• რეკლამა
  • კონტაქტი
02:22, ორშაბათი, 18 მაისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ტრამპის ადმინისტრაციის პირველი ანგარიში ადამიანის უფლებებზე ფაქტიურად მიწის მიყრაა ქართული ოცნების არალეგიტიმურ რეჟიმზე – გრიგოლ გეგელია

ალია ავტორი - ალია
12:34 08-13-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
127

 „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გრიგოლ გეგელიამ განაცხადა:

1. ტრამპის ადმინისტრაციის პირველი ანგარიში ადამიანის უფლებებზე ფაქტიურად მიწის მიყრაა ქართული ოცნების არალეგიტიმურ რეჟიმზე, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით მათხოვრობს ლეგიტიმაციაზე, მაგრამ ვერსად ვერ პოულობს მას.
2. ეს არის ერთერთი ყველაზე მწვავე და ნეგატიური ანგარიში, რომელიც ამბობს, რომ  ქართული ოცნების რეჟიმი არის ავტოკრატიული რეჟიმი, რომელიც დევნის პოლიტიკურ ოპონენტებს, აპატიმრებს ჟურნალისტებს,  ზღუდავს ყველა ფორმის თავისუფლებას და დევნის თავისუფალ აზრს
3. ანგარიშის თანახმად, “ადამიანის უფლებათა მნიშვნელოვანი დარღვევები შეიცავდა სარწმუნო ცნობებს წამებისა ან სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობისა ან სასჯელის; თვითნებური დაპატიმრებისა და დაკავების; და გამოხატვის თავისუფლებისა და მედიის თავისუფლების სერიოზული შეზღუდვების, მათ შორის ძალადობისა და მოქალაქეებისა და ჟურნალისტების მიმართ ძალადობის მუქარის, ჟურნალისტების უსამართლო დაპატიმრებებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის, და ე.წ. გამჭვირვალობისა შესახებ კანონების შემაძრწუნებელი გავლენის” შესახებ.
4. ანგარიში აგრეთვე ამხელს სისტემურ ძალადობასა და წამებას პოლიციის მხრიდან; მასობრივი ფიზიკური ძალადობა, მიზანმიმართულად მიყენებული დაზიენებები სახისა და თვალის არეში, რაც [ვციტირებ] “პრაქტიკულად გამორიცხავდა იმის ალბათობას, რომ პოლიცია ყოველთვის პროპორციულ ძალას იყენებდა”; არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობა მოქალაქეებისა და პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ, საიდანაც მრავალი მტკიცებულების არსებობის მიუხედავად, არ დაწყებულა შესაბამისი სისხლისსამართლებრივი დევნა პოლიციის თანამშრომლების წინააღმდეგ
5. ეს არის ანგარიში, რომელიც რამდენჯერმე ახსენებს ე. წ. ტიტუშკებს და ქართული ოცნების რეჟიმს ამხელს, როგორც ნაცრისფერ ბოროტმოქმედ კრიმინალურ სინდიკატს, ვისი ე. წ. ძალაუფლებაც ემყარება ტიტუშკების ბოგინს საქართველოს ქუჩებში
ტრამპის ადმინისტრაციის პირველივე დასკვნა, რომელიც წარმოადგენს უმკაცრეს ვერდიქტს “ქართული ოცნების” პოლიტიკურ სამსჯავროზე, პირდაპირ ამბობს, რომ ქართული ოცნება არის რეჟიმი, რომელიც სისტემურად და სისტემატიურად ესხმის თავს საკუთარ მოქალაქეებს და ქვეყანას, თავისუფლების უკლებლივ ყველა გამოხატულებას და გამორჩეულად ემტერება საქართველოს პრო-დასავლურ საზოგადოებას.
ამ ანგარიშმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ორი საკვანძო რამ:
1. პირველი. ამერიკასთან და ტრამპის ადმინისტრაციასთან ვერანაირი დალაგება ვერ მოხდა! არ არსებობს არაფერი, რაც აერთიანებს პრეზიდენტ ტრამპსა და ივანიშვილის ბოროტმოქმედ რეჟიმს! ივანიშვილი და ოცნების ქოსატყუილა ხელისუფლება არის იზოლირებული და ყველასგან მიტოვებული!
2. ლეგიტიმაცია – 19 ევროპელი საგარეო მინისტრის და ევროპარლამენტის 2 განცხადების გაგრძელებად, ეს ანგარიში არის იმის კიდევ ერთი დასტური, რომ არ არსებობს და არ იარსებებს ამ რეჟიმის ლეგიტიმაციის არავითარი შესაძლებლობა, თუკი არ დაინიშნება ახალი საპარლამენტო არჩევნები, არ გათავისუფლდება ყველა პოლიტპატიმარი და არ გადაიტვირთება ეროვნული პოლიტიკური სისტემა.  ქართული ოცნება არის არალეგიტიმური და მოძალადე ხელისუფლება!
(R)
თეგები: გრიგოლ გეგელია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“როგორ ეხმარება საქართველო კრემლს ნავთობის სანქციების გვერდის ავლაში” – ნიდერლანდური მედიის სკანდალური სტატია ყულევზე
ახალი ამბები

“როგორ ეხმარება საქართველო კრემლს ნავთობის სანქციების გვერდის ავლაში” – ნიდერლანდური მედიის სკანდალური სტატია ყულევზე

13:35 05-07-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026
,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026

ბიზნესი

PSP-ს მარკეტინგის დირექტორი – ანო გოგიჩაძე The One Show-ს მიერ წლის მარკეტერად დასახელდა
ახალი ამბები

PSP-ს მარკეტინგის დირექტორი – ანო გოგიჩაძე The One Show-ს მიერ წლის მარკეტერად დასახელდა

13:17 05-16-2026
„მაკრო მიმოხილვა: საქართველო და მსოფლიო“ – თიბისი კაპიტალმა და ამერიკის სავაჭრო პალატამ ბიზნესთან ტრადიციული შეხვედრა გამართეს
ახალი ამბები

„მაკრო მიმოხილვა: საქართველო და მსოფლიო“ – თიბისი კაპიტალმა და ამერიკის სავაჭრო პალატამ ბიზნესთან ტრადიციული შეხვედრა გამართეს

17:39 05-15-2026
შენი საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის – ნახე, რა სიახლეები დაემატა თიბისის მობაილბანკს
ახალი ამბები

შენი საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის – ნახე, რა სიახლეები დაემატა თიბისის მობაილბანკს

15:12 05-15-2026
ექსპრეს ლომბარდი საპროცენტო განაკვეთების გამჭვირვალობის ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდი საპროცენტო განაკვეთების გამჭვირვალობის ახალ სტანდარტს ამკვიდრებს

13:25 05-15-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved