• რეკლამა
  • კონტაქტი
12:10, პარასკევი, 21 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ორგნიზატორებმა საპროტესტო მესიჯის გაჟღერება აკრძალეს”– რატომ ამბობს ჯგუფი ფესტივალზე უარს და რას აცხადებენ ორგანიზატორები

ალია ავტორი - ალია
21:44 08-06-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
476

მუსიკალური ჯგუფი LOUDspeakers აცხადებს, რომ ქუთაისში დაგეგმილ ფესტივალში მონაწილეობაზე უარს ამბობს:

6-7 სექტემბერს ქუთაისში დაგეგმილ ფესტივალში მონაწილეობას აღარ მივიღებთ.
ორგანიზატორების თქმით, სცენიდან გაკეთებული ნებისმიერი სახის საპროტესტო მესიჯი, ფესტივალს შეუქმნის საფრთხეს.
სადაც რეჟიმის ტყვეებისთვის სოლიდარობის გამოხატვის ადგილი არ არის, არც ჩვენი ადგილია.
P.S. ცნობისთვის, მსგავსი მოთხოვნების გამო, არაერთ კონცერტზე მოგვიწია უარის თქმა. ჩვენ ვრჩებით ბოლომდე პროტესტში და არ ვეგუებით არსებულ რეალობას!
West Fest Kutaisi–ის დამფუძნებლები კი თვლიან, რომ საპროტესტო მესიჯი, რომელიმე კონკრეტული პოლიტიკური პარტიის მხარდაჭერა იქნება და აცხადებენ, რომ ფესტივალი არაპოლიტიზირებულია:
West Fest Kutaisi-ს დამფუძნებლები ვრჩებით საწყის აზრზე , რომელიც ფესტივალის შექმნის დროს გაგვაჩნდა.
ქვეყანაში შექმნილი დაძაბულობის ფონზე, არ გვინდოდა ფესტივალს მიეღო პოლიტიკური ელფერი და შესაბამისად პერსონალური თხოვნის საფუძველზე ყველა მონაწილე ბენდთან, ერთი თვის წინ, მათ შორის Loudspeakers -თან შევთანხმდით, რომ ფესტივალს არ მიცემოდა პოლიტიკური სახე და ქალაქს ჰქონოდა განტვირთვისა და გემოვნებიანი მუსიკის მოსმენის საშუალება.
კიდევ ერთხელ ვაფიქსირებთ, ჩვენ არ გვინდოდა პოლიტიკური სახე მისცემოდა ფესტივალს. ორგანიზაცია არის არაპოლიტიზირებული , არ არის არცერთი პოლიტიკური პარტიის მხარდამჭერი.
West Fest Kutaisi არის კერძო პირების მიერ კომერციული მიზნით შექმნილი ორგანიზაცია.
ხოლო რაც შეეხება Loudspeakers, პირველადი შეთანხმების მიუხედავად , ვერ შეძლო ჩვენი თხოვნის გათვალისწინება და უარი განაცხადა ფესტივალზე გამოსულიყო.
ჩვენ პატივს ვცემთ ყველას ინდივიდუალურ აზრს.
ფესტივალის მიზანი არის ქუთაისის ცნობადობის გაზრდა მუსიკალური თვალსაზრისით.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ფესტივალი ZEIMI – ქართული კულტურისა და გემოს დღესასწაული ნიუ-იორკში თიბისის მხარდაჭერით გაიმართება
ახალი ამბები

ფესტივალი ZEIMI – ქართული კულტურისა და გემოს დღესასწაული ნიუ-იორკში თიბისის მხარდაჭერით გაიმართება

11:56 08-21-2026
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ფესტივალს „ჯაზი და ღვინო კახეთი“
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ფესტივალს „ჯაზი და ღვინო კახეთი“

14:03 08-20-2026
საერთაშორისო გადახდები კიდევ უფრო სწრაფი ხდება – თიბისისა და Standard Chartered Bank-ის პარტნიორობა
ახალი ამბები

საერთაშორისო გადახდები კიდევ უფრო სწრაფი ხდება – თიბისისა და Standard Chartered Bank-ის პარტნიორობა

12:07 08-20-2026
თიბისი კაპიტალის ექსკლუზიური მხარდაჭერით, ლოპოტამ $20-მილიონიანი ობლიგაციების სადებიუტო პროგრამის ფარგლებში, აშშ დოლარისა და ევროს ტრანშები სრულად განათავსა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალის ექსკლუზიური მხარდაჭერით, ლოპოტამ $20-მილიონიანი ობლიგაციების სადებიუტო პროგრამის ფარგლებში, აშშ დოლარისა და ევროს ტრანშები სრულად განათავსა

18:18 08-19-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved