• რეკლამა
  • კონტაქტი
11:29, სამშაბათი, 9 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

უნგრეთმა Дружба-ს მილსადენზე იერიშის გამო უკრაინელ მეთაურს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა

ალია ავტორი - ალია
18:51 08-28-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,239

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პეტერ სიიარტომ 28 აგვისტოს განაცხადა, რომ Дружба-ს მილსადენზე თავდასხმის გამო, უნგრეთი იერიშის მოწყობაზე პასუხისმგებელი უკრაინული სამხედრო ქვედანაყოფის მეთაურს, რობერტ ბროვდის (მეტსახელად “მადიარს”) ქვეყანასა და შენგენის ზონაში შესვლა აუკრძალა.

ბოლო კვირების განმავლობაში უკრაინამ, სულ მცირე, სამი იერიში მიიტანა Дружба-ს მილსადენზე, რომელსაც რუსული ნავთობი უნგრეთიდან სლოვაკეთში გადააქვს, რამაც რუსული ნავთობის მიწოდება რამდენჯერმე დროებით შეაფერხა.

სიიარტოს არ დაუსახელებია იმ მეთაურის სახელი, რომელსაც აკრძალვა შეეხო, თუმცა უნგრეთის პრემიერმინისტრის პოლიტიკურმა დირექტორმა, ბალაზს ორბანმა უნგრულ გამოცემა 444-ს დაუდასტურა, რომ ზომები უკრაინის შეიარაღებული ძალების უპილოტო სისტემების ქვედანაყოფის მეთაურს, რობერტ ბროვდის ეხება.

მანამდე ბროვდიმ, რომელიც ეთნიკურად უნგრელია და მეტსახელად “მადიარით” არის ცნობილი, დაადასტურა, რომ მისი დანაყოფი Дружба-ს წინააღმდეგ დრონებით იერიშის მიტანაზე იყო პასუხისმგებელი. მისი თქმით, სპეცოპერაციის ფარგლებში 14 დრონი-კამიკაძე იყო გამოყენებული.

რუსულ მილსადენზე დარტყმების შემდეგ სიიარტომ მომხდარს “უნგრეთის ენერგოუსაფრთხოებაზე მორიგი თავდასხმა” უწოდა და დაამატა, რომ “ეს ომში ჩვენი ჩათრევის კიდევ ერთი მცდელობაა.”

ამასთან, უნგრეთის პრემიერმა, ვიქტორ ორბანმა აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს წერილიც მისწერა, რომელშიც იგი უკრაინის მხრიდან რუსეთში Дружба-ს მილსადენზე მიტანილი იერიშის გამო ჩივის.

“ჩვენ ყოველთვის ვუჭერდით მხარს უკრაინასა და უნგრეთს შორის მეგობრობას, ახლა ამ მეგობრობის [Дружба-ს] არსებობა უნგრეთის პოზიციაზეა დამოკიდებული,” უპასუხა ზელენსკიმ ჟურნალისტს.

ცნობისთვის, უნგრეთი ნავთობის უდიდეს ნაწილს სწორედ ნავთობსადენი Дружба-ს საშუალებით იღებს, რომელიც უნგრეთსა და სლოვაკეთს რუსულ ნავთობს ბელარუსისა და უკრაინის გავლით აწვდის. Дружба-ს საერთო სიგრძე დაახლოებით 9000 კილომეტრია. ხოლო უნეჩა Дружба-ს ერთ-ერთი საკვანძო სადგურია.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

სასტუმრო თუ აპარტამენტი: პლუსები, მინუსები და ფასები
ახალი ამბები

სასტუმრო თუ აპარტამენტი: პლუსები, მინუსები და ფასები

20:18 06-08-2026
ყველაზე საჭირო აპები როუმინგში მეგაბაიტების ხარჯვის გარეშე
ახალი ამბები

ყველაზე საჭირო აპები როუმინგში მეგაბაიტების ხარჯვის გარეშე

16:58 06-08-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

16:48 06-08-2026
რა შემთხვევაშია ბათუმში მანქანის ქირაობა 3-ჯერ ძვირი და როგორ აიცილო ეს თავიდან?
ახალი ამბები

რა შემთხვევაშია ბათუმში მანქანის ქირაობა 3-ჯერ ძვირი და როგორ აიცილო ეს თავიდან?

16:28 06-08-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved