• რეკლამა
  • კონტაქტი
16:39, კვირა, 16 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

Politico: ევროპა ზელენსკისთან ერთად მოლაპარაკებებზე ტრამპის ფავორიტს გააგზავნის

ალია ავტორი - ალია
10:48 08-17-2025
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
301

ევროპელი ლიდერები ყველა ძალისხმევას მიმართავენ, რათა გააძლიერონ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის პოზიციები აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან მოლაპარაკებებში და გეგმავენ, მის მხარდასაჭერად, ყველაზე გამოცდილი მომლაპარაკებელი გააგზავნონ.

ორი ევროპელი დიპლომატის და ასევე ერთ-ერთი წყაროს ცნობით, რომელიც ვითარებას კარგად იცნობს, მუშავდება გეგმები, რომ ზელენსკისთან ერთად ვაშინგტონში გაემგზავროს ტრამპის ერთ-ერთი ფავორიტი თანამოსაუბრე – ფინეთის პრეზიდენტი ალექსანდერ სტუბი, – წერს Politico.

იდეის მიზანია, რომ სტუბმა შეაჩეროს ტრამპსა და ზელენსკის შორის შესაძლო დაძაბულობა და დაარწმუნოს აშშ-ის პრეზიდენტი, რომ მომავალ მოლაპარაკებებში ევროპაც იყოს ჩართული. გამოცემა აღნიშნავს: ევროპა და უკრაინა ორშაბათის შეხვედრას განიხილავენ როგორც მთავარ შესაძლებლობას, რათა ტრამპი არ დაეთანხმოს რუსეთის დიქტატორ ვლადიმირ პუტინისათვის მისაღებ, მათთვის კი მიუღებელ მოთხოვნებს – მაგალითად, რუსეთისათვის ოკუპირებული უკრაინული მიწების გადაცემას. უკრაინის ევროპელი მოკავშირეები ასევე ცდილობენ, თავიდან აირიდონ ზელენსკის მხრიდან შესაძლო არაპროგნოზირებადი ნაბიჯები, რაც ამ რთულ მომენტში ურთიერთობებს შეიძლება დააზიანოს.

წყაროს ცნობით, შესაძლოა ვაშინგტონში გაემგზავროს ნატოს გენერალური მდივანი მარკ რიუტეც, რომელიც ტრამპთან ახლო ურთიერთობებშია.

„ალასკის სამიტის შედეგებმა შეშფოთება გამოიწვია ევროპაში, რადგან ტრამპმა მნიშვნელოვნად დაუჯერა პუტინის არგუმენტებს,“ — განაცხადა კამილ გრანდმა, ნატოს ყოფილი მაღალი რანგის ჩინოვნიკმა.

საქმე იმაშია, რომ ტრამპმა უარი თქვა ადრე ანონსირებულ სანქციებზე რუსეთის მიმართ იმ შემთხვევაში, თუ შეხვედრა ვერ გამოიღებდა შედეგს, და წერტილოვანი ცეცხლის შეწყვეტის ნაცვლად გადაერთო ყოვლისმომცველ შეთანხმებაზე, ფორმულირებებით, რომლებიც ძალიან ახლოსაა პუტინის რიტორიკასთან.

„შეხვედრა სრულ კატასტროფად არ მიიჩნევა, მაგრამ ევროპელები შეშფოთებულნი არიან მოვლენათა განვითარების მიმართულებით. ამიტომაც სურთ, რომ ზელენსკის ვიზიტის დროს თავიდან აიცილონ ახალი დრამა,“ — აღნიშნა გრანდმა.

გამოცემა ასევე აღნიშნავს, რომ მაშინ, როცა საჯაროდ ევროპა და უკრაინა ოპტიმისტურად გამოიყურებიან, კულისებში ოფიციალური პირები შიშით აკვირდებიან პუტინის „დაბრუნებას“ დასავლეთში, სადაც მან მოახერხა გლობალური ლეგიტიმაციის ილუზიის შექმნა, ისე, რომ არ გადადგა რეალური ნაბიჯები მშვიდობისკენ, რასაც აშშ, ევროპა და უკრაინა მოითხოვდნენ.

„ისინი ცდილობენ მაქსიმალურად მოახდინონ გავლენა მოლაპარაკებების პროცესზე, რადგან… არ სურთ ინიციატივა პუტინს დაუტოვონ,“ – განაცხადა ჯუზეპე სპატაფორამ, ნატოს ყოფილმა თანამშრომელმა და აღნიშნა, რომ ევროპას გავლენა აქვს, თუმცა შეზღუდული.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:43 08-14-2026
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? – გაიგეთ თიბისის და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალი ეპიზოდში
ახალი ამბები

როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? – გაიგეთ თიბისის და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალი ეპიზოდში

13:16 08-14-2026
თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება

14:29 08-13-2026
თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს

14:02 08-12-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved