• რეკლამა
  • კონტაქტი
11:43, პარასკევი, 16 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ამაყი ვარ რომ მას ვიცავ” – ასანთის კოლოფი და ქაღალდის ხელსახოცი – რას ედავებიან რეზო კიკნაძეს?

ალია ავტორი - ალია
18:00 08-29-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,455

რეზო კიკნაძის ადვოკატმა, გუჯა ავსაჯანიშვილმა საბოლოო სიტყვის დროს განაცხადა:

მე ამაყი ვარ რომ მას ვიცავ და დავიცავ მის ინტერესს ყველა ინსტანციაში, მე დარწმუნებული ვარ რომ თქვენ მიიღებთ გადაწყვეტილებას, რომ 225-ე მუხლის დანაშაულს ვერ დაინახავთ,” – განაცხადა ადვოკატმა. (“რადიო თავისუფლება”)

გუჯა ავსაჯანიშვილმა პროკურორ, ვაჟა თოდუას ასანთის კოლოფი აჩვენა და ჰკითხა ეცნობოდა თუ არა ეს ნივთი. პროკურორმა განაცხადა, რომ ეს ის ასანთის კოლოფი იყო, რომელიც ერთ-ერთ სხდომაზე ბრალდებულმა იუმორისტმა, ონისე ცხადაძემ პროკურორების მიმართულებით ისროლა. იგივე თქვა ადვოკატმაც, შემდეგ კი დაინტერესდა, რატომ არ მოხდა რეაგირება დანაშაულზე, რადგან ბრალდებულ რეზო კიკნაძესაც იდენტურ მოქმედებას ედავებიან.

გუჯა ავსაჯანიშვილის განმარტებით, ასანთის კოლოფის სროლაზე გამოძიება არ დაიწყო, რადგან ის პროკურორებს არ მოხვედრია და ნივთის წონა საფრთხის შემცველი არაა. ანალოგიურად საფრთხის შემცველი არაა ქაღალდის ხელსახოცი, რომელიც კიკნაძის საქმის ვიდეოში ჩანს.

მაგრამ იცით, რატომ არ დაიწყეთ გამოძიება? იმიტომ, რომ:

  1. ამის წონა საფრთხის შემცველი არაა
  2. არ მოგხვედრიათ;
  3. საფრთხე არ შეგქმნიათ.

ახლა რევაზ კიკნაძის ვიდეო ავიღოთ – ამ ვიდეოში არის ქაღალდის ხელსახოცი, ქვაც კი არ ჩანს, რაზეც ექსპერტიზა გაქვთ დანიშნული, არ არის პირები, რომლებიც იტყვიან, რომ რევაზ კიკნაძემ შეუქმნა საფრთხე,” – ამბობს გუჯა ავსაჯანიშვილი. (“რადიო თავისუფლება”)

ცნობისთვის, დაკავებულებს – ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კინაძესა და სერგეი კუხარჩუკს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.

აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

Euromoney-მ თიბისი საქართველოს საუკეთესო სავალუტო ბანკად დაასახელა
ახალი ამბები

Euromoney-მ თიბისი საქართველოს საუკეთესო სავალუტო ბანკად დაასახელა

15:05 10-15-2026
ჩაირთე სილქფესტის სააქციო შეთავაზებები აპლიკაციით Mysilknet!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქფესტის სააქციო შეთავაზებები აპლიკაციით Mysilknet!

11:23 10-15-2026
რა შემთხვევაში ვიხდით მანქანის დიაგნოსტიკაში ძვირს? – ცრუ კოდები და ფულის ხაფანგი
ახალი ამბები

რა შემთხვევაში ვიხდით მანქანის დიაგნოსტიკაში ძვირს? – ცრუ კოდები და ფულის ხაფანგი

21:08 10-14-2026
იარაღის მოვლის 6 ოქროს წესი – როგორ ავირჩიოთ იარაღის პროფესიონალი ხელოსანი?
ახალი ამბები

იარაღის მოვლის 6 ოქროს წესი – როგორ ავირჩიოთ იარაღის პროფესიონალი ხელოსანი?

14:27 10-14-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved