• რეკლამა
  • კონტაქტი
14:57, ოთხშაბათი, 24 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ძალიან ბევრი უდანაშაულო ადამიანი ჰყავთ გამოკეტილი. პირველ რიგში, ეს სიტუაცია უნდა გამოვასწოროთ” – თედო აბრამოვი

ალია ავტორი - ალია
14:49 08-15-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
173

თედო აბრამოვმა, რომელიც მოსამართლის გადაწყვეტილებით ცოტა ხნის წინ უდანაშაულოდ ცნეს და სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს, თქვა:

„ძალიან ბევრი უდანაშაულო ადამიანი ჰყავთ გამოკეტილი. პირველ რიგში, ეს სიტუაცია უნდა გამოვასწოროთ მეგობრებო. ჩვენ დაგიხსნით თქვენ და გიშველით საერთოდ, სულ ყველას! მეგობრებო, აქ ვინც ხართ, დაიმახსოვრეთ – ხართ ერთით მეტი! მეც თქვენთან ვარ და ძალიან ბედნიერი ვარ.

გიორგი ახობაძის მომენტში, ჩვენ, ბიჭები ვთამაშობდით ფეხბურთს და იქ რომ ვიყავით, უცბად გაახსენდა, რომ ახობაძეს უნდა ჰქონოდა პროცესი. მეთქი, ვნახოთ, რა ხდება. ერთი სული მქონდა მეც. რომ დავინახეთ, სასწაული შეგრძნება იყო.

მადლობა ღმერთს.. ბოდიშს გიხდით, საერთოდ ვერ ვლაპარაკობ. არ მესმოდა მოსამართლის ხმა, გათიშული ვიყავი და ხალხის ყვირილმა გამომაფხიზლა, სიმართლე რომ გითხრათ. ვფიქრობდი, შეიძლება რამე გადაუტრიალდეს თავში-თქო. მადლობა ღმერთს, რომ ჩემი უდანაშაულობა დამტკიცდა.

[სხვა პატიმრებს ვეტყოდი] ერთადერთი, რაც გაგვაჩნია, არის მოთმინება. იქ მოთმინება თუ არ გაგაჩნია ადამიანს, ძალიან გაგიჭირდება. იქ ბიჭების ერთობა ვნახე, ძმობა, დობა, ყველანაირი ურთიერთობა და ერთმანეთის გამტანობა. იქ ბიჭები არიან ძალიან ყოჩაღად. ბიჭებო, ასე განაგრძეთ!

მოლოდინი ყველაფრის მქონდა, არ ვიცოდი, რა მეფიქრა. უბრალოდ, ღმერთს მივანდე ეს საკითხი. არ ვიცი, რა გითხრათ, მადლობას გიხდით, სულ ყველას.

მინდა ჩემს ბიჭებს მივმართო, ვისთან ერთადაც ამდენი ხნის განმავლობაში ვიცხოვრე. ბიჭებო, ერთი, ორი, სამი… ერთი, ორი სამი.. მოულოდნელი თავისუფლება სულ ყველას! გავიმარჯვებთ, ხალხო, გავიმარჯვებთ!

გუშინ რომ მქონდა პროცესი და რომ გავედი შესვენებაზე, შეუძლოდ ვიყავი, რომ ვბრუნდებოდი, ბორკილებს რომ მადებდა ბადრაგი, მეუბნებოდა, ღმერთმა ქნას უკანასკნელი იყოსო. მეც იმ მომენტში იმავეს ვფიქრობდი. უბრალოდ, ხმა რომ გავიგე ბორკილების, არ მორჩება არასდროს-მეთქი, ასეთი განცდა მქონდა. დღეს რომ დავბრუნდი დარბაზში, სხვა ბადრაგი დამხვდა, თუმცა შეგრძნება მაინც იგივე მქონდა, არ ვიცოდი, რა ბედი მეწეოდა, თუმცა ხედავთ თქვენთან ერთად ვარ, მეგობრებო, თქვენი წყალობით“

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ ნარკოდანაშაულში ბრალდებული პირი, თედო აბრამოვი უდანაშაულოდ ცნო – ის სხდომათა დარბაზიდან გათავისუფლდა.

აღნიშნულის შესახებ გადაწყვეტილება მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა მიიღო.

მისი განმარტებით, სამართალდამცველებს შეეძლოთ ეწარმოებინათ ვიდეო გადაღება, ნეიტრალური მოწმე წარმოედგინათ საქმეში, რაც ეჭვგარეშე გახდიდა საქმეს, ასევე იმისთვის, რომ ბრალდებულის ჩხრეკის მიმართ ნდობა ყოფილიყო.

თედო აბრამოვი 7 დეკემბერს დააკავეს. თედო აბრამოვს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა, შენახვა ტარებას გულისხმობს.

აღნიშნული ქმედება 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით, Global Tech Weekend Tbilisi უკვე მეორედ გაიმართა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, Global Tech Weekend Tbilisi უკვე მეორედ გაიმართა

13:34 06-24-2026
EBRD-მა თიბისი ვაჭრობის დაფინანსებაში ყველაზე აქტიურ ბანკად დაასახელა
ახალი ამბები

EBRD-მა თიბისი ვაჭრობის დაფინანსებაში ყველაზე აქტიურ ბანკად დაასახელა

14:11 06-23-2026
მშენებარე ბინები თბილისში
ახალი ამბები

დიდი ფასდაკლების დღე “არქი ჰორაიზონის” ბინებზე — არ გამოგრჩეს 5 ივლისი 

08:00 06-23-2026
ერთი მოწვევა, ორი საჩუქარი – ახალი შესაძლებლობა თიბისის მობაილბანკში
ახალი ამბები

ერთი მოწვევა, ორი საჩუქარი – ახალი შესაძლებლობა თიბისის მობაილბანკში

14:16 06-22-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved