• რეკლამა
  • კონტაქტი
07:32, კვირა, 18 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“რუსეთში საწვავის კრიზისია – ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები იკეტება” – ზურაბ ფარჯიანი

ალია ავტორი - ალია
01:30 08-25-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,860

დიპლომატი, ზურაბ ფარჯიანი:

რუსეთში საწვავის კრიზისია – უკრაინული დრონების დარტყმების გამო ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები იკეტება.

თუ ადრე უკრაინული დრონების დარტყმები ერთჯერადი იყო, 2025 წელს ტაქტიკა შეიცვალა. დარტყმები სერიული გახდა. განმეორებით ურტყამენ ერთ და იმავე ობიექტებს.

მსგავსი ტაქტიკა რუსებს აღარ აძლევთ ძვირადღირებული ტექნიკის, პირველადი გადამუშავების, ჰიდროკრეკინგისა და კატალიზური კრეკინგის ბლოკების სწრაფად აღდგენის საშუალებას.

უკრაინა მასიურად იყენებს 1000-1500 კმ-ის მოქმედების რადიუსის მქონე დრონებს.

ნავთობის ექსპორტის ტერმინალების წინააღმდეგ გამოიყენება საზღვაო დრონებიც. დააზიანეს “დრუჟბას” ნავთობსადენიც, რომელიც რუსული ნავთობით ამარაგებს უნგრეთს და სლოვაკეთს.

ამასთან, უკრაინის უკვე აქვს საკუთარი ფრთოსანი რაკეტა Flamingo, რომლის მოქმედების რადიუსი 3000 კმ-მდეა და პოტენციურად ურალსა და ციმბირს მიწვდება. ამ რაკეტას შეუძლია მიწვდეს რუსეთის უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას ომსკში.

რუსეთის პრობლემა – ტექნოლოგიური ჩამორჩენა და დიდი ტერიტორიაა, რომელსაც ვერ იცავენ.

საქმე იმაშია, რომ რუსეთს ძალიან ცოტა რამ აქვს საკუთარი წარმოების. რუსეთში თანამედროვე ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები დასავლური კომპანიების აღჭურვილობით აშენდა და 2022 წლის შემდეგ შეწყდა რუსუეთისთვის აღჭურვილობის და პროგრამული უზრუნველყოფის მიწოდება.

თუ რუსეთს რაიმეს შეცვლა ან რემონტი სჭირდება, იძულებულია ჩინური სათადარიგო ნაწილები იყიდოს. მაგრამ ჩინეთი არაა ამ სფეროში “ძლიერი” და შესაბამისად ჩინური პროდუქცია უხარისხოა, ამიტომ ნებისმიერი ნავთობგადამამუშავებელი საწარმოს მწყობრიდან გამოსვლა რუსეთს ძალიან აზარალებს, რადგან აღდგენისთვის ელემენტარული სათადარიგო ნაწილები არა აქვთ

შედეგად, უკრაინის ყოველი თავდასხმა თვეებით შეფერხებას იწვევს.

ამასთან, ძირითადი ნავთობგადამამუშავებელი სიმძლავრეები ქვეყნის ევროპულ ნაწილშია და ხელმისაწვდომია უკრაინული დარტყმებისთვის.

ამასთან, უკრაინული თავდასხმების სიხშირის და დიაპაზონის ზრდა რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემას დილემის წინაშე აყენებს: პრაქტიკულად შეუძლებელია კალინინგრადიდან შორეულ აღმოსავლეთამდე ტერიტორიაზე არსებული ყველა ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის დაცვა.

“რუსეთს ომს რას მოუგებ ბიძი” ხალხს კი გაგიკვირდებათ, მაგრამ რუსეთს თავდაცვის რესურსები არ გააჩნია 🙂

“Как-то так, товарищи”

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

ქართული ენის გუშაგი – მზექალა შანიძე 100 წლისაა – თიბისი
ახალი ამბები

ქართული ენის გუშაგი – მზექალა შანიძე 100 წლისაა – თიბისი

13:50 01-16-2026
სილქფესტი სასაუბრო და ინტერნეტ პაკეტებს ექსკლუზიური პირობით სთავაზობს!
ახალი ამბები

სილქფესტი სასაუბრო და ინტერნეტ პაკეტებს ექსკლუზიური პირობით სთავაზობს!

13:16 01-16-2026
ვალუტის გაცვლის დროს დაშვებული ხშირი შეცდომები და მათი არიდების გზები
ახალი ამბები

ვალუტის გაცვლის დროს დაშვებული ხშირი შეცდომები და მათი არიდების გზები

22:21 01-15-2026
საქართველოს თასის გათამაშება მესტიის ეტაპით დაიწყება
ახალი ამბები

საქართველოს თასის გათამაშება მესტიის ეტაპით დაიწყება

13:24 01-15-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved