მუხიანის მეორე მიკრორაიონში ხანძარია – ცეცხლი მე-5 და მე-7 სართულებს უკიდია.
ადგილზე სახანძრო და საპატრულო ეკიპაჟებია მობილიზებული.
მაცხოვრებლები ამბობენ, რომ ცეცხლი მეხუთე სართულზე, ე.წ. საშრობში გაჩნდა, შემდეგ კი მეშვიდე სართულს გადაედო.
ადგილზე ხანძრის ქრობის სამუშაოები მიმდინარეობს.
კომენტარები