• რეკლამა
  • კონტაქტი
01:48, ხუთშაბათი, 20 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ჩერგოლეიშვილის კომენტარზე ბოდიშის მოხდა მეც მეკუთვნის – „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ინციდენტი საბაბად გამოიყენა – ბოკერია

ალია ავტორი - ალია
16:23 08-29-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
657

„ფედერალისტების“ ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია, თამარ ჩერგოლეიშვილის მიერ სოციალურ ქსელში გაკეთებულ კომენტარებს „სერიოზულ შეცდომას“ უწოდებს და ამბობს, რომ „ასეთი პასუხი ცალსახად დაუშვებელია“. ბოკერია აღნიშნავს, რომ ჩერგოლეიშვილი მათი გუნდის გამორჩეული ლიდერია და სწორედ ამიტომ ბოდიშის მოხდა მასაც უწევს.

„ორ საკითხს მინდა გამოვეხმაურო. პირველი ეხება სოციალურ ქსელში თამარ ჩერგოლეიშვილის კომენტარს, მის წინააღმდეგ უხამსი ცილისწამების საპასუხოდ. ასეთი პასუხი ცალსახად დაუშვებელია.

სოციალურ ქსელში ხშირად ვხვდებით ბინძურ ბრალდებებს, მაგრამ ეს არანაირად ამართლებს თამარის რეაქციას. მან მალევე მოუბოდიშა საზოგადოებას. თამარ ჩერგოლეიშვილი ჩვენი პოლიტიკური გუნდის გამორჩეული ლიდერია და ამიტომ მეც მეკუთვნის ამ ინციდენტის გამო ბოდიშის მოხდა. ამ დაუშვებელი რეაქციის ანატომიის ახსნა არ ემსახურება მის გამართლებას – მხოლოდ სერიოზული შეცდომის მიზეზის განმარტებაა.

მეორე საკითხია ამ ინციდენტის გამოყენება „ნაციონალური მოძრაობის“ და მასთან აფილირებული საჯარო ფიგურების მიერ. აშკარაა, რომ მათ ეს ინციდენტი ხელსაყრელ საბაბად ჩათვალეს.

„ნაციონალურ მოძრაობას“ უჭირს ნებისმიერი თანამშრომლობა, სადაც მათ პარტიას და მათ ლიდერს, პოლიტპატიმარ მიხეილ სააკაშვილს ცენტრალური ადგილი არ უკავია და სადაც ღიად აკრიტიკებენ მათი ლიდერის და სხვა ფიგურების უპასუხისმგებლო ნაბიჯებს თუ გამონათქვამებს. ამას თან ერთვის ამ პარტიის შიგნით არსებული ღრმა კრიზისი. „ფედერალისტები“ კი ყოველთვის აუცილებლად მივიჩნევდით და მივიჩნევთ, კრიტიკულად გამოვეხმაუროთ იმას, რაც ჩვენი აზრით, საპროტესტო მოძრაობას აზიანებს. ამასთან ერთად, ჩვენ საჭიროდ მივიჩნევთ თანამშრომლობას განსხვავებული შეხედულებების, ზოგჯერ კი განსხვავებული ფასეულობების მქონე პოლიტიკურ ძალებს შორისაც იმ საკითხებზე, რაც გვაერთიანებს. ასეთი ამოცანა იყო და არის ივანიშვილის რეჟიმის მიერ დადგმული, ე.წ 4 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნების ფარსის დელეგიტიმაცია.

ამჟამად, ჩვენი პრიორიტეტი 13 სექტემბრის საპროტესტო აქცია და ამის შემდეგ საპროტესტო მოძრაობის გაფართოებაა, რაც ივანიშვილის რეჟიმის ძალაუფლებიდან ჩამოცილებით უნდა დასრულდეს“

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალის ექსკლუზიური მხარდაჭერით, ლოპოტამ $20-მილიონიანი ობლიგაციების სადებიუტო პროგრამის ფარგლებში, აშშ დოლარისა და ევროს ტრანშები სრულად განათავსა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალის ექსკლუზიური მხარდაჭერით, ლოპოტამ $20-მილიონიანი ობლიგაციების სადებიუტო პროგრამის ფარგლებში, აშშ დოლარისა და ევროს ტრანშები სრულად განათავსა

18:18 08-19-2026
განახლებული მობაილ ბანკი ლიბერთის მომხმარებლებისთვის
ახალი ამბები

განახლებული მობაილ ბანკი ლიბერთის მომხმარებლებისთვის

18:13 08-19-2026
დაჭრილ მეომართა თანადგომის ფონდი
ახალი ამბები

“დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” იანვარ-აგვისტოს საქმიანობა

14:07 08-19-2026
თიბისის ონლაინ განათლების პროგრამები, რომლებიც მთელ საქართველოს აერთიანებს
ახალი ამბები

თიბისის ონლაინ განათლების პროგრამები, რომლებიც მთელ საქართველოს აერთიანებს

13:43 08-19-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved