• რეკლამა
  • კონტაქტი
05:52, ხუთშაბათი, 23 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ოპოზიციურ ფლანგზე ვითარება უმძიმესია” – ლორთქიფანიძე

ალია ავტორი - ალია
00:10 08-11-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
3,657

პოლიტოლოგი, ლევან ლორთქიფანიძე:

საქართველოს ოპოზიციურ ფლანგზე ვითარება უმძიმესია.
🔴 ჯერ ერთი, გადაწყვეტილების მიმღები თითქმის ყველა პირი ან დაპატიმრებულია, ან ემიგრაციაშია.
ხელისუფლებამ წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის საბაბით ყველა ციხეში შეყარა:
ის პარტიული მესვეურებიც, რომლებიც პასუხისმგებლობას გაექცნენ, რომლებმაც ვერანაირ მიზანს ვერ მიაღწიეს და ციხეში შესვლით გადაწყვიტეს თავიანთი უსუსურობისგან გათავისუფლება, გმირის მანტიის მოსხმა, და პოლიტიკოსები, რომლებმაც კანონის დარღვევის გამო სოლიდური ჯარიმები გადაიხადეს. ციხე ემუქრება გახარიასაც, მიუხედავად იმისა, რომ ორჯერ მიიღო მონაწილეობა ამ კომისიის მუშაობაში.
პარლამენტის მიმართ პოლიტიკური ბოიკოტი უზარმაზარ რკინის ცოცხად იქცა, რომლის გამოყენებითაც წულუკიანმა მთელი ველი გამოგავა.
ოცნების მიდგომა ამგვარია “ნულოვანი ტოლერანტობა პოლიტკური ოპონენტების მიმართ, ყველანი ციხეში!”.
🔴 ოპოზიცია ერთ საერთო სტრატეგიაზე კი არა, ორ-სამ მყარ ბანაკად დაყოფაზეც კი ვერ შეთანხმდა.
ჯერ საბოტაჟი მოუწყვეს პრეზიდენტ ზურაბიშვილის პლატფორმას, ხან რადიკალები ბომბავდნენ მის ინიციატივას, ხან ზომიერები… საბოლოოდ, ვერც ერთმა ფლანგმა ვერ დათმო თავისი ამბიციები.
შემდეგ ორ ნაწილად გაიხლიჩნენ – არჩევნებში მონაწილეობის მომხრეებად და ბოიკოტისტებად. ბოიკოტისტებმა სულ სამშობლოს მოღალატეები ეძახეს, ლანძღეს და აგინეს არჩევნებში მონაწილეობის მომხრეებს.
აქ არ დამთავრებულა დაყოფა! თავად ბოიკოტისტებიც დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. ზოგი რევოლუციის თარიღის “გამოკიდების”, მომხრეა, ზოგიერთი ამბობს არ არის სერიოზული გამოკიდებაო. მეტიც, ერთი პარტიის შიგნით დაიწყეს სხვადასხვა თანამდებობის პირებმა სატელევიზიო ინტერვიუებით ერთმანეთისთვის საქმის გარჩევა.
🔴 ალბათ, რა ბედნიერია ივანიშვილი, როდესაც ოპოზიციის ბრძოლის ხერხებსა და მიდგომებს აკვირდება.
მაგალითად, ორდღიანი შიმშილობა ყველა ოპოზიციური პარტიის ბოიკოტში ჩართვის მიზნით; ალტერნატიული ელექტრონული არჩევნები, რომლითაც კონტრპარლამენტსა და კონტრთვითმმართველობას ავირჩევთ და ა.შ.
მათი კიდევ ერთი მთავარი ხაზია – შეუწყნარებლობა! ვინც მათ არ ეთანხმება მარტო თუ დაიგულეს, შეიძლება დროშის ტარი უბრაგუნონ თავში! ეს რა არის?! რა კულტურაა?!
და რაც მთავარია, ოპოზიციონერთა ერთ ჯგუფს ჰგონია, რომ რადგან ივანიშვილს და მის ქვეშევრდომებს ვერ ვიტანთ, მათ შევიწროვებას ვესწრაფვით, ამიტომ გმირებად შევრაცხავთ იმ მკვლელებსა და რეციდივისტებს, რომლებიც ბეტონის ფილებს აბამდნენ ადამიანებს ფეხებზე და ზღვაში ყრიდნენ მათ.
არჩევნებში მონაწილე პარტიებიც გვაოცებენ თავიანთი არასერიოზულობით. შევიდნენ ასეთ უთანასწორო ომში და ნაცვლად იმისა, მგრგვინავი კანდიდატები მაინც წარადგინონ, ცირკი აქვთ მოწყობილი. მერაბ სეფაშვილზე მსჯელობა ნორმალურია? ინტელექტს აფრქვევს? ძალას ასხივებს? რადგან იცნობენ, ამიტომ მილიონნახევრიანი მეგაპოლისი უნდა ჩავაბაროთ! “ჩემი გმირი გიწოდეც” გვახსოვს. სირცხვილია… მეორე მხრიდან კი მეც რომ არ ვიცი, ისეთი ადამიანის დასახელება უნდათ, რომელიღაც მოყვითალო ჟურნალის ექს-რედაქტორის! თქვენ ყველა თეფში შიგნით, კარადაში ხომ არ გაქვთ შეწყობილი?!
🔴 ოპოზიციურ ველზე გააქტიურდნენ ხავერდოვანი რევოლუციის მომხრეებიც, ვარდების რევოლუცია 2-ის მოწყობის მსურველებიც… მათ ჰგონიათ, რომ ხავერდოვან რევოლუციას მხოლოდ თარიღის გამოცხადება, კისერზე ძარღვების დაბერვა და ყვირილი ყოფნის.
ხავერდოვან რევოლუციას სჭირდება:
1. კარგად ორგანიზებული, მრავალრიცხვოვანი, იდეურად მომზადებული, ცენტრალურ საკითხებზე შეთანხმებული ოპოზიცია, ავანგარდული რაზმი!
2. არაორგანიზებული, დასუსტებული ხელისუფლება, ჩამოშლის პირას მყოფი სტრუქტურებით, ხელისუფლება, რომელსაც ენთუზიაზმით არავინ იცავს, რომელსაც აღარ შეუძლია მომხრეთა შეკრება.
3. მუდმივი და ინტენსიური კომუნიკაცია საზოგადოების ყველა ფენისგან, მათი თუნდაც პასიური მხარდაჭერა, მათი თუნდაც მცირე ნაწილის ეფექტიანი მობილიზაცია.
არც ოპოზიცია არ არის ძლიერი და ორგანიზებული, ჯერჯერობით არც ხელისუფლება არ არის ჩამოშლის პირას და პროპაგანდით თავის მხარდამჭერებსაც ურეცხავს ტვინს, თან ეს მხარდამჭერები საკმარისად არიან. რაც მთავარია, ოპოზიცია თავის ნაჭუჭშია ჩაკეტილი და წრის გარღვევას არ ცდილობს, არ ელაპარაკება მათ, ვინც განსხვავებულად ფიქრობს, პირიქით …
როდესაც ასეთ ვითარებაში, ასე უტვინოდ აანონსებ რევოლუციას ეს გაპონიზმია!
🔴 რა არის გამოსავალი?
✅️ ივანიშვილის დამარცხება მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ ომითა და რევანშით შეშინებულ, პროპაგანდის მსხვერპლად ქცეულ ჩვენს თანამოქალაქეებს დაველაპარაკებით და მათ გადმობირებას შევეცდებით. ივანიშვილი დამარცხდება, თუ “ქართული ოცნების” მხარდამჭერთა რაოდენობა ამ სტრატეგიით კრიტიკულად შემცირდება.
✅️ ასევე, ეს საზარელი ხალხი ხელისუფლებიდან მხოლოდ იმ შემთხვევაში წავა, თუ საგარეო პოლიტიკისა და დემოკრატიისთვის დაწყებული ბრძოლა იქორწინებს სოციალური უფლებებისთვის წარმოებულ ბრძოლებთან და ივანიშვილის საწინააღმდეგო ფრონტი გაფართოვდება.
✅️ ივანიშვილის დამარცხების წინაპირობა მომავლის ხედვის მკაფიოდ გამოკვეთაცაა. ყველამ უნდა იცოდეს, რომ ამ ბოროტმოქმედისა და მისი ლაქიების ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ სოციალურ დემოკრატიას თუ არა, იმგვარ სისტემას მაინც მივიღებთ, სადაც ოპონენტებს თავში დროშას არ ურტყამენ და სადაც სადისტებს გმირებად არ აცხადებენ…

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

გიორგი დანელიას ქუჩა – რა ფაქტორები განსაზღვრავს ტერიტორიის განვითარებას?
ახალი ამბები

გიორგი დანელიას ქუჩა – რა ფაქტორები განსაზღვრავს ტერიტორიის განვითარებას?

17:15 07-22-2026
4 მონაწილე, 4 მედალი – საქართველოს ნაკრების წარმატება ცენტრალური ევროპის AI ოლიმპიადაზე – თიბისი
ახალი ამბები

4 მონაწილე, 4 მედალი – საქართველოს ნაკრების წარმატება ცენტრალური ევროპის AI ოლიმპიადაზე – თიბისი

14:44 07-22-2026
სილქფესტი ულიმიტო პირობებს, სასაუბრო და ინტერნეტ პაკეტებს სპეციალურ ფასად სთავაზობს მომხმარებელს!
ახალი ამბები

სილქფესტი ულიმიტო პირობებს, სასაუბრო და ინტერნეტ პაკეტებს სპეციალურ ფასად სთავაზობს მომხმარებელს!

12:19 07-22-2026
თიბისი Euromoney-ის რეგიონული ჯილდოს მფლობელია
ახალი ამბები

თიბისი Euromoney-ის რეგიონული ჯილდოს მფლობელია

14:31 07-21-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved