• რეკლამა
  • კონტაქტი
02:55, კვირა, 15 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ქალაქის მერი არის თბილისის ისტორიაში ყველაზე მექრთამე და არაფრის მაქნისი“ – ალეკო ელისაშვილი

ალია ავტორი - ალია
12:10 09-01-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
3,709

„ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის ალეკო ელისაშვილის განცხადებით, თბილისის მერს კახა კალაძეს მხოლოდ წინასაარჩევნოდ გაახსენდა, რომ „მარჯანიშვილისა“ და „ახმეტელის“ მეტროსადგურების ამოსასვლელები უნდა გახსნას. როგორც ელისაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, თბილისის მერი კორუფციაშია ჩაფლული და ხალხის ფულს იპარავს.

„ძალიან კარგად იცოდა კალაძემ, რომ არსებობს „ახმეტელის მეტროს“ მეორე ამოსასვლელი, რამდენიმე დღის წინ ვაჩვენეთ კიდეც და რომ ვაჩვენეთ მეორე ჩასასვლელი, რომ დაუმთავრებელია, ლპება, უზარმაზარი ფული იხარჯება იქიდან წყლის ამოღებაში, შემდეგ გაიღვიძა მექრთამე კალაძემ და რამდენიმე დღის წინ ქალაქის მთავრობის სხდომაზე გამოვიდა და თქვა, რომ ტენდერს აცხადებს. კაცი, რომელიც 8 წელია არის თბილისის მერი და არჩევნებამდე დარჩენილია თვეზე ოდნავ მეტი, ახლა ამბობს, ტენდერს ვაცხადებ მარჯანიშვილის და ახმეტელის მეტროს მეორე ამოსასვლელის გასაკეთებლადო. აქამდე სად იყო? არ იცოდა? თვლემდა? ეძინა? გასაგებია, რითაც იყო დაკავებული – დიდი ნიჩაბი ეკავა და იპარავდა ფულს. მარჯანიშვილის ამოსასვლელს აუცილებლად გავაკეთებთ. ამ ამოსასვლელის ამოქმედების შემდეგ, მოსახლეობას შვება ექნება. ახმეტელის მეტროს ამოსასვლელსაც გავაკებთ და ყველაფერს 4 ოქტომბრის შემდეგ მას მერე, რაც გავყრით ამ მექრთამეებს, ამ ქალაქსაც მივხედავთ და მოსახლეობაზეც ვიზრუნებთ“,-განაცხადა ელისაშვილმა.

მისივე თქმით, კახა კალაძეს „ხალხის ინტერესი არ ადარდებს და წინასაარჩევნოდ თბილისის მოსახლეობას დასცინის“.

„ქალაქის მერი არის თბილისის ისტორიაში ყველაზე მექრთამე და არაფრის მაქნისი“,- განაცხადა ელისაშვილმა.

(R)

თეგები: ალეკო ელისაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

4 წლის გიორგის, რომელიც შარშან ,,ჰუალინგ პლაზას” მესამე სართულის მოაჯირიდან გადმოვარდა, სასწრაფოდ დახმარება სჭირდება
ახალი ამბები

4 წლის გიორგის, რომელიც შარშან ,,ჰუალინგ პლაზას” მესამე სართულის მოაჯირიდან გადმოვარდა, სასწრაფოდ დახმარება სჭირდება

14:41 11-13-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით, ქართველი სტუდენტები ლისაბონის Web Summit-ზე გაემგზავრნენ
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, ქართველი სტუდენტები ლისაბონის Web Summit-ზე გაემგზავრნენ

18:11 11-13-2026
ავერსის 32 წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
ახალი ამბები

ავერსის 32 წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!

14:51 11-13-2026
საცობის საწინააღმდეგო აბი არსებობს? – ანტოსაცობური, 3 მომსახურების ფულის დამზოგველი – “ვულკანიზაცია გამოძახებით”
ახალი ამბები

საცობის საწინააღმდეგო აბი არსებობს? – ანტოსაცობური, 3 მომსახურების ფულის დამზოგველი – “ვულკანიზაცია გამოძახებით”

18:20 11-12-2026
თიბისი ბიზნესის 5 სიახლე, რომლებიც ბიზნესების ყოველდღიურობას მნიშვნელოვნად ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისი ბიზნესის 5 სიახლე, რომლებიც ბიზნესების ყოველდღიურობას მნიშვნელოვნად ამარტივებს

14:21 11-12-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved