• რეკლამა
  • კონტაქტი
22:50, პარასკევი, 7 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რას იხსენებს ალეკო ახვლედიანი იმ დღეზე, როდესაც თორნიკე რიჟვაძემ თვითმკვლელობა სცადა?

ალია ავტორი - ალია
15:43 08-27-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
541

ალეკო ახვლედიანი, ვისი იარაღითაც თორნიკე რიჟვაძემ თვითმკვლელობა სცადა მედიასთან გამოჩნდა და ივლისში მის სახლში განვითარებულ მოვლენებზე საჯაროდ პირველად ისაუბრა:

 

,,სადღაც 5 საათზე დამიკავშირდა. ჩვენ ფაქტობრივად ძალიან ხშირად დავდიოდით საგარეჯოში ჩვენს სახლში. ეს მისთვის საყვარელი ადგილია და როცა მე თბილისში ვიყავი ჩემს გარეშეც მიდიოდა და რჩებოდა, საყვარელი სამეგობრო გვყავს იქ. დამიკავშირდა, წამო წავიდეთ, ბიჭები ვნახოთ და მერე გვიან წამოვიდეთო. შესაბამისად, 6 საათზე გაუარა ჩემმა მძღოლმა, წავედით საგარეჯოში. გზიდან დავურეკე ჩემს ადგილობრივ ორ მეგობარს. სახლში დავურეკე ჩემს დამხმარე ქალბატონს. ჩავედით, ვიმყოფებოდით მე, ჩემი უმცროსი შვილი, ჩემი ორი ადგილორბივი მეგობარი, დამხმარე ქალბატონი და მძღოლი. დაახლოებით ერთ საათნახევარში შემოგვიერთდა თორნიკეს მამა და მისი დის ქმარი, ბატონი დავითი და იყო ჩვეულებრივი მეგობრული ვახშამი.

აი ვთქვათ რაც თქვენ ბრძანეთ, როგორ ხასიათზე იყო და რაღაც, მე გეტყვით და ამას ძალიან ბევრი ადამიანი დაადასტურებს, რომ დაახლოებით ბოლო წელიწადი, წელიწადნახევარი თვითონ თორნიკე არაერთხელ ამბობდა, რომ ის უნდა წასულიყო ამ თანამდებობიდან იმიტომ, რომ ის თვლიდა, რომ 7 წელი ძალიან ბევრი იყო მისი იქ ყოფნისთვის, როგორც მისთვის, ასევე რეგიონისთვისაც. ბევრჯერ აქვს ნათქვამი, უკვე ჩემ თავსაც ვამჩნევ რომ უკვე იმ შემართებით ვერ ვარ და ა.შ. ბოლოს მისი ეს სურვილი განსაკუთრებით გააქტიურდა 2024 წლის წინასაარჩევნო პერიოდში, როცა მე მქონდა შესაძლებლობა ყოველთვის შეხვედრებზე დავდიოდით ერთად და ამბობდა, რომ ამ არჩევნებს რომ ჩავამთავრებთ უნდა მოვითხოვო სადმე გადაყვანა.

მეც სიხარულით ვეუბნებოდი, თბილისში გადავიდეთ მეც დავუბრუნდები ჩემ ქალაქს, მაგრამ მას ძალიან დიდი სურვილი ჰქონდა თავის საქმიანობა გაეგრძელებინა დიპლომატიური მიმართულებით.
მე დღეს, ახლა ნამდვილად ვერ გეტყვით მან უთხრა თუ არა პრემიერს ამის შესახებ იმიტომ, რომ ვიცი, შესაბამის დროს ეძებდა და ამიტომ მოხდა თუ არა ეს ცვლილება ნამდვილად ეს არ მიკითხავს და არ დამიზუსტებია. მაგრამ, როდესაც მისი განთავისუფლება მოხდა, რამდენიმე დღეში ის ჩამოვიდა თბილისში, როგორც შემდგომ მომიყვა, შეხვდა პრემიერს და შეთანხმდნენ, რომ უნდა გაეგრძელებინა მუშაობა დიპლომატიურ სამსახურში და როგორც მან მითხრა, თვითონ მოითხოვა, რომ არის ვაკანსია და თუ იქნებოდა შესაძლებელი ეს ყოფილიყო დიდ ბრიტანეთში”. – განაცხადა ალექსი ახვლედიანმა.  

თეგები: ალეკო ახვლედიანითორნიკე რიჟვაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი
ახალი ამბები

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი

14:48 08-05-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი
ახალი ამბები

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი

13:05 08-06-2026
თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია
ახალი ამბები

თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია

14:49 08-05-2026
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო

13:02 08-05-2026
მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
ახალი ამბები

მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს

12:55 08-05-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved