თბილისის მერი კახა კალაძე მედიასთან ლელოს და გახარია საქართველოსთვის“ მიერ თბილისის მაჟორიტარობის საერთო კანდიდატების დასახელებას გამოეხმაურა და თქვა:
„როგორ შეიძლება ისინი ერთად იყვნენ, უბრალოდ დავალება აქვთ. ვითომ პოლიტიკურ პარტიები სხვადასხვა სახელებს რომ ირქმევენ, მათ ჰყავთ ერთი პატრონი, იმართებიან გარედან. ვიღაცებს ეტყვიან, თქვენ მიიღეთ, თქვენ არ მიიღოთ არჩევნებში მონაწილეობა და ასრულებენ ამ დავალებებს, ვერავინ გავბედავს მათ არ შესრულებას. ისინი არიან ჩვეულებრივი აგენტები, როცა ხარ აგენტი არ ეკუთვნი არც საკუთარ თავს, არც ქვეყანას“, – განაცხადა კახა კალაძემ.
კომენტარები