• რეკლამა
  • კონტაქტი
09:20, სამშაბათი, 26 მაისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ან  შამანაურის სახელობის ქუჩა არ უნდა გვქონდეს, ან ბატონი მაღრაძე, სულ ცოტა, აღარ უნდა მუშაობდეს ფსიქიატრიულ ექსპერტიზაში” – ბექა კობახიძე

ალია ავტორი - ალია
04:40 08-05-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
4,226

ისტორიკოსი, ბექა კობახიძე:

ასეთი ამბავია: ნაზი შამანაური დაუპირისპირდა კომუნისტურ რეჟიმს. გამოაცხადეს გიჟად, გამოამწყვდიეს ფსიქიატრიულში, სადაც გარდაიცვალა 1983 წელს. ზვიადიდან დაწყებული ყველა დისიდენტი ცალსახად ამბობდა, რომ ჯანმრთელი ადამიანი მოკლეს.
თბილისში გვაქვს ნაზი შამანაურის ქუჩა. ანუ, ის აღიარებულია რეჟიმის მსხვერპლად, მაგრამ მისი სიკვდილისთვის არავინ დასჯილა.

ნაზი შამანაურმა დატოვა დღიურები, რომელშიც ის ამხელს ფსიქიატრ დავით მაღრაძეს. ხსენებული ბატონი, ნაზის დროს, იყო 33-34 წლის. ახლა არის 76 წლის. 2005 წლიდან მოყოლებული სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ხელმძღვანელობს ფსიქიატრიის მიმართულებას. დღეს გამოვიდა ახალგაზრდა ადამიანი და ხელი დაადო მას, რომ პოლიტიკური დასჯის მიზნით გამაგზავნა ფსიქიატრიულშიო. ახლა მის ხელშივე მოხვდება ნინო დათაშვილის ბედი, რადგან მას ფსიქიატრიული ექსპერტიზა დაუნიშნეს.

ასეთი კითხვა მაქვს: თუ ნაზი შამანაურის ქუჩა გვაქვს დედაქალაქში სწორედ იმის გამო, რომ გვჯერა მისი დღიურის და გვჯერა, რომ ის ფსიქიატრებმა აწამეს, რანაირად ხელმძღვანელობს ფსიქიატრიულ ექსპერტიზას ნაზის მიერ დადანაშაულებული დავით მაღრაძე უკვე 20 წელია? ამდენ სიყალბესა და ტყუილში ცხოვრება რანაირად შეგვიძლია?

ან იმაზე უნდა შევთანხმდეთ, რომ ნაზი შამანაური მართლა გიჟი იყო და თავისი სიკვდილით გარდაიცვალა. შესაბამისად, არც მისი სახელობის ქუჩა უნდა გვქონდეს და არც რეჟიმის მსხვერპლად მივიჩნიოთ; ან ნაზი იყო ისეთი, როგორიც გვჯერა რომ იყო და ბატონი მაღრაძე, სულ ცოტა, აღარ უნდა მუშაობდეს ფსიქიატრიულ ექსპერტიზაში და ის არ უნდა წყვეტდეს ნინო დათაშვილის თუ სხვათა ბედს.

ორივე ერთად უბრალოდ არ გამოდის, სიცრუეა, სიყალბეა, დანაშაულია.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026
,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

18:08 05-25-2026
დამოუკიდებლობა შენი გადაწყვეტილებაა
ახალი ამბები

დამოუკიდებლობა შენი გადაწყვეტილებაა

14:51 05-25-2026
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ZEG – Tbilisi Storytelling Festival-ი გაიმართება
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ZEG – Tbilisi Storytelling Festival-ი გაიმართება

15:46 05-22-2026
“პსპ ფარმა” თბილისის მუნიციპალიტეტის ბენეფიციარებს მედიკამენტებს კვირის ნებისმიერ დღეს ფასდაკლების დღეების ფასად მიაწვდის
ახალი ამბები

“პსპ ფარმა” თბილისის მუნიციპალიტეტის ბენეფიციარებს მედიკამენტებს კვირის ნებისმიერ დღეს ფასდაკლების დღეების ფასად მიაწვდის

14:35 05-22-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved