• რეკლამა
  • კონტაქტი
16:48, კვირა, 18 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ერთ მათეს მიუსაჯეს მერე რა მოხდაო, ასე მიუსჯიან ერთ ლუკას, ერთ ონისეს ბოლოს მოიხედავ და ქვეყანა გვექნება დაკარგული – რეზო კიკნაძე

ალია ავტორი - ალია
17:46 08-29-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
498

სინდისის პატიმარმა, რეზო კიკნაძემ განაცხადა და სასამართლოს დასკვნითი სიტყვით მიმართა.

 

ჩემი ბედს სრულიად უმიზეზოდ ჩემს გარეშე წყდება თვეებია, იმედია მიზეზს გავიგებ, მაგრამ რაც არ არის როგორ გავიგებ?

წინაზე, რაც არ დამასრულებინა უნდა დავასრულო…

ტყვეობაში ვარ და ვერ ამოვხსენი რა მედება ბრალად, ე.წ. მოწმეებს ვუსმინე და ვერ მივხვდი რა არის ჩემი დანაშაული.

მე გეტყვით რა არის დანაშაული, დანაშაულია არ იცნობდე ონისეს, დანაშაულია არ იცნობდე ანდროს, დანაშაულია არ იცნობდე, ლუკას, დანაშალია არ იცნობდე ვაკოს, დანაშაულია არ იცნობდე ჯანოს, დანაშაულია არ იცნობდე გიორგის, დანაშაულია არ იცნობდე რუსლანს, დანაშაულია არ იცნობდე სერგეის…

თქვენ არ იცით რა ხალხი დაიჭირეთ, მაგალითად გია [ტერიშვილი] მისი ძმა შეეწირა ქვეყნის თავისუფლებას 9 აპრილს, დარწმუნებული ვარ ტერიშვილი დაგვცქერის, ამაყოფს და ხარობს თავისი ძმით… ქალბატონო მარინა [ძმები ტერიშვილების დედა] თქვენ ხართ ორი გმირი შვილის გამზრდელი და მიყვარხარ. 

აქ არის ჯანო, რომელთან რუსებთან უწევდა ბრძოლა. აქ არის ანდრო, რომელზე განათლებულიც არ მინახავს.

მადლობა, რომ ეს ხალხი გამაცანით… ერთხელ რუსლანს ვკითხე ალბათ აქედან რომ გახვალ გაიქცევი სხვა ქვეყანაში მეთქი და არა საქართველო ისე მიყვარს სხვაგან  რა წამიყვანსო…

ნამდვილი ადვოკატობა ნიშნავს არა საპროცესოს გაფორმებას, არამედ იმას, როგორც წარმართავს საქმეს.

ჯორდანო ბრუნო იმისთვის დაწვეს, რომ მრგვალიაო ამბობდა, ჩვენც ჭეშმარიტ მხარეზე დგომისთვის გვსჯიან, იმისთვის, რომ მიგვაჩნია, გამოსავალი ევროპისკენ სვლაა… არ შეიძლება დიქტატურა ნორმალურად გეჩვენოს.

იმის თქმისთვის ვისჯებით, რომ ორჯერ ორი ოთხია, ანუ რუსეთი მტერია და ევროპა მეგობარიო, რომ ვთქვით…

ისეთები ხდებოდა, სულ მეგონა კარს შემოაღებდა ბაკურ სვანიძე თაიგულით და იტყოდა გაიღიმეთ ფარული კამერააო, ახლაც ასე მეგონა.

ნაცები ხართო გვეძახდნენ გარეთ და ამით თითქოს გვაშავებდნენ, თითქოს ნაცების რეპრესიულ რეჟიმს არ ვებრძოდით მე და ჩემი ოჯახი… თითქოს 2025 წელს ქოცობა უფრო დიდი სირცხვილი არ იყოს, ვიდრე ნაცობა. ამ ხალხს ვინც ნაცებს გვეძახის მინდა ვკითხო, მარტო ნაცებისთვისაა რუსეთი მტერი და თქვენ?..

აქაურობას დავარქვი ანონიმურ მოწმეთა კრება – ერთმანეთს ხელი ჩასჭიდეთ, თვალები დახუჭეთ მერე გაახილეთ და უთხარით: გამარჯობა მე არსენი ვარ ცრუ მოწმე, აბა ჩვენთან რა გინდათ, რით დაგეხმაროთ?

როცა მედავებით ჯგუფურობას და ბრალს მდებთ, რომ ვიღაცამ დამაორგანიზა… უნდა მაჩვენო თუ მაქვს წევრთან კავშირი კონტაქტი, ორგანიზატორი თუ მაძლევს მითითებებს, ეს კი არა ერთი მოწმეც კი არ მოგიყვანიათ, თავად თქვენივე მოწმეებს არ უთქვამთ ერთი სიტყვა ბრალდებაზე, რასაც გვაბრალებთ, რა მუხლითაც გვსჯით… რაღას გვასამართლებთ თუ მაინც მტკიცებულებების გარეშე უნდა მოგვისაჯოთ ჩაგვსვით… იგივე წარმატებით კაცის კვლაზე შეგიძლიათ მოგვისაჯოთ, მართალია კაცი არ არის მკვდარი, მაგრამ არც ამ საქმეშია ვინმე დაზიანებული…

ერთ მათეს მიუსაჯეს მერე რა მოხდაო, ასე მიუსჯიან ერთ ლუკას, ერთ ონისეს ბოლოს მოიხედავ და ქვეყანა გვექნება დაკარგული. 

ის ვინც გადაარჩენს ერთ სიცოცხლეს, ის გადაარჩენს მთელ ქვეყნიერებას – ბატონო მოსამართლე, იყავით შინდლერი და ნუ იქნებით ჰიტლერი…” – განაცხადა რევაზ კიკნაძემ. (“რადიო თავისუფლება”)

ცნობისთვის, დაკავებულებს – ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კინაძესა და სერგეი კუხარჩუკს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.

აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

ქართული ენის გუშაგი – მზექალა შანიძე 100 წლისაა – თიბისი
ახალი ამბები

ქართული ენის გუშაგი – მზექალა შანიძე 100 წლისაა – თიბისი

13:50 01-16-2026
სილქფესტი სასაუბრო და ინტერნეტ პაკეტებს ექსკლუზიური პირობით სთავაზობს!
ახალი ამბები

სილქფესტი სასაუბრო და ინტერნეტ პაკეტებს ექსკლუზიური პირობით სთავაზობს!

13:16 01-16-2026
ვალუტის გაცვლის დროს დაშვებული ხშირი შეცდომები და მათი არიდების გზები
ახალი ამბები

ვალუტის გაცვლის დროს დაშვებული ხშირი შეცდომები და მათი არიდების გზები

22:21 01-15-2026
საქართველოს თასის გათამაშება მესტიის ეტაპით დაიწყება
ახალი ამბები

საქართველოს თასის გათამაშება მესტიის ეტაპით დაიწყება

13:24 01-15-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved