• რეკლამა
  • კონტაქტი
03:38, პარასკევი, 16 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

თბილისის ზღვის მიმდებარედ, რეკრეაციულ ზონაში, სახელმწიფო მიწაზე მიმდინარე უკანონო მშენებლობების დემონტაჟი განხორციელდა – მერია

ალია ავტორი - ალია
20:14 08-20-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
3,330

თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ ნაძალადევის რაიონში, თბილისის ზღვის
მიმდებარე ტერიტორიაზე, რეკრეაციულ ზონაში, სახელმწიფო მიწაზე უკანონო
მშენებლობების აღკვეთის მიზნით, სპეციალური ღონისძიება განახორციელა.
დამრღვევი სუბიექტების არაერთი გაფრთხილებისა და გაცემული მითითების
შეუსრულებლობის, ასევე, მშენებლობის შეჩერების დადგენილების
დაუმორჩილებლობის შემდეგ, მუნიციპალურმა ინსპექციამ მიიღო შესაბამისი
დადგენილება და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ მიწაზე უკანონოდ
მიმდინარე კაპიტალური მშენებლობების დემონტაჟი მოახდინა.
„თბილისის ზღვის მიმდებარედ, რეკრეაციულ ზონაში აღვკვეთეთ მორიგ ჯერზე
სახელმწიფო და თვითმმართველის საკუთრებაში არსებული ტერიტორიების
მიტაცების მცდელობა და მათზე მიმდინარე უკანონო მშენებლობები. სამსახურმა
ოპერატიულად იმოქმედა და დროულად მოხდა უკანონო განაშენიანების პროცესის
შეჩერება და რეკრეაციული ზონის შენარჩუნება. მუნიციპალური ინსპექცია
ინტენსიურ რეჟიმში მუშაობს უკანონო მშენებლობების გამოვლენისა და მათზე
რეაგირების კუთხით.
მსურს, მოვუწოდო მოქალაქეებს, თავი შეიკავონ მსგავსი უკანონო ქმედებებისგან,
რადგან სამსახური ყოველთვის კანონის შესაბამისად იმოქმედებს. აქვე
აღსანიშნავია, რომ უკანონო მშენებლობების მწარმოებელი პირები, რომლებიც
ცდილობდნენ სახელმწიფო მიწების მიტაცებას, საკუთრებაში ფლობენ არაერთ
ბინას და მიწის ნაკვეთს“, – განაცხადა მუნიციპალური ინსპექციის უფროსმა გოგი
ჩიქოვანმა და მხარდაჭერისთვის სამართალდამცავ უწყებებს მადლობა გადაუხადა.

(R)

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

Euromoney-მ თიბისი საქართველოს საუკეთესო სავალუტო ბანკად დაასახელა
ახალი ამბები

Euromoney-მ თიბისი საქართველოს საუკეთესო სავალუტო ბანკად დაასახელა

15:05 10-15-2026
ჩაირთე სილქფესტის სააქციო შეთავაზებები აპლიკაციით Mysilknet!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქფესტის სააქციო შეთავაზებები აპლიკაციით Mysilknet!

11:23 10-15-2026
რა შემთხვევაში ვიხდით მანქანის დიაგნოსტიკაში ძვირს? – ცრუ კოდები და ფულის ხაფანგი
ახალი ამბები

რა შემთხვევაში ვიხდით მანქანის დიაგნოსტიკაში ძვირს? – ცრუ კოდები და ფულის ხაფანგი

21:08 10-14-2026
იარაღის მოვლის 6 ოქროს წესი – როგორ ავირჩიოთ იარაღის პროფესიონალი ხელოსანი?
ახალი ამბები

იარაღის მოვლის 6 ოქროს წესი – როგორ ავირჩიოთ იარაღის პროფესიონალი ხელოსანი?

14:27 10-14-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved