• რეკლამა
  • კონტაქტი
13:35, სამშაბათი, 19 მაისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“გამოდის, თინა ბოკუჩავა შეცდა” – უერთდება, თუ არა, გახარიას პარტია დავით რაზმაძის იმპიჩმენტის პროცედურას?

ალია ავტორი - ალია
20:42 08-21-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
8,357

მას შემდეგ, რაც გავრცელდა გორის საკრებულოს თავმჯდომარის ინტერვიუს ნაწილი, სადაც იგი ოკუპანტ რუსეთს მშვიდობისმყოფელებად მოიხსენიებს, ნაციონალურმა მოძრაობამ მოითხოვა მისი იმპიჩმენტის პროცესის დაწყება. ისინი ამბობდნენ, რომ იმპიჩმენტის პროცედურისთვის ხმების საჭირო რაოდენობას ვერ აგროვებდნენ, რადგან, მათ არ ეთანხმებოდნენ გახარია საქართველოსთვის ფრაქციის წევრები და პასუხოდნენ, რომ ჯერ ინტერვიუს ავთენტურობაა დასადგენი. მოგვიანებით, განცხადება გაავრცელა პარტიამ საქართველოსთვის, სადაც წერია, რომ პარტია არაა წინააღმდეგი თავმჯდომარის იმპიჩმენტის ინიცირების.

გორის საკრებულოში, ფრაქციის თავმჯდომარემ, მამუკა ფანიაშვილმა, სოციალურ ქსელში, დაწერა:

ჩვენი ფრაქციისთვის “გორი საქართველოსთვის” მიუღებელია, ბოლო პერიოდში პრესაში გავრცელებული გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის განცხადება და ყოველი განცხადება, რომელიც მიზნად ისახავს ოკუპანტი ქვეყნის მიმართ მადლიერების გამოხატვას და მის მიმართ დადებით კონტექსტს. როგორც ვნახეთ საკრებულოს თავმჯდომარე უარყოფს ინტერვიუს ამ ნაწილს და ამტკიცებს რომ შინაარსი შეცვლილია. თუ დადგინდება ტექსტის და მისი შინაარსის ნამდვილობა, მხარს დავუჭერთ ყველა პროცედურულ საკითხს, რომელიც მიზნად ისახავს საკრებულოს თავმჯდომარის უფლებამოსილების შეწყვეტას.
#რუსეთიოკუპანტია!
#ჩვენიგზაევროპაშია!
ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა აცხადებს, რომ გორის გახარია საქართველოსთვის ფრაქციის წევრების ტელეფონის ნომრები გამორთულია, თუმცა, უნდა ვთქვათ, რომ საკრებულოს გვერდზე გამოქვეყნებულ მობილურ ნომერზე, “ალია” მამუკა ფანიაშვილს უპრობლემოდ დაუკავშირდა.
სხვათა შორის, მამუკა ფანიაშვილი პარტიის შემწირველიცაა და გასულ წელს, 10 000 ლარის არაფულადი შემოწირულობა ჰქონდა მისგან პარტიას და 2025 წლის ამ პერიოდისთვის კი – 1535 ლარის.
მამუკა ფანიაშვილი:
– პირველ რიგში უნდა ვთქვა, რომ ჩვენ ყველა ანტიევროპულ და პრორუსულ განცხადებას ვემიჯნებით უპირობოდ. საქმე იმაშია, რომ დავით რაზმაძეს, ზოგადად არ ახასიათებს ნათქვამის უკან წაღება, როგორი მიუღებელიც უნდა იყოს. აქამდეც გაუვრცელებია პრორუსული განცხადებები და არ უარჰყვია. თუმცა, სწორედ გამომდინარე იქედან, რომ ადრეც არაერთხელაა შემჩნეული პრორუსულ განცხადებებში, ჩვენ მხარს დავუჭერთ მისი იმპიჩმენტის პროცესს.
– მოდით, ბატონო მამუკა, პირდაპირ მითხარით, მხარს დაუჭერთ ზეგ, თუ მხარს უჭერთ დღეს?
–მხარს ვუჭერთ დღეს, დიახ. ვესაუბრეთ ნაციონალური მოძრაობის წევრებსაც და მომავალ კვირაში, ერთობლივად დავაინიცირებთ.
–დავით რაზმაძე ცნობილია თავისი პრორუსული განცხადებებით და თუ ამ ორ პარტიას, ნაციონალურ მოძრაობასა და გახარია საქართველოსთვის, მისი იმპიჩმენტის შანსი გქონდათ, აქამდე რატომ არ იყენებდით?
–იმპიჩმენტის არა, იმპიჩმენტის დაინიცირების, პროცესის დაწყების. იმპიჩმენტს სჭირდება 20 ხმა მაინც, ჩვენ კი, მხოლოდ 12 ხმა გვაქვს. 12 ხმა საკმარისია ინიცირებისთვის, შემდგომ, იმპიჩმენტს კი, 20 ხმა სჭირდება. შესაბამისად, ეს უფრო პოლიტიკური პროცესი იქნება, სავარაუდოდ. გავიმეორებ, შესაძლოა, მან ისევ უარჰყოს, რომ არ უთქვამს მსგავსი „ნიუ იორკ თაიმსის” ჟურნალისტთან, თუმცა, მას არაერთხელ გაუკეთებია პრორუსული განცხადებები.
–მას შემდეგ, რაც თქვენმა პარტიან განცხადება გააკეთა, რომ არაა წინააღმდეგი იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების, თინა ბოკუჩავამ დაწერა სოციალურ ქსელში, რომ გორში, პარტიის ფრაქციის წევრებს ტელეფონები გამორთული გაქვთ და რომ იტყუებით…
–არ ვიცი რა გითხრათ, თქვენ ხომ უპრობლემოდ დამირეკეთ? გამოდის, თინა ბოკუჩავა შეცდა.

“ტროლად და ჯამბაზად ქცეულ გახარიას მივმართავ” – თინა ბოკუჩავა

თეგები: მამუკა ფანიაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“როგორ ეხმარება საქართველო კრემლს ნავთობის სანქციების გვერდის ავლაში” – ნიდერლანდური მედიის სკანდალური სტატია ყულევზე
ახალი ამბები

“როგორ ეხმარება საქართველო კრემლს ნავთობის სანქციების გვერდის ავლაში” – ნიდერლანდური მედიის სკანდალური სტატია ყულევზე

13:35 05-07-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026
,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მსხვილი ბიზნესისთვის სასესხო პორტფელის სავალუტო სტრუქტურის შესახებ რეკომენდაციები გამოაქვეყნა – მკითხველის კომენტარებზე პასუხებთან ერთად
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მსხვილი ბიზნესისთვის სასესხო პორტფელის სავალუტო სტრუქტურის შესახებ რეკომენდაციები გამოაქვეყნა – მკითხველის კომენტარებზე პასუხებთან ერთად

14:15 05-18-2026
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ინოლა გურგულიას შემოქმედებისადმი მიძღვნილ კონცერტს
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ინოლა გურგულიას შემოქმედებისადმი მიძღვნილ კონცერტს

13:17 05-18-2026
PSP-ს მარკეტინგის დირექტორი – ანო გოგიჩაძე The One Show-ს მიერ წლის მარკეტერად დასახელდა
ახალი ამბები

PSP-ს მარკეტინგის დირექტორი – ანო გოგიჩაძე The One Show-ს მიერ წლის მარკეტერად დასახელდა

13:17 05-16-2026
„მაკრო მიმოხილვა: საქართველო და მსოფლიო“ – თიბისი კაპიტალმა და ამერიკის სავაჭრო პალატამ ბიზნესთან ტრადიციული შეხვედრა გამართეს
ახალი ამბები

„მაკრო მიმოხილვა: საქართველო და მსოფლიო“ – თიბისი კაპიტალმა და ამერიკის სავაჭრო პალატამ ბიზნესთან ტრადიციული შეხვედრა გამართეს

17:39 05-15-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved