• რეკლამა
  • კონტაქტი
01:02, პარასკევი, 10 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ცუდი ამბავი ტრამპი–პუტინის შეხვედრით ხიბლში ჩავარდნილი რუსეთუმეებისთვის, და ბ–ნი ბიძინასთვისაც” – ჯანგირაშვილი

ალია ავტორი - ალია
23:39 08-14-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
723

ჟურნალისტი, ნინო ჯანგირაშვილი:

ცუდი ამბავი ტრამპი–პუტინის შეხვედრით ხიბლში ჩავარდნილი რუსეთუმეებისთვის, და სავარაუდოდ ბ–ნი ბიძინასთვისაც:

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა და სახაზინო დეპარტამენტმა დააწესეს ჯამში 6 მილიონ დოლარამდე ჯილდო იმ ინფორმაციისთვის, რაც გამოიწვევს რუსული კრიპტო ბირჟა Garantex-ის ლიდერების დაკავებას ან მსჯავრს, კიბერდანაშაულთან, ფულის გათეთრებასთან და ტერორიზმის დაფინანსებასთან ბრძოლის ფარგლებში.

5 მილიონ დოლარამდე — მთავარი ფიგურის, რუსი მოქალაქე ალექსანდრ მირა სერდას შესახებ ინფორმაციაზე.
1 მილიონ დოლარამდე — სხვა ხელმძღვანელებზე ინფორმაციაზე.

Garantex არის კრიპტოვალუტის ბირჟა, რომელიც დაარსდა 2019 წელს და ოპერირებს ძირითადად რუსეთში. მისი პლატფორმა მომხმარებლებს აძლევს საშუალებას იყიდონ, , გაყიდონ ან გაცვალონ კრიპტოვალუტა, მათ შორის ბიტკოინი და სხვა ძირითადი კრიპტოაქტივები.

თავიდან Garantex რეგისტრირებული იყო ესტონეთში, მაგრამ 2021 წელს ესტონეთის ფინანსური ზედამხედველობის ორგანომ ლიცენზია გაუუქმა, რადგან აღმოაჩინა, რომ პლატფორმას ფულის გათეთრებისა და კრიმინალური ტრანზაქციების მაღალი რისკი ახლდა.

ამის შემდეგ Garantex-მა საქმიანობა რუსეთში გააგრძელა.
კომპანიას ოფისები და ძირითადი სერვერები რუსეთში აქვს, და მისი ძირითადი მომხმარებლები რუსეთიდან არიან.

2022 წლის აპრილში აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის OFAC-მა Garantex სანქციების სიაში შეიტანა, რადგან გამოძიებით დადგინდა, რომ პლატფორმა გამოიყენებოდა:
კრიმინალური ჯგუფების მიერ ფულის გათეთრებისთვის;
ტრანზაქციებისთვის, რომლებიც უკავშირდებოდა რუსულ და საერთაშორისო კიბერდანაშაულებრივ ქსელებს.

აშშ-ის მონაცემებით, 2019–2022 წლებში Garantex-მა დაამუშავა მინიმუმ 100 მილიარდ დოლარამდე ღირებულების კრიპტოვალუტის ტრანზაქცია, რომელთა დიდი ნაწილი კრიმინალურ ფულთან იყო დაკავშირებული.

ის ითვლება რუსეთისთვის სასარგებლო ინფრასტრუქტურად : დასავლური სანქციების პირობებში, როდესაც რუსულ ბანკებს და გადახდის სისტემებს საერთაშორისო ბაზრებზე წვდომა შეეზღუდათ, Garantex-ი იქცა ერთ-ერთ არხად, რომლის მეშვეობითაც შეიძლებოდა კრიპტოვალუტის გამოყენება საერთაშორისო ანგარიშსწორებისთვის, სანქციების გვერდის ავლით.

Garantex-ის საქმე უკვე წლებია ცნობილია დასავლეთის სამართალდამცველებში, მაგრამ აქამდე საქმე შემოიფარგლებოდა სანქციებით და ბირჟის ფინანსური არხების გადაკეტვით. ახლა კი TOCRP-ის (Transnational Organized Crime Rewards Program) გამოყენება ნიშნავს, რომ:

• აშშ აღარ კმაყოფილდება მხოლოდ სანქციებით — სურს უშუალოდ მოიპოვოს საკვანძო პირების ადგილმდებარეობისა და საქმიანობის შესახებ ინფორმაცია, რომ მათზე ფიზიკური წვდომა და დაკავება გახდეს შესაძლებელი.
• ეს პრაქტიკულად კრიმინალური სამიზნის კატეგორიაში გადაყვანაა — ჯილდოს პროგრამა ძირითადად გამოიყენება საერთაშორისო ნარკობარონებზე, ტერორისტებზე ან განსაკუთრებით ძებნილ ორგანიზებული დანაშაულის ლიდერებზე.
• აქედან ჩანს, რომ Garantex აშშ-ის თვალში არა უბრალოდ ფინანსური ინსტრუმენტია, არამედ რუსეთის მიერ მხარდაჭერილი კრიმინალურ-ფინანსური ქსელის ნაწილი, რომელიც ეხმარება სანქციების გვერდის ავლაში, კიბერშეტევების დაფინანსებაში და შესაძლოა სამხედრო საჭიროებებში.

ეს განცხადება 14 აგვისტოს გაკეთდა, ანუ ტრამპ–პუტინის მოსალოდნელ შეხვედრამდე ერთი დღით ადრე, რასაც შეიძლება ასეთი კონტექსტი ქონდეს:

• აშშ ამ გზავნილით აჩვენებს, რომ კრიმინალურ და ფინანსურ სფეროებში რუსეთთან შეთანხმებას არ აპირებს — პირიქით, კიდევ უფრო აძლიერებს ზეწოლას.
• ეს ნაბიჯი ტრამპს აძლევს მოლაპარაკების ბერკეტს — შეხვედრაზე შეუძლია თქვას, რომ აშშ-ს უკვე აქვს მკაცრი პოზიცია რუსეთის უკანონო ფინანსურ არხებზე და რომ შეთანხმებისთვის პუტინმა უნდა დათმოს რაღაც.
• ეს სიგნალია პუტინისთვის, რომ აშშ-ს შეუძლია საერთაშორისო ფინანსურ წერტილებზე დაჭერა იმ შემთხვევაშიც, თუ ტრადიციული სანქციები ვერ მუშაობს.
• მნიშვნელოვანია ასევე, რომ ეს ნაბიჯი კრიმინალსა და პოლიტიკას ერთმანეთთან აკავშირებს — ანუ კრიპტო ბირჟა აქ არ განიხილება როგორც “ფინანსური ბიზნესი”, არამედ როგორც რუსეთის სახელმწიფოს მიერ გამოყენებული კრიმინალური ინსტრუმენტი.

დიდი ალბათობით აშშ აძლიერებს სამართლებრივ-კრიმინალურ ზეწოლას რუსეთის ფინანსურ ინფრასტრუქტურაზე, რომ შეხვედრაზე ჰქონდეს მყარი პოზიცია და აჩვენოს: თუ შეთანხმებას არ მივაღწევთ, რუსეთს კიდევ უფრო დავაჭერ წიხლს იმ არხებზე, რომლებსაც ყველაზე მეტად ეყრდნობა.

 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?
ახალი ამბები

როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?

21:28 04-09-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

16:35 04-08-2026
„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო
ახალი ამბები

„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო

14:12 04-07-2026
ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?
ახალი ამბები

ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?

17:52 04-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved