• რეკლამა
  • კონტაქტი
14:17, ხუთშაბათი, 1 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ალიევმა რუსეთს ოკუპანტი უწოდა – დაადანაშაულა ტყუილში და თვითმფრინავის გამიზნულად ჩამოგდებაში

ალია ავტორი - ალია
18:16 08-28-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
5,805

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა აღნიშნა, რომ საბჭოთა რუსეთის არმია 1920 აზერბაიჯანში შეიჭრა, აზერბაიჯანს სახელმწიფო წაართვა და მისი ოკუპაცია მოახდინა. ამის შესახებ ალიევმა საუდის არაბეთის სახელმწიფო მედიისთვის, Al Arabiya-სთვის მიცემულ ინტერვიუში ილაპარაკა.

“1917 წელს რუსეთის იმპერიის დაშლის შემდეგ აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკა დაარსდა. ეს იყო პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა მუსლიმურ სამყაროში, რომელიც 1918 წლის მაისში დაარსდა. მან 1920 წლის აპრილამდე იარსება, როდესაც რუსეთის არმია აზერბაიჯანში შეიჭრა და ქვეყნის ოკუპაცია მოახდინა. ბოლშევიკებმა, რომლებმაც 1917 წელს რევოლუცია მოაწყვეს, ხალხი მოატყუეს. მათი ლოზუნგები იყო: “ქარხნები და საწარმოები – მუშებს, მიწა – გლეხებს, თავისუფლება – ხალხებს”. ჩვენ ჩვენივე სახელმწიფო შევქმენით, მაგრამ ბოლშევიკებმა ჩვენ ის წაგვართვეს. 1920 წლის აპრილში რუსული არმია აზერბაიჯანში შეიჭრა და მისი ოკუპაცია მოახდინა”.- თქვა ალიევმა.

ამავე ინტერვიუში ალიევმა რუსეთსა და აზერბაიჯანს შორის ამჟამინდელ ურთიერთობებზე ილაპარაკა და კვლავ აღნიშნა, რომ აზერბაიჯანი “რუსული შეჭრის პირველი დღიდან უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას უჭერდა მხარს და განაგრძობს მის მხარდაჭერას”. 

“თუნდაც მათ, როგორც ამბობენ, 20 წლის წინ დანაშაული ჩაედინათ, ისინი ხომ ადამიანები არიან. მათთან ასე მოპყრობა არ შეიძლება. ეს რანაირი დამოკიდებულებაა? მათ შორის იყვნენ აზერბაიჯანის მოქალაქეები და აზერბაიჯანული წარმომავლობის რუსეთის მოქალაქეები. ეს იყო უპრეცედენტო აქტი ჩვენი ერის წინააღმდეგ. ჩვენ არ ვაგებთ პასუხს ურთიერთობების გაუარესებისთვის. ჩვენ კონსტრუქციულად და კანონიერად ვპასუხობთ, მაგრამ ჩვენს მიმართ აგრესიის ან უპატივცემულობის არანაირ ნიშანს ან გამოვლინებას არ მოვითმენთ”. – თქვა ალიევმა.

შეგახსენებთ, რომ 28 ივნისს, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ბაქოში რუსეთის საქმეთა დროებითი რწმუნებული, პიოტრ ვოლოკოვიხი დაიბარა, რომელსაც 27 ივნისის რეიდების დროს ორი აზერბაიჯანელის “ბრუტალური მკვლელობის” გამო მთავრობის პროტესტი გამოუთქვეს. სამინისტროს განცხადებით, რეიდების შედეგად, რამდენიმე ადამიანი მძიმედ დაშავდა.

29 ივნისს, აზერბაიჯანის კულტურის სამინისტრომ რუსული კულტურული ღონისძიებები გააუქმა, მას შემდეგ, რაც რუსეთის ქალაქ ეკატერინბურგში ჩატარებული პოლიციის რეიდების დროს ეთნიკური აზერბაიჯანელების სავარაუდო მკვლელობამ ქვეყნებს შორის დიპლომატიური დაძაბულობა გამოიწვია.

30 ივნისს ბაქოში მდებარე რუსული პროპაგანდისტული მედია Sputnik-ის ოფისში პოლიცია შევიდა. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ოპერაციის ფარგლებში, სხვადასხვა ბრალდებით, სულ შვიდი ადამიანი დააკავეს. უწყების განცხადებით, სისხლის სამართლის საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.

მანამდე, აზერბაიჯანში Sputnik-ს, რომელიც რუსეთის სახელმწიფო სააგენტო Russia Today-ს ნაწილია, საქმიანობა ოფიციალურად შეუჩერეს, თუმცა, ადგილობრივი მედიის ცნობით, ოფისი მუშაობას აგრძელებდა და თანამშრომლები კვლავ დადიოდნენ.

მოგვიანებით, მოსკოვსა და ბაქოს შორის მზარდი დიპლომატიური დაძაბულობის ფონზე, ეკატერინბურგში ურალის რეგიონის ადგილობრივი აზერბაიჯანული დიასპორის ხელმძღვანელი, შახინ შიხლინსკი დააკავეს.

შემდგომ 9 ივლისს რუსეთმა მოსკოვის ოლქში აზერბაიჯანული დიასპორის ხელმძღვანელი, ელშან იბრაჰიმოვი ქვეყნიდან გააძევა. ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა Al Arabiya-სთან ინტერვიუში, ასევე თქვა:

რუსეთის მხრიდან აზერბაიჯანული სამოქალაქო თვითმფრინავის ჩამოგდებამ და ამაზე რუსი მაღალჩინოსნების რეაქციამ აზერბაიჯანში ძალზე დიდი გაღიზიანება და იმედგაცრუება გამოიწვია. პირველ რიგში, ეს საერთოდ არც უნდა მომხდარიყო, რადგან როცა რუსულ აეროპორტებზე დრონებით თავდასხმა ხდება, ისინი განსაკუთრებულ რეჟიმს აცხადებენ. რუსულად ამას ковёр-ს ეძახიან და ყველა თვითმფრინავი იღებს სიგნალს, რომ დრონებით თავდასხმაა და უკან ბრუნდებიან.

ავიაკატასტროფამდე ორი კვირით ადრე მსგავსი რამ დაემართა ჩვენს თვითმფრინავს, რომელიც იმავე რუსული ქალაქისკენ მიფრინავდა და სიგნალი მიიღო, რის გამოც უკან გაბრუნდა. მეორეჯერ მათ მსგავსი სიგნალი არ გაუგზავნიათ. სიგნალი მხოლოდ მას შემდეგ გაგზავნეს, როცა თვითმფრინავი უკვე ჩამოგდებული იყო. ეს იმისთვის გააკეთეს, რომ გამომძიებლები შეცდომაში შეეყვანათ. ორჯერ ესროლეს მას [თვითმფრინავს]. მხოლოდ პილოტების პროფესიონალიზმისა და გამბედაობით გახდა შესაძლებელი თვითმფრინავის დაშვება და, საბედნიეროდ, ის ყაზახეთში დაეშვა და არა – რუსეთში.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

სიახლე თიბისის მობაილბანკში – ელექტრონული სატენდერო გარანტიის მიღება უკვე ონლაინაა შესაძლებელი
ახალი ამბები

სიახლე თიბისის მობაილბანკში – ელექტრონული სატენდერო გარანტიის მიღება უკვე ონლაინაა შესაძლებელი

12:25 10-01-2026
დიაბეტი და მხედველობა — ოფთალმოქირურგ გიორგი ნანობაშვილის რჩევები დიაბეტური რეტინოპათიის პრევენციასა და მკურნალობაზე
ახალი ამბები

დიაბეტი და მხედველობა — ოფთალმოქირურგ გიორგი ნანობაშვილის რჩევები დიაბეტური რეტინოპათიის პრევენციასა და მკურნალობაზე

19:32 09-30-2026
ბაზისბანკის მხარდაჭერით საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი „თბილისური ბროწეულები“ გაიმართა
ახალი ამბები

ბაზისბანკის მხარდაჭერით საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი „თბილისური ბროწეულები“ გაიმართა

19:04 09-30-2026
მორიგი ჯილდო The Digital Banker-ისგან – საუკეთესო საკრედიტო ბარათი მაღალშემოსავლიანი სეგმენტის მომხმარებლებისთვის აღმოსავლეთ ევროპაში
ახალი ამბები

მორიგი ჯილდო The Digital Banker-ისგან – საუკეთესო საკრედიტო ბარათი მაღალშემოსავლიანი სეგმენტის მომხმარებლებისთვის აღმოსავლეთ ევროპაში

15:58 09-30-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved