• რეკლამა
  • კონტაქტი
21:10, ხუთშაბათი, 2 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

სათათბირო ოთახში რომ გახვალთ, გამბედაობას გისურვებთ – ლაშა ცუცქირიძე მოსამართლეს

ალია ავტორი - ალია
13:25 08-29-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,247

როდესაც სათათბირო ოთახში გახვალთ გადაწყვეტილების მისაღებად, გულწრფელად გისურვებთ შეუვალობას, დამოუკიდებლობას და გამბედაობას – ამ სიტყვებით მიმართა ონისე ცხადაძის ადვოკატმა, ლაშა ცუცქირიძემ მოსამართლე ნინო გალუსტაშვილს.

„ახლა თქვენ მოგმართავთ ბატონო მოსამართლე – ეს ბიჭები, რომლებიც სამწუხაროდ საბრალდებო სკამზე სხედან, იცავდნენ ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს, სიტყვისა და აზრის გამოხატვის თავისუფლებას და სიმართლეს.
და თუ თქვენ, თქვენი გადაწყვეტილებით, არ დაიცავთ ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს, სიტყვისა და აზრის გამოხატვის თავისუფლებას და სიმართლეს, თქვენივე გადაწყვეტილება გახდება იარაღი, რომელიც მიმართულია სწორედ ამ ღირებულებებისკენ.
და როდესაც სათათბირო ოთახში გახვალთ გადაწყვეტილების მისაღებად, გულწრფელად გისურვებთ შეუვალობას, დამოუკიდებლობას და გამბედაობას, ვინაიდან ნებისმიერ შემთხვევაში, რა განაჩენიც არ უნდა გამოიტანოთ, ჩვენი ქვეყნის სამართალწარმოების უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი რთული და მძიმე გადაწყვეტილების მიღება მოგიწევთ.
თუმცა მანამდე მინდა იცოდეთ და კიდევ ერთხელ ხმამაღლა განვაცხადო, რომ ონისე ცხადაძე, ანდრო ჭიჭინაძე, გიორგი ტერიშვილი, ირაკლი ქერაშვილი, ლუკა ჯაბუა, გური მირცხულავა, ჯანო არჩაია, ვალერი თეთრაშვილი, რევაზ კიკნაძე, რუსლან სივაკოვი და სერგეი კუხარჩუკი არიან უდანაშაულოები და სრულად უნდა გამართლდნენ წარდგენილ ბრალდებაში”.

ამ წუთებში, თბილისის საქალაქო სასამართლოში ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვის, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილის, გიორგი ტერიშვილის, ირაკლი ქერაშვილის, რევაზ კინაძისა და სერგეი კუხარჩუკის პროცესი მიმდინარეობს – სხდომაზე ადვოკატები დასკვნით სიტყვას ამბობენ.

ცნობისთვის, დაკავებულებს – ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კინაძესა და სერგეი კუხარჩუკს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.

აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026

ბიზნესი

საგანძურის მარათონი დაიწყო – შემოუერთდი საგანძურის მაძიებლებს თიბისის მობაილბანკში
ახალი ამბები

საგანძურის მარათონი დაიწყო – შემოუერთდი საგანძურის მაძიებლებს თიბისის მობაილბანკში

19:39 07-01-2026
თიბისი სტუმრებს Tbilisi Open Air-ზე განსაკუთრებული შეთავაზებებით უმასპინძლებს
ახალი ამბები

თიბისი სტუმრებს Tbilisi Open Air-ზე განსაკუთრებული შეთავაზებებით უმასპინძლებს

15:39 07-01-2026
როგორ ამოვიცნოთ პერიფერიული არტერიების დაავადებები? – ერთი ოქროს წესი
ახალი ამბები

როგორ ამოვიცნოთ პერიფერიული არტერიების დაავადებები? – ერთი ოქროს წესი

18:12 06-30-2026
სოციალური დიზაინის დღეები: ცირკულარული დიზაინი და მდგრადი ინოვაციები – თიბისი
ახალი ამბები

სოციალური დიზაინის დღეები: ცირკულარული დიზაინი და მდგრადი ინოვაციები – თიბისი

15:14 06-30-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved