დაბადების დღე ძალიან საყვარელი და მნიშვნელოვანი თარიღია, მათთვისაც კი, ვინც ამბობს, რომ მისი აღნიშვნა არ უყვარს. მყავს მეც რამდენიმე მეგობარი, რომელიც ამტკიცებს, რომ არ სურს წვეულება, მაგრამ როცა სადმე გავიტყუებთ და სიურპრიზს მოვუწყობთ, ყოველთვის ბედნიერი იხსენებს. დაბადების დღეს ყურადღების ცენტრში უნდა იყო, რადგან დიახაც, ეს ის დღეა, როცა სამყარო შენს ირგვლივ უნდა ტრიალებდეს.
მოგიყვებოდი, როგორ უნდა აქციო შენი დაბადების დღე დღესასწაულად, მაგრამ დაბადების დღე უკვე დღესასწაულია, მაშინაც კი, თუ მხოლოდ ერთი სტუმარი გყავს. ამიტომ მე დღეს მოგიყვები საიდუმლო დეტალებზე, სხვადასხვა განწყობის შესაქმნელად, მათი უმრავლესობისთვის დიდი ბიუჯეტი სულაც არ დაგჭირდება.
7 საიდუმლო, უნიკალური, ხალისიანი დღესასწაულისთვის და შვიდივე მთავარი!
თემატური წვეულება
უცხოპლანეტელები, თუ აფრიკული ტომები? სრულად შეგიძლია მოუხმო ფანტაზიას. სხვათა შორის, არც ისე ხარჯიანია, ბიუჯეტის მხრივ. დაიხმარე პროფესიონალები, ისინი ნებისმიერ გარემოს, თუნდაც სახლიდან, თუნდაც ძველი ნივთების შეხამებით და გამოყენებით გიქცევენ სასურველი თემატური წვეულებისთვის შესაფერისად. შენი მთავარი „დეკორი“ პრაქტიკულად სტუმრები არიან, რომლებიც აუცილებლად წინასწარ უნდა გააფრთხილო, რომ წვეულება თემატურია, რათა დრო ჰქონდეთ მოსამზადებლად.
რამდენიმე მზა თემატიკა:
- “90-იანების ფართი” – კასეტები, რეტრო მუსიკა, ფერადი კოსტუმები
- “ტალღა და სანაპირო” – ზღვისფერი დეკორაციები, კოქტეილები და მუსიკა
- “მისტიური ტყე” – ფერადი განათება, ბუნებრივი დეკორი, ზღაპრული ატმოსფერო
- “სპა დღე” – სახის ნიღბები, ბალახეული ჩაი, აუზი, მასაჟი
- “მინი კინოთეატრი” – პროექტორი, ბალიშები, პოპკორნი, ფილმები
მასშტაბი, თუ იდეა?
ყველა კვლევის მიხედვით, პასუხია – იდეა. სულ ერთია ორასი ადამიანი გყავს მიწვეული, თუ ოცი, თუ იდეა არ აერთიანებთ, არაფერი ხდება დასამახსოვრებელი და თუ აერთიანებთ, ათი ადამიანიც კი დაუვიწყარი მოგონებებით წავა წვეულებიდან. სელ ერთია რამხელა რესტორანს იქირავებ, ან რამხელა სახლს, თუ არ იცი, როგორ გაატარებინო დრო სტუმრებს ხალისიანად.
იცოდი, რომ სტუმრები საკვებზე მეტად იმახსოვრებენ ისეთ დეტალებს, როგორებიცაა:
- ხელნაწერი ან პერსონალიზებული მოსაწვევები
- იუბილარის ბავშვობის ფოტოებით გაფორმებული სივრცე
- საყვარელი მუსიკების პირადი ფლეილისტი
- სტუმრისთვის ინდივიდუალური ბარათები (მცირე ტექსტით. ხუმრობით)
გაფანტე სიურპრიზები
თუ შენ შენი მეგობრის, შენი ოჯახის წევრის დაბადების დღის ორგანიზატორი ხარ, ან პირი, ვინც ორგანიზატორს უნდა აუხსნას, რა სურს, არ დაგავიწყდეს, რომ იუბილარის განწყობა ნელ–ნელა უნდა ავწიოთ მაქსიმალურად ზემოთ, აქ თამასა არ არსებობს. გადაანაწილე დღის მანძილზე სიურპრიზები, მაგალითად:
- საუზმე საწოლში, ან ყვავილების გაგზავნა დილით, ახალგაღვიძებულს რომ მიართვან
- ვიდეომილოცვა მეგობრებისგან, რომლებიც შორს არიან
- დამალული პატარა საჩუქრები „მოძებნე და იპოვე“ თამაშით
- ნაცნობი მუსიკოსი ან DJ (ონლაინ ან ადგილზე)
- ნახატები, ან ხელნაკეთი ნივთები მეგობრებისგან
- ავტოგრაფი საყვარელი მსახიობის, მუსიკოსის, სპორტსმენის.
- წარწერები ქუჩაში, კედელზე, ან თუ ბიუჯეტში არ ხარ შეზღუდული – ბანერზე.
ტორტი – უმეტესად ის მოაქვთ წვეულების ბოლოს. ყველა იუბილარმა იცის, რომ აი, წვეულების ბოლოა და ტორტი იქნება. ცხადია იქნება, აბა, ისე როგორ? შესაბამისად, ეს სიურპრიზი სულაც აღარ გამოდის. შეგიძლია, ტორტის გამოჩენა ისეთ დროს დაგეგმო, როცა საერთოდ არ ელის, მაგალითად, დღის ნებისმიერ დროს, მთავარია, მოულოდნელობის შეგრძნება. ეს შეიძლება იყოს სალონში, ან გზად წვეულებისკენ, აუცილებელი არაა დიდი ტორტი იყოს, შეგიძლია პატარა, ერთნაჭრიანი, მაგრამ ნამდვილი, დიდი ტორტივით შეფუთული და მომზადებული ტკბილეული შეუკვეთო.
ამის შემდეგ, კი, ბატონო, შეგიძლია საღამოს 3 საათიანი, თუ 5 საათიანი წვეულებაც გამართო, მაგრამ სწორედ ეს დეტალები აქცევს ამ დღეს ასე დასამახსოვრებელს,.
ფოტოზონა
Instagram-ის და TikTok–ის ეპოქაში, ფოტო მეტად დაფასდა, დამეთანხმეთ, მყავს მეგობრები, რომელთა მთავარი საზრუნავი წვეულებაზე სწორედ ფოტოებია – რამდენად კარგია და რამდენი კარგია? – ეს ორი მთავარი კითხვაა და ამისთვის ასობით კადრი და მცდელობა გვჭირდება.
შექმენი ფოტოგენული ზონები, კარგი, სწორი განათებით, განათება გაითვალისწინე მთელი წვეულების მანძილზე, იქნება ეს დღე, თუ უკვე ჩაბნელებული საღამო. ოღონდ, მხოლოდ ვიზუალურ სილამაზეზე არ კონცენტრირდე, შინაარსი არ დაგავიწყდეს. ასე ბევრად მეტი კარგი ფოტო ექნებათ შენს სტუმრებს, ბევრად სწრაფ დროში თან.
ფოტოზონებში შეგიძლია გამოიყენო:
- დაფა, სადაც ყველა სტუმარი წერს იუბილარს სურვილს
- ინსტანატური კამერა, რომ ფოტოები დაბეჭდონ და დატოვონ
- სახალისო კოსტუმები და პოსტერები
აქტივობები
იყო დრო, როცა სულ რამდენიმე აქტივობა გვქონდა დაბადების დღეზე, დალევა, ჭამა, ცეკვა და სიმღერა. ახლა, ზოგი არ ჭამს, ზოგი – არ სვამს, ზოგი არ ცეკვავს და უმრავლესობა – არ მღერის. ხუმრობის გარეშე კი, რამდენიმე რჩევა აქტივობებისთვისაც მაქვს:
- გამოყავი ადგილი, სადაც სტუმრები თავად ქმნიან სასურველ კოქტეილს
- თამაში “2 სიმართლე და 1 ტყუილი”
- ბორდგეიმები და ინტელექტუალური შოუები
რაც უფრო ცოცხალი და ინტერაქტიულია წვეულება, უფრო სახალისო და დასამახსოვრებელია.
განწყობის არქიტექტორი
მუსიკა წვეულების ემოციური ბირთვია. ის ქმნის რიტმს, განწყობას, ღიმილს. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციე მუსიკას ამ დღეს. კარგად დაგეგმე წვეულების მუსიკა, მეგობრების გემოვნებაც გაითვალისწინე და დატოვე საშუალება, დამატებითი ცვლილებებითვის.
გარდა წვეულებისა, დღის მუსიკაც გჭირდება, დაბადების დღე ხომ მთელი დღეა აქვს? სამსახურსა თუ სახლთან, დაე, დღეში რამდენჯერმე მისი საყვარელი მუსიკა მოისმინოს, დაე, მინიმუმ რამდენჯერმე გაიღიმოს წვეულებამდე. ამისთვის დღეს უამრავი ხერხია.
საღამოსთვის კი:
- გააკეთე ფლეილისტი იუბილარის საყვარელი ჟანრებით
- მოიწვიე ახალგაზრდა მუსიკოსი ან სტრიმერი Zoom-ში
- შექმენი “კარაოკე კუთხე”
დანარჩენი გააგრძელეთ სახლში
წვეულების დასრულების მომენტი მნიშვნელოვანია. ესეც დაუვიწყარი უნდა იყოს. აქ უკვე იუბილარის სტუმრებისადმი მიძღვნილი სიურპრიზის დროა:
- თითოეული სტუმარისთვის პატარა საჩუქარი – სანთელი, ყვავილი, წიგნი, ბლოკნოტი
- ფოტო+წარმატების, ბედნიერების სურვილი იუბილარისგან
- სპეციალურად იუბილარის მიერ შერჩეული “მადლობის ყუთი” სტუმრებისთვის
შეჯამება
როგორც მიხვდით, ორი რამ უნდა გაითვალისწინო, თუ გინდა დაუვიწყარი იყოს წვეულება:
- დეტალები
დეტალებში სიხარულია – დაბადების დღე არ არის კონკურსი, შოუ, კონცერტი, ეს არის განწყობების, ემოციების, ურთიერთობების ზეიმი. იუბილარი უნდა იყოს ასახული თითოეულ დეტალში, მისი ხასიათი, მისი სტილი – იქნება ეს მუსიკა, კერძი, ფერი, სიტყვა, ფოტო და თან ისე, რომ ყველა სტუმრისთვის სასიამოვნო იყოს. მთავარი გმირის ირგვლივ უნდა დავატრიალოთ სამყარო, ოღონდ, ყველა სტუმართან ერთად.
- პროფესიონალები
მართალია, რამდენიმე საიდუმლო და რჩევა უკვე იცი და ალბათ, ამ მასალასაც შეინახავ, ალბათ, კითხვისას, დამატებითი იდეებიც გაგიჩნდა, მაგრამ დაბადების დღის დაგეგმვას პროფესიონალებს თუ ანდობ, მერწმუნება, დაღლის, ნერვიულობის გარეშე, საუკეთესო წვეულება გამოგივა. მთავარია, იცოდე, დაახლოებით მაინც, როგორი წვეულება გინდა. თუ არ იცი, თუ არ ხარ დარწმუნებული, სთხოვე პროფესიონალთა გუნდს, რამდენიმე ვარიანტი შეგირჩიოს და იქედან აარჩევ.
რაც შეეხება ბიუჯეტს – ნებისმიერ ბიუჯეტზე მოგირგებენ პირობებს.
ამბობენ, რომ დაბადების დღის ცენტრები უმეტესად ერთი და იგივე წვეულებებს გთავაზობენ, ასე არაა, პირიქით, ეს ჩვენ ვთავაზობთ მათ, აი, ჩემს ძმას რომ ჰქონდა, – იგივე მინდა–ს, ან ჩემი მეგობრის მსგავსს.
არასოდეს დამავიწყდება ორი დაბადების დღე, რომლის ორგანიზებაშიც მონაწილეობა მივიღე, ერთი – ჩემი შვილის, რომელსაც ეზოში მოვუყვანეთ „დაბადების დღის ცენტრი“ და მართლა საოცარი პროგრამა დავგეგმეთ და მეორე, ჩემი მეგობრის ბებიას, ასაკოვან ქალბატონს, სახლში მოვუწყვეთ პროფესიონალთა დახმარებით, დაუვიწყარი წვეულება. პირველი ყველაზე მხიარული იყო, მეორე – ყველაზე გლამურული და დიდებული.
ახლა, ალბათ, ფიქრობ, რომ ეს რომელიმე დაბადების დღის ცენტრის რეკლმაა და ელოდები, როდის გეტყვი, აი, ესა და ეს ცენტრი, კარგი წვეულება თუ გინდა – აქ უნდა მიხვიდე. არა ასე არ მოგექცევი. მე ისიც არ ვიცი, შენთვის კარგი რას ნიშნავს, როგორ წარმოგიდგენია კარგი წვეულება. მე არ ვიცი, რომელ ქალაქში, რომელ უბანში გაწყობს, ან როგორი თემატიკის პროგრამა გსურს.
წარმოიდგინე, ხარ ადამიანი, ვისაც არასოდეს დაუცხვია თონეში პური, გამოუცხვია ტაფაზე მჭადი, კი, აი, თონში პური არასოდეს ჩაუკრავს, შეუშვეს თონეში, დაუდეს ფქვილი, წყალი და დატოვეს – დაახლოებით ამას მინდა აგარიდო. მოდი, კარგი მეპურე ერთად ვიპოვოთ სახლიდან გაუსვლელად, ტელეფონით. როგორ და რა პრინციპით უნდა შეარჩიო, რა უნდა სთხოვო და რა პირობებზე უნდა შეუთანხმდე, იმედია, ამას უკვე მიხვდი ამ მასალიდან. გიტოვებ დაბადების დღის ცენტრის ბაზას, სადაც ათობით ცენტრის საკონტაქტო და პირობებია მოცემული და თან შეინახე და თან უკვე დაიწყე დაგეგმვა, როგორ შექმნა ისეთი წვეულება, რომ სამყარომ თან იუბილარის გარშემო იტრიალოს და თან ყველა სტუმარმა დაუვიწყარი საღამო გაატაროს.
გილოცავთ, გასულ დაბადების დღეს გილოცავთ, მომავალ დაბადების დღეს გილოცავთ და შენ, ვისი დაბადების დღეც დღესაა, ხომ გილოცავ და გილოცავ. გებედნიეროთ და გეხაროთ.
(R)
კომენტარები