• რეკლამა
  • კონტაქტი
09:21, პარასკევი, 21 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ტრამპის “დიპ სტეიტი” სწორედ ეს “პენსიონერი” კაცია ცენტრალურ ბანკში” – რომან გოცირიძე

ალია ავტორი - ალია
21:23 08-03-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
595

ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, რომან გოცირიძე:

ტრამპს უნდა ამერიკის ცენტრალური ბანკის თავმჯდომარე გადააყენოს, რომელიც წინა პრეზიდენტობის დროს თავად დანიშნა.
რას ერჩის ტრამპი ამერიკის ცენტრალურ ბანკს? იმას, რომ იგი არ აძლევს იაფ სესხებს კომერციულ ბანკებს, რაც მისი აზრით, ეკონომიკის სტიმულირებას შეუწყობდა ხელს. იგი არაერთხელ მოუწოდებდა ე. წ. რეფინანსირების განაკვეთის შემცირებისკენ, რასაც ეწინააღმდეგებოდა FRS-ის, ფეფერალური სარეზერვო სისტემის( ასე ჰქვია) თავმჯდომარე. გუშინწინ, მას შემდეგ, რაც საპროცენტო განაკვეთი კვლავ არ შეამცირა, ტრამპმა ჯერომ პაუელს ჯიუტი იდიოტი უწოდა და პენსიაზე დროული წასვლისკენ მოუწოდა. ტრამპის აზრით, პაუელი შეგნებულად აზიანებს ეკონომიკას, რათა არ გამოჩნდეს მისი მიღწევები.
მსგავსი მონეტარული პოლიტიკის გატარება დააძალა ერდოღანმა თურქეთის ცენტრალურ ბანკს წინასაარჩევნოდ, რასაც მოჰყვა ეროვნული ვალუტის მკვეთრი გაუფასურება და ფასების წლიურად 80 პროცენტით მატება.
ეს ამბები არ მომიყოლია ამ ქვეყნების ფულად-საკრედიტო პოლიტიკაში არსებული წინააღმდეგობების საჩვენებლად. ეს სულ სხვა მიზანს ემსახურება-ავხსნა, თუ რა არის ე. წ. დიპ სტეიტი, რომელიც წესიერად არავინ იცის, თუ რა ხილია. მის შეთხზვას გონიერი ადამიანები შეთქმულების თეორიებს მიაწერენ. ნატოს გენერალურმა მდივანმა პირდაპირ უთხრა ტრამპს, რომ ასეთი რამ ბუნებაში არ არსებობს.
ტრამპის აზრით “დიპ სტეიტი” არის სწორედ ის “პენსიონერი” კაცი ცენტრალურ ბანკში, რომელიც ხელს უშლის მას საკუთარი, ქვეყნისათვის სასარგებლო პოლიტიკის გატარებაში. “დიპ სტეიტია” ბიუროკრატია, სასამართლო სისტემა, სპეცსამსახურები, სამხედროები, ლიბერალური მედია და ა. შ. , რომლებიც “ბორბალში ჯოხებს უდებენ” და ხელს უშლიან განვითარებას, პროგრესს.
რას ვერჩით ამ “დიპ სტეიტს”, სინამდვილეში ჯანსაღი სახელმწიფო ინსტიტუტები ყოფილან:)
“ოცნება”, იხსენიებს რა “დიპ სტეიტს” როგორც ბოროტ ძალას და ქართველობის მტერს, იმოწმებს ტრამპს, მაშინ როცა ტრამპი სულ სხვა შინაარს დებს მასში. ქართული “დიპ სტეიტები” ბიუროკრატია და შიდა ხელისშემშლელი ძალები კი არ არიან, არამედ ესაა კოლექტიური დასავლეთი, ევროკავშირი, ევროპის ქვეყნები, ამერიკა. ტრამპიც “დიპ სტეიტია”, რადგან მისი გავლენის ქვეშაა თურმე. ამ ძალას ჰყავს თავისი აგენტურა საქართველოში. ესენია პროდასავლური პარტიები, არასამთავროები, დამოუკიდებელი მედია და ა. შ.
მოკლედ, საშინაო მოხმარების “დიპ სტეიტი” არაა “ნამდვილი” “დიპ სტეიტი”, იგი მისი პროვინციული ნაირსახეობა და “ოცნების” ინტერპრეტაციაა:)
“დიპ სტეიტის” პირდაპირი თარგმანი არის “ღრმა სახელმწიფო”. რა უნდა დაუპირისპიროთ ამ ღრმა და უზნეო პროპაგანდას? ღრმა პანჩური.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ფესტივალს „ჯაზი და ღვინო კახეთი“
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ფესტივალს „ჯაზი და ღვინო კახეთი“

14:03 08-20-2026
საერთაშორისო გადახდები კიდევ უფრო სწრაფი ხდება – თიბისისა და Standard Chartered Bank-ის პარტნიორობა
ახალი ამბები

საერთაშორისო გადახდები კიდევ უფრო სწრაფი ხდება – თიბისისა და Standard Chartered Bank-ის პარტნიორობა

12:07 08-20-2026
თიბისი კაპიტალის ექსკლუზიური მხარდაჭერით, ლოპოტამ $20-მილიონიანი ობლიგაციების სადებიუტო პროგრამის ფარგლებში, აშშ დოლარისა და ევროს ტრანშები სრულად განათავსა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალის ექსკლუზიური მხარდაჭერით, ლოპოტამ $20-მილიონიანი ობლიგაციების სადებიუტო პროგრამის ფარგლებში, აშშ დოლარისა და ევროს ტრანშები სრულად განათავსა

18:18 08-19-2026
განახლებული მობაილ ბანკი ლიბერთის მომხმარებლებისთვის
ახალი ამბები

განახლებული მობაილ ბანკი ლიბერთის მომხმარებლებისთვის

18:13 08-19-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved