• რეკლამა
  • კონტაქტი
00:21, ხუთშაბათი, 16 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

21 წლის გიორგი გორგაძის დასკვნითი სიტყვა სასამართლოზე – “შემეძლო, წავსულიყავი აქედან და ალბათ, მოვასწრებდი კიდეც, მაგრამ ვარჩიე, რომ ასე ჯობდა”

ალია ავტორი - ალია
19:59 08-28-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
286

ფოტო – რადიო თავისუფლება

შემოდგომა-ზამთრის აქციებზე და პროტესტში მონაწილეობის გამო დაკავებული სინდისის პატიმრების საქმეთა განხილვა ფინალურ ეტაპზეა. 27 აგვისტოს ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებული 8 პირის [ნიკოლოზ ჯავახიშვილი, ზვიად ცეცხლაძე, ვეფხია კასრაძე, გიორგი გორგაძე, თორნიკე გოშაძე, ინსაფ ალიევი, ირაკლი მიმინოშვილი და ვასილ კაძელაშვილი] საქმეზე ბოლოს წინა სხდომა გაიმართა. დასკვნითი სიტყვები დაასრულეს ადვოკატებმა. რეპლიკებზე უარი თქვა როგორც ბრალდების, ისე, შესაბამისად, დაცვის მხარემაც. რვავე ბრალდებულმა თავისი საბოლოო სიტყვა თქვა.

მოსამართლე თამარ მჭედლიშვილი განაჩენს 2 სექტემბერს გამოაცხადებს.

ნეტგაზეთი აქვეყნებს 21 წლის გიორგი გორგაძის საბოლოო სიტყვას სასამართლოში.


რაც მომაფიქრდება, იმას ვიტყვი. გარწმუნებთ, არაფერია სანერვიულო, ეს 4 წელიც, 6 წელიც, თუ რაც იქნება, ყველაფერი გაივლის, ყველაფერი კარგად იქნება და ეს ქვეყანაც თავისუფალი და დამოუკიდებელი იქნება. ისეთ ქვეყანაში ვიცხოვრებთ მეც, თქვენი შვილებიც, ალბათ ჩემი შვილებიც, ჩემი ოჯახიც, როგორიც გვინდა რომ იყოს – დამოუკიდებელი და თავისუფალი.

პირველ რიგში, მადლობა მინდა გადავუხადო ჩემი ოჯახის წევრებს – მამაჩემს, დედაჩემს, ჩემს დას. ასევე მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს მეგობრებს, მთელი ამ ხნის განმავლობაში, რომ გვერდით მედგნენ, ნათესავებს…

გადავალ საქმეზე: თავიდანვე, ჩემთვის გაუგებარი ბრალდება იყო. ეს ბიჭები სასამართლოს ე.წ. ფუქსებში გავიცანი. არც ვიცოდი თავიდან, როცა შემოვედი მათთან ერთად, რომ საერთო საქმეს გვედავებოდნენ. სასაცილო აღმოჩნდა ცოტა იმიტომ, რომ გამიკვირდა, არ ვიცნობ ადამიანებს და ამათთან ერთად რა საერთო საქმეს მედავებიან-მეთქი. თავიდანვე ისე მივუდექი საქმეს, რომ საბოლოოდ, მაინც ალბათ გამამართლებელი განაჩენი დადგება, მიუხედავად იმისა, რომ ამ ქვეყანაში სამართალი დიდი ხანია დაკარგულია.

კიდევ რაც მინდოდა მეთქვა: ჩემი დაკავება მოხდა, ფაქტობრივად, ჩემი ნებით. შემეძლო, წავსულიყავი აქედან და ალბათ, მოვასწრებდი კიდეც, მაგრამ ვარჩიე, რომ ასე ჯობდა. არ ვიყავი სახლში, პოლიციიდან დამირეკეს და მითხრეს, ასე და ასეა საქმე და უნდა მოხვიდე სახლშიო. გადავწყვიტე, რომ მივსულიყავი სახლში, სად უნდა წავსულიყავი?..

საკმაოდ მხნედ შევხვდი ამ ყველაფერს. არცერთი წამით არ შემშინებია არაფრის. არც ციხის კედლები შემაშინებს და არაფერი ცხოვრებაში, როცა ჩემს ქვეყანას ეხება ეს ყველაფერი.

ტელევიზიაში ხშირად მესმის, „რადიკალები“ და მსგავსი ფრაზები. ბევრი ადამიანი შემიძლია მოვიყვანო და ჩემი პიროვნება დაახასიათოს. ქალბატონო თამარ [მიმართავს მოსამართლეს], თქვენც გექნებათ ჩემი დახასიათება. არ ვიცი, როგორ მუშაობს ეს სტრუქტურა, არ ვყოფილვარ ჩახედული. მაგრამ დარწმუნებული ვარ, იქნება სასამართლოში რაღაც ეგეთი, რომ ბრალდებულს ყოველთვის ახასიათებენ, როგორი ქცევა აქვს და ამ ყველაფერს ითვალისწინებენ. თქვენც დარწმუნებული იქნებით, რომ არ ვარ მე ეგეთი ადამიანი — მოძალადე, რადიკალი, პარლამენტი დამეწვა, ქვა მესროლა, ან მსგავსი რამ. არ ჯდება ჩემს ადამიანობაში, შეიძლება ჭიანჭველას არ დავაბიჯო და პირიქით, გავიწიო.

სასაცილოა ეს ბრალდება და ყველაფერი, რასაც თქვენც ისმენდით. როგორც იცით, დაკავების წუთიდან მე დუმილის უფლებას ვიყენებ, ხმა არ ამომიღია და ახლა პირველად ვამბობ სიტყვას. უდანაშაულოდ ვცნობ თავს და იმედია, თქვენ, ქალბატონო თამარ, პიროვნულად, მიიღებთ სამართლიან გადაწყვეტილებას. ამ ქვეყანაში სამართალი იზეიმებს და ეს საქმე, დარწმუნებული ვარ, ისტორიას დარჩება, როგორც პრეცედენტი, რომ დიდი ზეწოლის მიუხედავად, სამართლიანი განაჩენი როგორ გამოიტანა ქალბატონმა თამარ მჭედლიშვილმა.

საბოლოოდ, მინდა ვთქვა… მამაჩემს მინდა მადლობა გადავუხადო, რომ ბავშვობიდანვე შემაყვარა ფეხბურთი, ტრიბუნა. ჩვენს ფეხბურთელებს მინდა, წარმატება ვუსურვო მსოფლიოს შესარჩევ ჯგუფში. იმედია, მსოფლიოზეც გახვალთ, როგორც ევროპაზე 2024-ში, როცა თქვენთან ერთად ვიყავი. სამართლიანი განაჩენის მიხედვით, 2026-ში ამერიკაში შევხვდებით ერთად და ვიზეიმებთ თქვენს გამარჯვებას. საბოლოოდ, ვთვლი, რომ ზღაპრის ბოლო კეთილია. არცერთი ზღაპარი არ მთავრდება ცუდად. ჩვენ ზღაპარში ვცხოვრობთ და სულ ვიცხოვრებთ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

ახალი ამბები

სისხლის სამართლის ადვოკატი მარიამ ჭყონია – რთული საქმეების დაცვის სტრატეგია

14:50 04-15-2026
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
ახალი ამბები

PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში

13:19 04-15-2026
როგორ უნდა გაზარდო ბინის დღიურად გაქირავება 50 პროცენტით – პროფესიული ხრიკები
ახალი ამბები

როგორ უნდა გაზარდო ბინის დღიურად გაქირავება 50 პროცენტით – პროფესიული ხრიკები

21:00 04-13-2026
კამერების მონტაჟისას დაშვებული მთავარი შეცდომები – რა საფრთხეს აგარიდებს პროფესიონალი და როგორ?
ახალი ამბები

კამერების მონტაჟისას დაშვებული მთავარი შეცდომები – რა საფრთხეს აგარიდებს პროფესიონალი და როგორ?

16:09 04-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved