიბისის და GAIA-ს საოლიმპიადო კურსზე 150  მოსწავლე ჩაერთო
ახალი ამბები

ახალი თაობა AI გზაზე: თიბისის და GAIA-ს საოლიმპიადო კურსზე 150 მოსწავლე ჩაერთო

15:42 11-04-2025
არ გამოგრჩეთ მოსწავლის ბარათის შეთავაზებები მრავალფეროვან კატეგორიებში – თიბისი
ახალი ამბები

არ გამოგრჩეთ მოსწავლის ბარათის შეთავაზებები მრავალფეროვან კატეგორიებში – თიბისი

12:59 11-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved