• რეკლამა
  • კონტაქტი
03:28, შაბათი, 29 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ᲡᲐᲤᲐᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲐ ᲞᲠᲝᲙᲣᲠᲐᲢᲣᲠᲘᲡ ᲛᲘᲔᲠ ᲝᲠᲒᲐᲜᲘᲖᲐᲪᲘᲘᲡ ᲓᲐᲧᲐᲓᲐᲦᲔᲑᲘᲡ ᲨᲔᲡᲐᲮᲔᲑ

ალია ავტორი - ალია
15:54 08-27-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
397

7 არასამთავრობო ორგანიზაციის საბანკო ანგარიშების დაყადაღებას ,,საფარი” გამოეხმაურა:

,,27 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქართველოს პროკურატურის მოთხოვნის საფუძველზე „საფარის“ საბანკო ანგარიშებს ყადაღა დაედო.

„საფარი“ 24 წელია მუშაობს ქალთა და გოგონათა უფლებების დაცვის, გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და თანასწორობის ხელშეწყობის მიმართულებით. ჩვენ ვამაყობთ, რომ ათასობით ქალს და ბავშვს დავეხმარეთ ამ წლების განმავლობაში, დავეხმარეთ მათ ძალადობის შეჩერებაში, სამართლიანობის აღდგენაში და ზოგადად გადარჩენაში. ჩვენი საქმიანობა ყოველთვის მიზნად ისახავდა ქალების გაძლიერებას სოციალურად, ეკონომიკურად, პოლიტიკურად.

პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაცია თითქოს „საფარის“ ფინანსები გამოყენებულ იქნა ძალადობრივი ქმედებების ორგანიზებისა და აღჭურვილობის შესაძენად, სრულიად უსაფუძვლო და ცილისმწამებლურია. არ არსებობს არც ერთი მტკიცებულება ჩვენს წინააღმდეგ.

ეს გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ ცხადყოფს რუსული სტილის რეპრესიების გაძლიერებას ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ, რაც მიზნად ისახავს კრიტიკული ხმების ჩახშობას და სამოქალაქო საზოგადოების განადგურებას.

დღეს საფრთხის ქვეშ დგას ქვეყნის დემოკრატიული განვითარება და თითოეული იმ ადამიანის უსაფრთხოება, ვინც იცავს თავისუფლებას და სამართლიანობას, ვინც იცავს საქართველოს თავისუფლებას და დამოუკიდებლობას.

ვაცხადებთ, რომ „საფარი“ განაგრძობს ბრძოლას სიმართლისა და სამართლიანობისთვის როგორც საქართველოში, ასევე საერთაშორისო დონეზე. მოვუწოდებთ ქართულ ოცნებას დაუყოვნებლივ მოხსნას ყადაღა და შეწყვიტოს რუსული რეპრესიები საკუთარი ხალხის წინააღმდეგ. ასევე მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას, გამოეხმაუროს სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ დაწყებულ უპრეცედენტო თავდასხმას საქართველოში.

მივმართავთ ძალადობის მსხვერპლ ქალებს და ბავშვებს, დაგვიკავშირდით, თუ ჩვენი დახმარება გჭირდებათ თქვენი უფლებების, ჯანმრთელობის და სიცოცხლის გადასარჩენად. ჩვენ მოხალისეობრივად გავაგრძელებთ თქვენ დახმარებას მანამ, სანამ შევძლებთ, რადგან “საფარი” არის თანასწორობის იდეისთვის და ადამიანების ღირსების დასაცავად შეკრებილი გუნდი, რომელიც შედგება თავისუფლების მოყვარე პატრიოტი მოქალაქეებისაგან.“

თეგები: საფარი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

გაიაქტიურე 28 აგვისტოს სილქფესტის სასურველი პაკეტი სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

გაიაქტიურე 28 აგვისტოს სილქფესტის სასურველი პაკეტი სპეციალურ ფასად!

09:00 08-28-2026
სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved