• რეკლამა
  • კონტაქტი
16:08, ხუთშაბათი, 1 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რა დარღვევებია ნინო დათაშვილის საქმეში და მოსამართლე, რომელიც საკუთარ ვარაუდებს მტკიცებულებად ასაღებს

ალია ავტორი - ალია
21:35 08-21-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,186

სინდისის პატიმრის, ნინო დათაშვილის ადვოკატი, თამარ გაბოძე, საქმეში არსებულ დარღვევებზე საუბრობს. იგი ტვ პირველთან, ამბობს:

პირადად ჩემს მიერ იქნა მოთხოვნილი 112-სგან ჩანაწერის ამოღება. 112-მა თავიდან მითხრა უარი და მიმითითა სასამართლოს განჩინებაზე, მივმართე საქალაქო სასამართლოს და ავუხსენი მნიშვნელობა მათ შორის, 112-ის ჩანაწერის. სასამართლომ მითხრა უარი განჩინებით. 

ერთი გარემოება იყო სასამართლოს დასაბუთების, რომ თითქოს ეს ორი ამბავი ერთმანეთთან არ იყო კავშირში იმის მიუხედავად, რომ იყო ერთი ინციდენტი და ორი მხარე სხვადასხვა ისტორიას ასახავდა და ამით უნდა გამორკვეულიყო სიმართლე. მეორე, ყველაზე საოცარი იყო ის, რომ სასამართლომ თავისი ტენდენციურობა და თავისი დამოკიდებულება განჩინებაშიც გადაიტანა. თავის განწყობა განჩინებაში გადაიტანა და სასამართლომ განმარტა, რომ ადვოკატს 112-ის ჩანაწერები სჭირდება ნინო დათაშვილის გასამართლებლად.

ატარებდნენ ფსიქიატრიულ ექსპერტიზას თურმე და ნინო დათაშვილს ამის შესახებ ინფორმაცია არ უთხრეს.   ეს არის ძალიან სერიოზული დარღვევა, რადგან პაციენტის შესახებ უფლებების შესახებ კანონი, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსზე, სხვა არაერთი ნორმატიული  შინაარსი, რაც არის სახელმძღვანელო პრინციპი ამ შემთხვევაში, კატეგორიულად ხაზს უსვამს ინფორმირებულ თანხმობას, ანუ ყველაფერზე უნდა ჰქონდეს ინფორმაცია ადამიანს, როდესაც ხდება სამედიცინო მანიპულაცია მის თავს.

ცნობისთვის, დღევანდელ პროცესზე, პროკურატურამ მოითხოვა, რომ ნინო დათაშვილის საქმეს ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნა დაერთოს.

კიდევ ერთი ადვოკატი, ელისო რუხაძე, მედიასთან ამბობს:

განჩინება არსებობდა იძულებით სტაციონარში გადაყვანის, თუმცა დღეს აღმოჩნდა, რომ თურმე ეს განჩინება პროკურატურამ უარყო და გადაკეთდა ამბულატორიულ ექსპერტიზად. 

სიმართლე გითხრათ სამართლებრივად ეს არის ძალიან დიდი დარღვევა და პროკურატურამ ვერ შეძლო მტკიცებულების ახსნა, როგორ გარდაიქმნა ამბულატორიულ ექსპერტიზად ეს ექსპერტიზა. პროკურატურამ განმარტა, რომ თურმე ნინო დათაშვილი უარს აცხადებდა სტაციონალურ ექსპერტიზაზე და როდესაც მოსამართლე ჩაეკითხა ნინო დათაშვილის უარი სად ნახა, ასეთი მტკიცებულება და დოკუმენტი არ არსებობს და სწორედ საზოგადოებრივი წნეხი, ფსიქიატრების ურყევი პოზიცია და მათ შორის, სამოქალაქო საზოგადოების კონსესუსი ასაკთან დაკავშირებით იყო გადამწყვეტი პროკურატურისთვის. 

რა თქმა უნდა, ამას პროკურატურა არ იტყოდა და ვერც იტყვის. დანიშნა ამბოლატორიული ექსპერტიზა, თუმცა აქაც დარღვევაა იმიტომ, რომ პაციენტთა შესახებ კანონი, ფსიქიატრიული დახმარების შესახებ კანონი და არაერთი მინისტრის ბრძანება პირდაპირ უთითებს, რომ პაციენტის თანხმობა, ამ შემთხვევაში ნინოს თანხმობა იყო საჭირო. ნინოს თანხმობა არ არსებობს, ამბულატორიული ექსპერტიზა ჩატარდა ისე, რომ  დავით მაღრაძემ უთხრა გაგესაუბრებითო და გასაუბრების შემდეგ აღმოჩნდა ისეთი მნიშვნელოვანი მტკიცებულება, როგორიც დღეს ვნახეთ,” – განაცხადა ელისო რუხაძე. 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
ახალი ამბები

AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე

14:35 10-01-2026
თიბისი უკვე საერთაშორისო ტრანზაქციების განაწილების შესაძლებლობასაც გაძლევთ
ახალი ამბები

თიბისი უკვე საერთაშორისო ტრანზაქციების განაწილების შესაძლებლობასაც გაძლევთ

14:30 10-01-2026
სიახლე თიბისის მობაილბანკში – ელექტრონული სატენდერო გარანტიის მიღება უკვე ონლაინაა შესაძლებელი
ახალი ამბები

სიახლე თიბისის მობაილბანკში – ელექტრონული სატენდერო გარანტიის მიღება უკვე ონლაინაა შესაძლებელი

12:25 10-01-2026
დიაბეტი და მხედველობა — ოფთალმოქირურგ გიორგი ნანობაშვილის რჩევები დიაბეტური რეტინოპათიის პრევენციასა და მკურნალობაზე
ახალი ამბები

დიაბეტი და მხედველობა — ოფთალმოქირურგ გიორგი ნანობაშვილის რჩევები დიაბეტური რეტინოპათიის პრევენციასა და მკურნალობაზე

19:32 09-30-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved