• რეკლამა
  • კონტაქტი
22:03, კვირა, 17 მაისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რუსეთის აქილევსის ქუსლი – “ბოლო კვირებია სიტუაცია სწრაფად ვითარდება” – გიორგი კობერიძე

ალია ავტორი - ალია
01:41 08-22-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
22,881
საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) პროფესორი, გიორგი კობერიძე:
აქტიური დარტყმებია რუსეთის ნავთობტერმინალებსა და მომარაგების ხაზებზე – ბოლო კვირებია სიტუაცია სწრაფად ვითარდება:
– უკრაინელთა მხრიდან დღეს დილით დაიბომბა ჯანკოის მომარაგების ხაზი – რუსეთის არმიის მთავარი ლოჯისტიკური ხაზი ყირიმიდან ზაპორიჟიასაკენ მიმავალ გზაზე.
– გუსინ დაიბომბა ნოვოშახტინსკის ნავთობსაწარმო როსტოვის ოლქში. საზღვრიდან 200 კილომეტრში. მასზე უკრაინელებმა შეტევა.
– ორი დღის წინ დაიბომბა ტოკმაკის მომარაგების ხაზი – ზაპორიჟიას ოკუპირებული ოლქის ნაწილში. ტოკმაკი გამორჩეულად ფორტიფიცირებული ქალაქია რუსების ოკუპაციის ქვეშ. უკრაინელთა მხრიდან ამ მონაკვეთზე დარტყმა კრიტიკული მნიშვნელობის იყო;
– დაიბომბა ნოვოკუბიშევსკის ნავთობნაწარმო – უკრაინელი დრონები მისწვდნენ 1000 კილომეტრის მოშორებით მდებარე როსნეფტის საკუთრებაში არსებულ რუსულ საწარმოს;
– დაიბომბა სარატოვის ნავთობტერმინალი, რამაც ადგილზე ერთ-ერთი პირველი შექმნა დეფიციტი;
– დაიბომბა ვოლგოგრადის ლუკოილის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა;
რუსეთისათვის ნავთობი მისი ეკონომიკის უმთავრესი საყრდენიცა და აქილევსის ქუსლიცაა. გაზისგან მიღებული შემოსავალი ნავთობთან შედარებით მეორეხარისხოვანია. უკრაინელთა მხრიდან ნავთობობიექტებზე ბოლო თვეების, განსაკუთრებით კი ბოლო ორი კვირის აქტიური დარტყმების შედეგად გარკვეული დეფიციტი გაჩნდა, რამაც რუსეთის შიგნით ნავთობის ფასი სწრაფად გაზარდა, ხოლო ზოგან პანიკის საფუძველიც კი გახდა.
მთლიანობაში რუსული ნავთობწარმოების დაახლოებით 15% აღმოჩნდა დარტყმის ქვეშ. იმ ფონზე, რომ ფრონტის ხაზზე ლოჯისტიკა რუსეთს პრიორიტეტად აქვს აღებული, ამან სამოქალაქო სექტორში შექმნა სერიოზული დეფიციტი. მაგრამ ფრონტის ხაზის სიახლოვეს უკრაინული დაბომბვები სამხედრო მომარაგებაშიც ქმნის პრობლემას. არ დავივიწყოთ ცნობილი გამოთქმა, რომ “ბრძოლას იგებენ სამხედროები. ომს კი ლოჯისტიკა”. გამოფიტვის ომში კი ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია.
ამასთან, ორი დღის წინ რუსეთის ტერიტორიაზე საერთაშორისო მნიშვნელობის ნავთობსადენი “დრუჟბა” იქნა აფეთქებული, რომელიც უკრაინის გავლით უნგრეთში ჩადიოდა. რუსები აცხადებენ რომ მისი აღდგენა უმთავრესი პრიორიტეტიაო.
ცხადია, არ არსებობს აღუდგენელი საწარმო, რკინიგზა, ქარხანა ან მომარაგების ხაზი, მაგრამ საომარი ვითარებისას, მით უფრო ბიუჯეტის დეფიციტისა და სანქციების ფონზე, ეს ყველაფერი უფრო ძვირი ჯდება და ბევრად დიდ დროს მოითხოვს. ამასობაში კი ფრონტზე ლოჯისტიკური კრიზისი იქმნება, ეს კი შეტევითი ოპერაციების ტემპს აგდებს დაბლა.
საინტერესოა, რომ კიდევ ერთ რამეშია დეფიციტი – წყალში. რამდენიმე დღის წინ რუსი პროპაგანდისტები ჩავიდნენ 2014 წლიდან ოკუპირებულ დონეცკის ოლქში სიუჟეტის მოსამზადებლად – ხალხი უკმაყოფილო დახვდა: დონეცკის ოლქში წყლის კატასტროფული დეფიციტია. ომის შედეგად მომარაგების ხაზები განადგურებულია, ხოლო მანქანებით მიწოდებულ წყალს რუსები ლიმიტირებულად, ისიც შერჩევით აძლევენ ხაზს. უკმაყოფილების მიზეზი რეგიონში ხალხის მასობრივი განადგურებაა. “რუსულმა მშვიდობამ” ხალხს სიკვდილი მოუტანა.
პ.ს. პოკროვსკის ჩრდილოეთით, დობროპილიასთან დონეცკის ოლქში რუსული შეტევა შეჩერებულია. რუსების რიგებში მსხვერპლი დიდია. არიან ტყეებიც. ზოგან რუსები ალყის საფრთხის ქვეშაც იმყოფებიან ისინი. მიუხედავად ამისა, რუსები უშუალოდ პოკროვკის მიმართულებაზე დაწოლას აგრძელებენ და ცდილობენ ფრონტის მთელს სიგრძეზე იმდენად მაინც იაქტიურონ, რომ სხვადასხვა სექტორიდან უკრაინელებს ცოცხალი ძალის გადასროლის აუცილებლობა გაუჩინონ. რუსული მთელი მიდგომა ცოცხალი ძალის სიმრავლითა და მასობრივი მსხვერპლით გარღვევის შექმნაზეა აგებული.
რუსები ფრონტის ხაზიდან და ქვეყნის შიგნიდან ინფორმაციის გაჟოვნაზე ძალიან დარდობენ. ამიტომ მაქსიმალურად ცდილობენ ახალი ზომები მიიღონ და კიდევ უფრო გააკონტროლონ ინფორმაციის დინება.

 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“როგორ ეხმარება საქართველო კრემლს ნავთობის სანქციების გვერდის ავლაში” – ნიდერლანდური მედიის სკანდალური სტატია ყულევზე
ახალი ამბები

“როგორ ეხმარება საქართველო კრემლს ნავთობის სანქციების გვერდის ავლაში” – ნიდერლანდური მედიის სკანდალური სტატია ყულევზე

13:35 05-07-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026
,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026

ბიზნესი

PSP-ს მარკეტინგის დირექტორი – ანო გოგიჩაძე The One Show-ს მიერ წლის მარკეტერად დასახელდა
ახალი ამბები

PSP-ს მარკეტინგის დირექტორი – ანო გოგიჩაძე The One Show-ს მიერ წლის მარკეტერად დასახელდა

13:17 05-16-2026
„მაკრო მიმოხილვა: საქართველო და მსოფლიო“ – თიბისი კაპიტალმა და ამერიკის სავაჭრო პალატამ ბიზნესთან ტრადიციული შეხვედრა გამართეს
ახალი ამბები

„მაკრო მიმოხილვა: საქართველო და მსოფლიო“ – თიბისი კაპიტალმა და ამერიკის სავაჭრო პალატამ ბიზნესთან ტრადიციული შეხვედრა გამართეს

17:39 05-15-2026
შენი საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის – ნახე, რა სიახლეები დაემატა თიბისის მობაილბანკს
ახალი ამბები

შენი საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის – ნახე, რა სიახლეები დაემატა თიბისის მობაილბანკს

15:12 05-15-2026
ექსპრეს ლომბარდი საპროცენტო განაკვეთების გამჭვირვალობის ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდი საპროცენტო განაკვეთების გამჭვირვალობის ახალ სტანდარტს ამკვიდრებს

13:25 05-15-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved