• რეკლამა
  • კონტაქტი
08:56, შაბათი, 21 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რა მტკიცებულებები არ ჰქონდა პროკურატურას გიორგი ახობაძის საქმეში? – სახალხო დამცველი

ალია ავტორი - ალია
18:33 08-06-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
2,784

საქართველოს სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი გიორგი ახობაძის გამამართლებელ განაჩენს ეხმიანება.

იოსელიანის განცხადებით, ის იმედს იტოვებს, რომ გიორგი ახობაძის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დაყენებას დადებითი გავლენა ექნება პოლიციის მხრიდან ნეიტრალური მტკიცებულებების მოპოვების ვალდებულების დამკვიდრებასა და სწორი სასამართლო პრაქტიკის განვითარებაში.

სახალხო დამცველი მიესალმება გიორგი ახობაძის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ, 2025 წლის 6 აგვისტოს მიღებულ გამამართლებელ განაჩენს.

მოცემულ საქმეზე სახალხო დამცველმა სასამართლოს, 2025 წლის 24 მარტს, სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით (Amicus Curiae) მიმართა და ნეიტრალური მტკიცებულებების არსებობის მნიშვნელობას ხაზი გაუსვა.

სასამართლოს მეგობრის მოსაზრებაში განხილული იყო ადამიანის უფლებების კონსტიტუციური და საერთაშორისო სტანდარტები, რომლის თანახმად, პირადი ჩხრეკის ჩატარებისას ნეიტრალური მტკიცებულებების შექმნასა და მოპოვებას არსებით მნიშვნელობა აქვს პირის პასუხისგებაში მისაცემად. 

ისეთ შემთხვევებში, როდესაც პოლიციელებს აქვთ ნეიტრალური მტკიცებულებების, მათ შორის, ვიდეოჩანაწერების მოპოვების შესაძლებლობა და  აღნიშნულს არ ახორციელებენ, ხოლო ბრალდება არსებითად მხოლოდ პოლიციელების ჩვენებებს ეყრდნობა, ვერ ჩაითვლება ადამიანის უფლებებთან შესაბამის პრაქტიკად.

სახალხო დამცველი იმედს იტოვებს, რომ გიორგი ახობაძის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დაყენებას დადებითი გავლენა ექნება პოლიციის მხრიდან ნეიტრალური მტკიცებულებების მოპოვების ვალდებულების დამკვიდრებასა და სწორი სასამართლო პრაქტიკის განვითარებაში,” – წერია სახალხო დამცველის განცხადებაში. 

ცნობისთვის, სასამართლომ სინდისის პატიმარი, გიორგი ახობაძე გაამაართლა. ის სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს.

შეგახსენებთ, რომ გიორგი ახობაძე 7 დეკემბერს, რუსთაველზე გამართული საპროტესტო აქციიდან სახლში დაბრუნებისას დააკავეს. გამოძიება ექიმს დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანანო შეძენა-შენახვას ედავებოდა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

სიმპტომი, რომლის დროსაც სასწრაფოდ უნდა მიმართო ოფთალმოლოგს – მხედველობის რა ნაწილი აღდგება კატარაქტას ოპერაციის შედეგად?
ახალი ამბები

სიმპტომი, რომლის დროსაც სასწრაფოდ უნდა მიმართო ოფთალმოლოგს – მხედველობის რა ნაწილი აღდგება კატარაქტას ოპერაციის შედეგად?

16:34 02-20-2026
აღმოაჩინე სილქფესტის აქციაში სასურველი პირობა და ჩაირთე რჩეული პაკეტები!
ახალი ამბები

აღმოაჩინე სილქფესტის აქციაში სასურველი პირობა და ჩაირთე რჩეული პაკეტები!

11:13 02-20-2026
„მეტროპოლის“ საცხოვრებელი სივრცეები თბილისსა და მის ფარგლებს გარეთ
ახალი ამბები

„მეტროპოლის“ საცხოვრებელი სივრცეები თბილისსა და მის ფარგლებს გარეთ

18:07 02-19-2026
რას სთავაზობს კრედო ბანკი შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში ფერმერებს?
ახალი ამბები

რას სთავაზობს კრედო ბანკი შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში ფერმერებს?

15:36 02-19-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved