• რეკლამა
  • კონტაქტი
14:16, ხუთშაბათი, 1 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ეს ციხე არ არის, წამებაა. შეიძლება ექიმი ერთი თვე არ იყოს ციხეში? 36 კვ.მ.–ში 6 კაცი, ტარაკნები დარბიან, 40 გრადუსი სიცხეა…” – ვასილ კაძელაშვილი

ალია ავტორი - ალია
14:01 08-29-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
849

ფოტო – პუბლიკა.

შემოდგომა-ზამთრის აქციებზე და პროტესტში მონაწილეობის გამო დაკავებული სინდისის პატიმრების საქმეთა განხილვა ფინალურ ეტაპზეა. 27 აგვისტოს ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებული 8 პირის [ნიკოლოზ ჯავახიშვილი, ზვიად ცეცხლაძე, ვეფხია კასრაძე, გიორგი გორგაძე, თორნიკე გოშაძე, ინსაფ ალიევი, ირაკლი მიმინოშვილი და ვასილ კაძელაშვილი] საქმეზე ბოლოს წინა სხდომა გაიმართა. დასკვნითი სიტყვები დაასრულეს ადვოკატებმა. რეპლიკებზე უარი თქვა როგორც ბრალდების, ისე, შესაბამისად, დაცვის მხარემაც. რვავე ბრალდებულმა თავისი საბოლოო სიტყვა თქვა.

მოსამართლე თამარ მჭედლიშვილი განაჩენს 2 სექტემბერს გამოაცხადებს.

ნეტგაზეთი აქვეყნებს ვასილ კაძელაშვილის საბოლოო სიტყვას სასამართლოში.


დიდი მადლობა თქვენ, ქალბატონო მოსამართლევ. თქვენი დამსახურებაა, რომ ყველაზე კარგი პროცესები გვაქვს. მადლობა ამ ადამიანებს, საოცარ ადამიანებს, იურისტებს, ადვოკატებს, რომ ასე თავგანწირვით იბრძვით სიმართლისთვის, ღირებულებებისთვის, ფასეულობებისთვის, რითაც გაიზარდეთ, რითაც მოდიხართ. დილით რომ ადგებით, სამსახურში რომ მიდიხართ, სარკეში რომ ჩაიხედავთ, თქვენი თავის არ გრცხვენიათ. მადლობელი ვარ თქვენი. ყველა თქვენს კოლეგას ჩემი მხრიდან მოკითხვა და მადლობა გადაეცით, რომ ასე ამოღებული ხმლით იბრძვით ადამიანებისთვის, რომლებსაც თავისუფლება წაართვეს.

რაც შეეხება ჩემს საქმეს. მეცინება, ჯგუფურობას მედავებიან.

ასეთი ცხოვრება მქონდა, მშობლები ადრეულ ასაკში დავკარგე, მაგრამ მე ჩემით გავაგრძელე ცხოვრება. 18 წელი ვითამაშე წყალბურთი საქართველოს ნაკრებში. ბევრი წარმატება მაქვს ჩემი ქვეყნისთვის მოტანილი. ვისაც როგორ შეგვეძლო, ისე ვომობდით 90-იანებში. ზოგს იარაღი ჰქონდა აღებული, ზოგი სხვა მხრიდან, სპორტით ვცდილობდით, რომ ქვეყანა წინ წაგვეწია.

ვერასოდეს ვერ ვიტანდი ძალადობას. დღეს, ჩემს გულში რომ ჩავიხედავ… ისეთ ბრალდებას მიყენებენ, რომ მე თითქოსდა ვაორგანიზებდი ამ ანგელოზივით თაობას, მაგარ ახალგაზრდებს. ამათ დასაორგანიზებელი არაფერი არ აქვთ. მე იმ ხალხს მივმართავ, ვისაც აიფონი მარტო სურათის გადასაღებად უნდა. ესენი ცხოვრობენ შიგნით, ინფორმაციას იღებენ, სწავლობენ. ამათ ვერავინ ვერ დაეწევათ იმიტომ, რომ იმ პირველ ინფორმაციას ტელევიზორში კი არ უსმენენ და რაღაც პროპაგანდისტულ არხებზე, შედიან და ოფიციალური გვერდიდან კითხულობენ, ამათ ვერ მოატყუებენ.

სულ მინდოდა, სასამართლოზე მეთქვა და თავს ვიკავებდი. კადრები რომ გავიდა „იმედზე“, ბევრმა მეგობარმა დამირეკა. ბევრი ქვეყანა მაქვს მოვლილი. ბოლოსაც ერთი წლის წინ ვიყავი ევროპაში. შემეძლო, რომ იმ კადრების გასვლის მომენტიდან ავმდგარიყავი და წავსულიყავი. მაგრამ სიმართლესა და ტყუილს შორის სიმართლე ვამჯობინე, რომ ტყუილი დამემარცხებინა. ამიტომ დავრჩი და არ წავედი.

მეორე დილას მირეკავს ერთ-ერთი ჩემი მეზობელი, რომელთანაც არ მაქვს ისეთი ურთიერთობა… მეუბნება, შეხვედრა მინდაო. კი ბატონო, შევხვდეთ-მეთქი. თან გამიკვირდა, არ მაქვს მასთან ახლო ურთიერთობა. შევდივარ და შესასვლელში ტელეფონს მატოვებინებს. ვსხდებით „ზალაში“ და შეგრძნება მაქვს, იმ სახლში კიდევ ვიღაც იმყოფება. მეუბნება ისეთ რამეს… მთელი ეს 9 თვე, რაც გავიარე, მაშინვე მომიყვა: რა დამემართებოდა, თუ მათ დაწერილს, ტელევიზიით არ გამოვიდოდი, ან ჩანაწერს არ გავაკეთებდი და ისე არ ვიტყოდი. მაგრამ მე ჩემი ვქენი. მე დღეს აქ ვარ და ამ ბიჭების გვერდით ვარ. მე სიმართლის მხარეს ვარ და ამ ყველაფერში ჩემი ოჯახი დამეხმარა. დიდ მადლობას გადავუხდი ჩემს მეუღლეს, ჩემს შვილებს. ერთ-ერთი ჩემი შვილი დღესაც ვერ მოდის ამდენი თვეა სამსახურიდან და ძალიან, ძალიან მაგრად მენატრება.

ის, სადაც ჩვენ ვსხედვართ, ციხე არ არის, წამებაა. ეს არის წამება, ბატონო მოსამართლევ. შეიძლება ექიმი ერთი თვე არ იყოს ციხეში? პატიმრები ელოდებოდნენ როდის გამოვა შვებულებიდან? 36 კვადრატულ მერში 6 კაცი რომ არის, ტარაკნები რომ არიან, საშინელი მდგომარეობა რომაა და 40 გრადუსი სიცხეა, ეს წამება არის.

მე არ ვისაუბრებ, რა ეტაპი გავიარე ციხემდე, როგორი ზეწოლა იყო. მე დღეს არ ვფიქრობ ამაზე. პირველ რიგში, ამ ადამიანებზე ვფიქრობ. 90-იანი წლებიდან ჩვენ ბევრჯერ დავიჩაგრეთ, მაგრამ ეს ახალგაზრდები ამას არ იმსახურებენ, ეს ადამიანები სიცოცხლით, ცხოვრებით უნდა ტკბებოდნენ, თავისი მშობლების სიყვარულით უნდა ტკბებოდნენ.

 

 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

სიახლე თიბისის მობაილბანკში – ელექტრონული სატენდერო გარანტიის მიღება უკვე ონლაინაა შესაძლებელი
ახალი ამბები

სიახლე თიბისის მობაილბანკში – ელექტრონული სატენდერო გარანტიის მიღება უკვე ონლაინაა შესაძლებელი

12:25 10-01-2026
დიაბეტი და მხედველობა — ოფთალმოქირურგ გიორგი ნანობაშვილის რჩევები დიაბეტური რეტინოპათიის პრევენციასა და მკურნალობაზე
ახალი ამბები

დიაბეტი და მხედველობა — ოფთალმოქირურგ გიორგი ნანობაშვილის რჩევები დიაბეტური რეტინოპათიის პრევენციასა და მკურნალობაზე

19:32 09-30-2026
ბაზისბანკის მხარდაჭერით საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი „თბილისური ბროწეულები“ გაიმართა
ახალი ამბები

ბაზისბანკის მხარდაჭერით საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი „თბილისური ბროწეულები“ გაიმართა

19:04 09-30-2026
მორიგი ჯილდო The Digital Banker-ისგან – საუკეთესო საკრედიტო ბარათი მაღალშემოსავლიანი სეგმენტის მომხმარებლებისთვის აღმოსავლეთ ევროპაში
ახალი ამბები

მორიგი ჯილდო The Digital Banker-ისგან – საუკეთესო საკრედიტო ბარათი მაღალშემოსავლიანი სეგმენტის მომხმარებლებისთვის აღმოსავლეთ ევროპაში

15:58 09-30-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved